ჩვენი კომპანიის შესახებ

შპს “აკა” დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს დაიმლერის გენერალურ წარმომადგენლობას საქართველოში.


კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენცის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მოსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით. შპს’’აკა’’ მოქმედებს დაიმლერის სტანდარტების შესაბამისად და ასრულებს დაიმლერის ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პირობებს საქართველოში


კომპანიის პერსონალი მუდმივად გადის სწავლებას გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. რაც უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
დღეს კომპანიას დასაქმებული ჰყავს 90-ზე მეტი თანამშორმელი


2018 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება ახალი, თანამედროვე გაფართოებული მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრის და საგამოფენო დარბაზის გახსნა, რაც კომპანიისთვის ნიშნავს ახალ წარმატებას, ახალ დასაქმებულებს, გაზრდილ სიმძლავრეებს და საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფილ მომსახურებას.

კომპანია არსებული პოზიციების შენარჩუნებას და სამომავლო წარმატებას პირდაპირ უკავშირებს, მოიზიდოს კიდევ უფრო  მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.