C-კლასის ფურგონი.

საუკეთესოს არ აქვს ალტერნატივა.

დახვეწილი კეთილშობილება.

უნაკლო დიზაინი, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად აყალიბებს C კლასს შეუდარებელ ქმნილებად. ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი მძღოლის პრეტენზიებსაც.

ჰარმონიული განსხვავებულობა.

C კლასი - ეს არის დიზაინის ელეგანტური გადაწყვეტა, რაც დამატებითი აეროდინამიკური პაკეტით კიდევ უფრო დახვეწილი ხდება.  სახურავის ტალღისებური დიზაინი მოძრაობის  დროს ადვილად უმკლავდება ჰაერის წინააღმდეგეობას.

სივრცე და ხარისხი.

ავტომობილში საკმარისად დიდი სივრცე ფუფუნებაა. სწორედ ამას გთავაზობთ C კლასი, უმაღლესი ხარისხის სავარძლებთან ერთად. უკანა სავარძელი დაყოფილია 40/20/40 სეგმენტებად. სივრცის გაზრდა შეიძლება საბარგულის ხარჯზეც.