E-კლასის ფურგონი.

ინტელექტუალური შედევრი.

ეს არ არის ახალი ინტერიერი. ეს ახალი სამყაროა.

როგორ ვიმუშვებთ მომავალში? როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება? როგორი იქნება ჩვენი გადაადგილების საშუალება? E-კლასთან ერთად გაქვთ შესაძლებლობა მომავალი დაინახოთ ახლა. მისი განუმეორებელი დიზაინი და კომფორტის უმაღლესი დონე ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

მერსედესის ჭკვიანი მართვა.

უსაზღვრო კომფორტი და სამაგალითო უსაფრთხოება.
მერსედესის ჭკვიანი მართვის სისტემა მოგცემთ საშუალებას მართოთ თქვენი ავტომობილი მაქსიმალური კომფორტით, სტრესულ სიტუაციებში კი მისი ფუნქციები იზრუნებენ თქვენს უსაფრთხოებაზე. მოდუნდით და ისიამოვნეთ, მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს სწრაფად, ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.

მანქანის დიზაინი.

E-კლასის დიზაინი აერთიანებს თანემდროვეობასა და სპორტულობას. თითოეული ხაზი რომელიც ამ მოდელს გააჩნია უსაზღვროდ დახვეწილია. ფერების ფართო არჩევანი კი საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად მოარგოთ ავტომობილი თქვენს გემოვნებას.