ახალი GLA.

ყველაზე თვალისმომჭრელი.

თუ ხართ ცნობისმოყვარე ადამიანი და გიზიდავთ მოგზაურობა GLA არის საუკეთესო არჩევანი. ამ მანქანით შესაძლებელია რთულ გზებზეც ისეთი სიჩქარით სიარული, რომ თავი სპორტულ კუპეში გეგონებათ. სწორედ ამიტომ GLA არ ერგება არცერთ კონკრეტულ კატეგორიას, მაგრამ იდეალურად მოერგება თქვენს ცხოვრებას.

მუდმივად კავშირში.

უბრალოდ ჩაჯექით თქვენს ახალ GLA-ში და დაიძარით... ყველაზე უკაცრიელ ადგილებში, ზღვის ულამაზეს სანაპიროსთან, მაღლა მთებში, ნებისმიერი დანიშნულების ადგილას ძალიან მარტივად მიხვალთ, თანამედროვე სანავიგაციო სისტემის დახმარებით. ამას გარდა შეძლებთ სოციალურ ქსელში განათავსოთ იმ ადგილების ფოტოები, რომლებსაც GLA-სთან ერთად აღმოაჩენთ.

უზარმაზარი სივრცე ბარგისთის.

ხანგრძლივ მოგზაურობაში მიემგზავრებით და ბარგისთვის დიდი ადგილი გჭირდებათ? GLA-ს საბარგული იმდენად ტევადია, რომ თამამად შეგიძლიათ მოემზადოთ სამოგზაუროდ, ის ყველაფერს დაიტევს.