ჩვენი კომპანიის შესახებ

შპს “აკა” დაარსდა 1993 წელს და წარმოადგენს სს „მერსედეს-ბენცი ჯგუფი“-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენცის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მოსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით. შპს’’აკა’’ მოქმედებს სს „მერსედეს-ბენცი ჯგუფი“-ს სტანდარტების შესაბამისად, ასრულებს რა მერსედესის მარკის ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პირობებს საქართველოში.
კომპანიის პერსონალი მუდმივად გადის სწავლებას გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. რაც უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
დღეს კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტი თანამშორმელი.
2018 წლის დეკემბრის თვეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, თანამედროვე გაფართოებული მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, რომლის ანალოგი არ არის ამიერკავკასიაში. განახლებული მერსედეს-ბენცის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს სს „მერსედეს-ბენცი ჯგუფი“-ს სტანდარტებს, რაც კომპანიისთვის ნიშნავს ახალ წარმატებას, ახალ დასაქმებულებს, გაზრდილ სიმძლავრეებს და საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფილ მომსახურებას.
კომპანია არსებული პოზიციების შენარჩუნებას და სამომავლო წარმატებას პირდაპირ უკავშირებს, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი.