ავტოლიზინგი.
ლიზინგი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის.

რეალურად, ეს არის სესხი, რომელიც გაიცემა მომხმარებელზე ავტომობილის შეძენის მიზნით.
ავტო ლიზინგი არის დაფინანსების წყარო ავტომობილის შესაძენად, რომლის დროსაც სალიზინგო კომპანია ყიდულობს ავტომობილს თქვენთვის, ხოლო სანაცვლოდ თქვენ უხდით მას ყოველთვიურად სესხის თანხას.
აღნიშნული სერვისი დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ფული გაკლდებათ სასურველი მანქანის შესაძენად, თუმცა სანამ გადაწყვეტთ ლიზინგის მომსახურების მიღებას, კარგად დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ ყოველთვიური შენატანების განხორციელებას.
სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ბანკებში, ისე ცალკეულ სალიზინგო კომპანიებში.
სესხის თანხა განისაზღვრება თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ავტომობილის შეძენის დროს.
სალიზინგო სესხი, არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სესხისგან, გარდა იმისა, რომ განსაზღვრულია მისი მიზნობრიობა – ავტომობილის შეძენა, სხვა მიზნით ასეთ სესხს ვერ გამოიყენებთ.
სხვა ტიპის კრედიტების მსგავსად, ლიზინგის შემთხვევაშიც, ფარავთ როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს.