მერსედესის ორიგინალი ნაწილები.

როცა დარწმუნებული ხარ, რომ თქვენი მერსედესი რჩება მერსედესად:
- უმაღლესი ხარისხი, დამტკიცებული უსაფრთხოება და სანდოობა
- დამზადებულია სპეციალურად თქვენი ავტომობილისთვის
- საუკეთესო არჩევანი, როდესაც საქმე ეხება თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
- გამძლეობა და ხარისხის შეესაბამება ღირებულებას
საუკეთესო ხარისხი ოპტიმალური მუშაობისთვის
ორიგინალი სათადარიგო ნაწილები შემოწმებულია ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და სანდოობაზე. მათი ღირებულება სრულად აკმაყოფილებს და შეესაბამება ხარისხს. მერსედესის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები არის ხელოვნების ნიმუში, რაც მწარმოებლის დამსახურებაა.
ყალბი, არაორიგინალი ნაწილები წარმოადგენს საფრთხეს.
სამწუხაროდ თუ აწერია მერსედესი არ ნისნავს, რომ ყიდულობთ მერსედესის ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს. ყალბი ასლები ძალიან გავს ორიგინალს, მრავალი რესურსი იხარჯება, რომ მათი გარჩევა იყოს რთული, ხანდახან ეს ექსპერტსაც უჭირს. ზემოთხესებული კი მძღოლის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მძროლის და მგზავრების უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტი.
ხშირად ამოწმებენ ორიგინალ ნაწილებს და ადარებენ მათ „ასლებს“, შედეგები გამაოგნებელია! მაგალითისთვის: სამუხრუჭე სისტემის ტესტირებისას დამუხრუჭების მანძილი იზრდება 15 მეტრით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა.
ამ რისკების შემცირება და სულაც თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ შეიძენთ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, მერსედეს-ბენცის წარმომადგენლების სერვის ცენტში. გარდა იმისა, რომ მიიღებთ ორიგინალ ნაწილებს, ასევე შეძლებთ მათ დამონტაჟებას პროფესიონალურ დონეზე