Mercedes-Benz

მერსედესის შემოწმება.

წლის ნებისმიერ სეზონზე თქვენი მერსედესის მდგომარეობა სრულ წესრიგში უნდა იყოს. 

“ენდე , მაგრამ შეამოწმე“ ამიტომ გინდათ თუ არ გინდათ, სეზონზე ერთხელ თქვენს  ავტომობილს აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ინსპექცია მერსედესის სერვის ცენტრში. იქ თქვენი ავტომობილი გაივლის დეტალურ დიაგნოსტიკას. თუ რაიმე დეტალი ან ფუნქცია მოითხოვს კორექციას, რა თქმა უნდა გამოასწორებენ, რაც ასევე სერვისში შედის. რეგულარული შემოწმების შემდეგ თქვენი ავტომობილი უკვე მზად იქნება დაიცვას თქვენი უსაფრთხოება ნებიმიერ გზაზე, ნებისმიერ ამინდში მგაზავრობის დროს.

მეორადი მერსედესის შემოწმება

მეორადი ავტომობილის შეძენისას განსაკუთრებით ფრთხილად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ ავტომობილის მდგომარეობას. სერვის ცენტრის ექსპერტის აზრი მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც მობრძანდებით მეორადი ავტომობილის შესაძენად, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი ხარისხის დამადასტურებელი საბუთი ხელშეკრულების გაფორმების დროს.

ნდობა კარგია, შემოწმება აუცილებელი.

ექსპერტის საბუთი მეორადი ავტომობილის მდგომარეობაზე გულისხმობს:

  • ძრავის, ტრანსმისიის, სტარტერის, ელქტროგენერატორის, მაყუჩის და საწვავის სისტემების ვიზუალური მდგომარეობის შეფასება.
  • წინა და უკანა ღერძების, დაკიდების სისტემის,მართვის სისტემის, და ამორტიზატორების მდგომარეობის შეფასება.
  • სამუხრუჭე სისტემის შემოწმება.
  • ელექტრული და მექანიკური კომპონენტების ფუნქციონირების, ასევე სპეციალური აღჭურვილობის აღწერა.
  • კორპუსის, საქარე მინების, ფარების და სავალი ნაწილის ვიზუალური მდგომარეობის შეფასება.