მერსედესის გარანტია.

მერსედეს-ბენც-ის ყოველ ახალ მსუბუქ ავტომობილზე, რომელიც შექმნილია დაიმლერის მიერ, ვრცელდება მერსედეს-ბენც-ის ოფიციალური გარანტია. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი დეტალი გამოვა მწყობრიდან მასალების ან წარმოების დეფექტის მიზეზით, ის იქნება შეკეთებული ან გამოცვლილი ყოველგვარის ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში. (ნაწილის დეფექტურობის დადგენა მოხდება დაიმლერის დასკვნის საფუძველზე)
მერსედეს-ბენცის-ის ახალ ავტომობილებზე გარანტიის შესანარჩუნებელი პირობები:
1. ავტომობილის ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს სერვისის წიგნში მითითებული პერიოდულობით და მერსედეს-ბენც-ის ოფიციალური დილერების მითითებით
2. დაუშვებელია ავტომობილის უხეში ექსპლუატაცია, მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ძარაზე შეტანილი ცვლილებები, ავტომობილის გამოყენება რალიში ან შეჯიბრში
3. ავტომობილის ექსპლოატაციისას რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრს.
4. ავტომობილმა უნდა გაიაროს გეგმიური ტექნიკური მომსახურების ყოველ 12 000 კმ გარბენზე
5. თუ ორიგინალი სათადარიგო ნაწილის შეცვლა მოხდა საგარანტიო ვადის პერიოდში, მაშინ მისი საგარანტიო ვადა იწურება ავტომობილის გარანტიასთან ერთად.
საგარანტიო ვალდებულება არ ვრცელდება:
1. გამოყენებისთვის აკრძალული დეტალების მონტაჟზე
2. არასწორი ექსპლოატაციით ან სერვისით
3. გარანტია არ ვრცელდება მხოლოდ იმ დეტალებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ბუნებრივ ცვეთას (როგორებიცაა: ზეთი, აალების სანთლები, ჰიდრავლიკის სითხე, ფილტრები და სწრაფცვეთად ნაწილებზე: გადაბმულობა, ძრავის ღვედი, სამუხრუჭე მასალები, მინის საწმენდი ჯაგრისები) თუმცაღა გარანტია გვრცელდება, თუ ეს მასალები მწყობრიდან გამოვა ქარხნული წუნის გამო.
4. დეფექტები და გაუმართაობა, გამოწვეული არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების, ძრავისთვის არათავსებადი საწვავის და სხვა მოწყობილობების (მათ შორის სიგნალიზაციის) მონტაჟით, ასევე გადაჭარბებული დატვირთვით და არასწორი ექსპლოატაციით
საგარანტიო ვადები მერსედეს-ბენცის მთელ სამოდელო რიგზე განისაზღვრება 2 წლით გარბენის შეზღუდვის გარეშე.