Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Polar White
    Night Black
    Spectral Blue Metallic
    Rose Gold
    Mountain Grey Metallic
    Iridium Silver Metallic
    Cosmos Black Metallic
    Digital White Metallic
    MANUFAKTUR Mountain Grey MAGNO
    MANUFAKTUR Patagonia Red Metallic
    მოდელი A-Class-ის სედანი
    საწყისი ფასი 110,200₾-დან
    მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      A 200 Saloon საწყისი ფასი 110,200₾-დან

      A 200 d Saloon საწყისი ფასი ---,---₾-დან

      A 250 e Saloon საწყისი ფასი ---,---₾-დან

      A 220 Saloon 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      A 250 4MATIC Saloon საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-AMG A 35 AMG 4MATIC Saloon საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-AMG

      Close X
      Mercedes-AMG A 35 AMG 4MATIC Saloon საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-EQ

      Close X
      Strapline Content

      Mercedes-Maybach

      Close X
      Strapline Content
      * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
      ექსტერიერი ახალი A-Class-ის სედანის ექსტერიერი ახალი პროგრესული წინა ნაწილიდან დაწყებული თვალისმომჭრელი რადიატორის ცხაურით დამთავრებული, ასევე ბრტყელი შუქდიოდური მაშუქებით და ელეგანტური სალონის უკანა პროფილით: ახალი A კლასის სედან ყველგან ტოვებს თავის კვალს.
      LeftRight

      სამოდელო რიგი და სტილი

      დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

      Close X
      შემდეგი
      წინა
        რადიატორის ცხაურა მერსედეს-ბენცის ვარსკვლავებით ვარსკვლავი წინა მხარეს: Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავები, რომელიც ამშვენებს A-კლასის რადიატორის ცხაურს. სპორტული, პროგრესული შთაბეჭდილება გრძელდება წინ დახრილ კაპოტზეც, სადაც ამოზნექილი ელემენტები ხაზს უსვამს ახალი A-Class-ის სედანის დინამიკურ აურას.
        შუქდიოდური უკანა განათება და დიფუზორი A-კლასი შესამჩნევია ღამითაც: მაღალი ხარისხის შუქდიოდური მაშუქებით და უკანა ფარებით. ახალი უკანა დიფუზორი და AMG ხაზი, მის დამატებით დინამიკურ აქცენტებს უსვამს ხაზს.
        თვლების ახალი პროგრესული დიზაინი კიდევ ოთხი მიზეზი, რომელიც მეტყველებს ახალი A-კლასის დინამიკურ ხასიათზე: ახალი მსუბუქი შენადნობის თვლები ზომებში 43,2 სმ-დან (17-ინჩიდან) - 48,3 სმ-მდე (19-ინჩამდე) A-კლასს კიდევ უფრო მეტ სპორტულ ხასიათს ანიჭებს.
        კლასიკური ნაკვთები ფორმა: A-Class-ის სედანის ფორმაში კომპაქტური დინამიკა და კლასიკური სალონის ხაზი ერწყმის დაბალანსებულ ხელოვნების ნიმუშს: მკაფიო, შემცირებული ხაზები და გრძელი თვლების ბაზა ხაზს უსვამს ავტომობილის სპორტულობას და დახვეწილ ელეგანტურობას, რომელიც იგრძნობა გვერდითა და უკანა მხრიდან.
        უგასაღებოდ შეღწევა - KEYLESS-GO KEYLESS-GO - ავტომობილის გასაღები შეგიძლიათ დაიტოვოთ ჯიბეში, თქვენ არც კი გჭირდებათ მისი ხელში დაჭერა. ავტომობილი ცნობს მფლობელს დამახსოვრებული წვდომისა და მართვის ავტორიზაციის მეშვეობით. ავტომობილის კარი იღება უბრალოდ ხელის შეხებით, KEYLESS-GO ყოველთვის კომფორტული გამოცდილებაა.
        სტანდარტული აღჭურვილობა აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
        -კაპოტი ორი ამოზნექილი ელემენტით;
        -რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში პატარა ვერსკვლავებით მაღალი სიპრიალის შავ ფერში და ცენტრალური Mercedeს-ის ვარსკვლავით, ერთი სავენტილაციო ჟალუზი ვერცხლისფერში,
        -გვერდითი გარსშემომდენი შავ ფერში, სტრუქტურული შესრულებით.
        -ძრავის ვარიანტიდან გამომდინარე: 40.6 სმ (16-ინჩი) მრავალმანებიანი მსუბუქი შენადნობის თვლები ან 43.2 სმ (17-ინჩი) 10-მანიანი მსუბუქი შენადნობის თვლები.
        -ჰალოგენური მაშუქები ინტეგრირებული შუქდიოდური დღის რეჟიმის ნათებით.
        პროგრესული აღჭურვილობა პროგრესული აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები:
        - რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში, პატარა ვარსკვლავები მაღალი სიპრიალის შავ ფერში და ცენტრალური Mercedes-ის ვარკვლავით, ცალკეული სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა ქრომირებულ მქრქალ ნაცრისფერში.
        - წინა ბამპერის საშხეფარი ქრომირებული მოპირკეთებით
        - უკანა ბამპერის საშხეფარის ქვედა ნაწილი, რომელიც შესრულებულია მაღალი სიპრიალის შავი ფერით, გამონაბოლქვის მილის მაყუჩები კი ქრომით.
        - გვერდითი გარსშემომდენი შესრულებულია ძარის ფერში.
        - სარტყლის და ფანჯრის გარშემო ხაზი ქრომში
        43.2 სმ (17-ინჩი) 10-მანიანი მსუბუქი შენადნობის თვლებით.
        AMG-ის ხაზი AMG ხაზის აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები:
        - AMG ძარის დიზაინი შედგება წინა საშხეფარისგან, წინა სპლიტერისგან ქრომში, AMG გვერდითი გარსშემომდენი ძარის ფერში და AMG გვერდითი საშხეფარი მკვეთრი გამონაბოლქვის მაყუჩებით.
        - რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში, ქრომირებული პატარა ვარსკვლავები, ცენტრალური Mercedes-ის ვარსკვლავი და ცალკეული სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა ქრომში
        - სარტყლის და ფანჯრის გარშემო ხაზი ბზინვარე ალუმინით.
        - 45.7 სმ-იანი (18-ინჩი) AMG-ის 5-მანიანი მსუბუქი შენადნობის თვლები.
        Night Package პაკეტის ძირითადი მახასიათებლები
        - ცენტარლური Mercedes ვარსკვლავი და ცალკეული სავენტილაციიო ჟალუზისებრი ცხაურა მაღალი ბზინვარების შავში ქრომის ჩანართებით.
        - ფრთის სარკის გარსაცმი შავი ფერის, არა მეტალიკი მუქი შავი საღებავით შესრულებული, თუ მითითებულია კოსმო შავი მეტალიკი შესრულებულია ავტომობილის ფერში.
        - ღვედის ნაკერი და ფანჯრის ხაზი მაღალი ბზინვარების შავი დეტალებით.
        - თბოიზოლაციური მუქი შეფერილობის შუშა B-სვეტიდან უკან მიმართულებით
        ინტერიერი ახალი A-Class-ის სედანის ინტერიერი ახალი A-Class-ის სედანის სალონში ყველაფერი მძღოლის გარშემო ტრიალებს: დაკავშირების ფართო სპექტრი და უსაფრთხოების ინოვაციები, გაუმჯობესებული MBUX მულტიმედიური სისტემიდან კომფორტულ სავარძლებამდე, აქ ყველაფერი შექმნილია მართვის პერსონალიზებული გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          ახალი საჭე ახალი თაობის 3 მანიანი საჭე, რომელშიც ჩაშენებულია მართვის ახალი სენსორული ელემენტები და ინტუიციური კონტროლის ლოგიკა.
          Burmester® მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა მიიღეთ მეტი შესრულება და ექსკლუზიურობა ლეგენდარული Burmester® აუდიო სისტემით. მაღალი გარჩევადობის დინამიკები უზრუნველყოფენ პირველი კლასის ჟღერადობას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადართოთ აუდიო დინამიკები წინა და უკანა მგზავრებისთვის და ამით მიიღოთ კიდევ უფრო მეტად მკვეთრი ჟღერადობა. ხარისხი რომელსაც ვღებულებთ მისი სახელწოდებაა Burmester®.
          კომფორტული სავარძლები შორ მანძილზე მოგზაურობთ თუ სულ რამდენიმე წუთით, როდესაც საქმე ეხება კომფორტულ სავარძლებს, თქვენ არ გჭირდებათ კომპრომისზე წასვლა. ამიტომაც კომფორტული სავარძლები უკვე ხელმისაწვდომია ახალი A-Class-ის სედანის სტანდარტულ კომპლექტაციაში.
          ინოვაციური გადამუშავებული მასალები შთამბეჭდავად მდგრადი: სტანდარტული ARTICO-ს ხელოვნური ტყავის/ქსოვილის გადასაკრავი მასალა, A-Class-ის სედანში, ცენტრალური სავარძელი და საზურგე დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული PET ბოთლებისგან.

          [1] სურვილისამებრ აღჭურვილობის შერჩევა კონფიგურაციის მიხედვით.
          მაღალი გარჩევადობის დიდი მედია ეკრანი MBUX- ის მეორე თაობის ინოვაციური სისტემა უზრუნველყოფს, რომ A-Class-ის ინტერიერი გახდეს კიდევ უფრო მეტად ციფრული. გამოსცადეთ გაუმჯობესებული სტანდარტული 26 სმ (10.25 ინჩიანი) მედია ეკრანი. როდესაც მედია ეკრანი კომბინირებულია, უფრო დიდ ინსტრუმენტალურ ეკრანთან, თქვენ ღებულობთ ფართოეკრანიან მონაცემთა დაფას.

          [1] Optionally selectable equipment depending on configuration.
          სტანდარტული აღჭურვილობა აღჭურვილოვის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
          აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
          - კომფორტული სავარძლები შავი ARTICO-ს ხელოვნური ტყავით/ბერტრიქსის ქსოვილის გარეკანით.
          - სავარძლების კომფორტის პაკეტი, მძღოლისა და წინა მგზავრისთვის სავარძლების მექანიკური რეგულირება 8 მიმართულებით
          - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ტყავში, მათ შორის სენსორული კონტროლით, საჭეზე განთავსებული სიჩქარის გადამრთველებით და ჩანართები ვერცხლისფერში.
          - MBUX მულტიმედიური სისტემა დამატებითი MBUX ფუნქციებით
          პროგრესული აღჭურვილობა აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
          - კომფორტული სავარძლები გარეკანის არჩევანით ARTICO ხელოვნური ტყავში / Bertrix შავი ქსოვილი ან ARTICO ბუნებრივი ტყავით / ნორვიჩის კრისტალური ნაცრისფერით / შავი ქსოვილში.
          - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ტყავში, მათ შორის სენსორული კონტროლით, საჭეზე განთავსებული სიჩქარის გადამრთველებით და ჩანართები ქრომში
          - ჩანართები მუქი ნახშირბადის ბოჭკო ვიზუალით
          - ჭერის სარჩული შავ ქსოვილში
          AMG-ის ხაზი ღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
          - სპორტული სავარძლები თავის მისაყრდენის სიმაღლეში რეგულირებით და სავარძლების გარეკანი ARTICO ხელოვნური ტყავისგან / MICROCUT შავი მიკრობოჭკოვანი კონტრასტული ზედა ნაკერით წითელში
          - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ნაპა ტყავში, ბრტყელი ქვედა ნაწილით, პერფორირებული საჭის არეში ვერცხლის ქრომირებული სიჩქარის გადამრთველებით
          - MICROCUT მიკრობოჭკოვანი ჩანართი
          - AMG სპორტული პედლების კლასტერი უჟანგავი ფოლადისაგან შავი რეზინის პროტექტორების წკირით.
          აღჭურვილობა A-Class-ის სედანის აღჭურვილობის მიმოხილვა
          შემდეგი
          წინა
            ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე
            უზარმაზარი პოტენციალი სპორტული მართვის სიამოვნებისთვის და უმაღლესი მართვის გამოცდილებისთვის: ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე, გარდაქმნის თქვენს საქარე მინას საინტერესო ციფრულ სივრცედ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ მკაფიო ხედვა ძირითადი ინფორმაციის შესახებ. თქვენი მთელი ყურადღება რჩება გზაზე და თქვენს წინ მოძრაობაზე.

            დამატებითი ციფრული ოფციები დანამატებითი ციფრული ოფციებით და შესაბამისი Mercedes me აპლიკაციებით, შეგიძლიათ გამოსცადოთ დამატებითი კომფორტი, უსაფრთხოება, მართვის სიამოვნება და ციფრული მხარდაჭერა, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და პრაქტიკულ ფუნქციებს თქვენი მერსედესისთვის - როგორც, ავტომობილში, ასევე თქვენს სმარტ ტელეფონში.
            MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის საშუალებას გაძლევთ იპოვოთ გზა რთულ საგზაო სიტუაციებში, ის აერთიანებს ციფრულ სამყაროს რეალურთან. ტექნოლოგია მოიცავს გრაფიკული ნავიგაციის ინსტრუქციას და საგზაო ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია რეალურ გამოსახულებებში, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე სწრაფად, უსაფრთხოდ და სტრესის გარეშე.
            სმარტფონის ინტეგრაცია სმარტფონის ინტეგრაცია
            უსადენო დამუხტვა: უბრალოდ მოათავსეთ თავსებადი მოწყობილობა ცენტრალურ კონსოლში და დამუხტვა დაუყონებლივ დაიწყება. სმარტფონის ინტერგაციის შედეგად ხდება მისი ფუნქციონალის გაზიარება ეკრანთან. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სხვადსხვა ფუნქციები მომხმარებლის ინტერფეისის საშუალებით.

            პერსონალიზაცია პერსონალიზაციის გზით A-Class-ი ხდება თქვენზე მორგებული: დაიმახსოვრეთ და გააქტიურეთ პირდაპირ თქვენს პროფილში კონკრეტული პესონალიზირებული პარამეტრები, როგორიცაა ინტერიერის განათების ფერი, ან სავარძლის პოზიცია.
            მრავალსხივიანი დიოდური მაშუქები მრავალსხივიანი დიოდური მაშუქები
            ადაპტირებადი მრავალსხივიანი დიოდური განათების შუქდიოდური ფარები ინდივიდუალურად კონტროლირებადი დიოდური ნათებით რეაგირებს იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა გზაზე. ნაწილობრივი მთავარი სხივი ბლოკავს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს იმგვარად, რომ მათ მხედველობას არ ექმნება დისკომფორტი. მოხვევის და კუთხის შუქები, ასევე სხვა განათების ფუნქციები, მხედველობის არეალს მაქსიმალურად ფარავს არსებული საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე.
            აქტიური დამუხრუჭების სისტემა აქტიური დამუხრუჭების სისტემა
            სისტემა - მძღოლს ეხმარება თავიდან აიცილოს შეჯახება მოძრავ ან უძრავ სატრანსპორტო საშუალებებთან, ისევე როგორც მოხვევის დროს შემხვედრ მოძრაობასთან, ფეხით მოსიარულეებთან და ველოსიპედისტებთან. გარდა დაშორების და შეჯახების გაფრთხილებისა, სისტემა პირველ რიგში გვთავაზობს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულ დამუხრუჭების გეგმას გადაუდებელი გაჩერების ჩათვლით.
            პარკინგის პაკეტი 360°-იანი კამერით აუღელვებელი პარკირება და მანევრირება: დამატებითი 360°-იანი კამერა უზრუნველყოფს ხილვადობას ავტომობილის ირგვლივ ზედ ხედის ჩათვლით. ამ ფუნქციის გამოყენებით, თავისუფლად არის შესაძლებებლი წარმატებით გაუმკლავდეთ ვიწრო და მოუხერხებელ ავტომობილის გასაჩერებელ ადგილებს. აქტიური პარკირების სისტემა პარკტრონიკით გეხმარებათ როგორც, გასაჩერებელი ადგილის ძებნაში, ასევე საპარკინგე სივრცეში შესვლა/გასვლაში.

            ავტომობილის ზოლში მოძრაობის კონტროლის აქტიური სისტემა ავტომობილის ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ყურადღებიანი დამკვირვებელია: თუ უნებლიედ ტოვებთ თქვენს ზოლს, ან სახიფათოდ ახლოს ხართ სხვა საგზაო მოძრაობის ობიექტთან, სისტემა გაბრუნებთ თქვენს ზოლში საჭის ჩარევის დახმარებით. თუმცა, თუ თქვენ მაინც ტოვებთ მოძრაობის ზოლს, დამატებითი გამაფრთხილებელი სიგნალი ირთვება საჭის ვიბრაციის სახით.

            უხილავი ზონის დამხმარე სისტემა უხილავი ზონის აღქმის დამხმარე სისტემა ახლოდან აღიქვამს არეალს, განსაკუთრებით, როგორც კი ჩართავთ მოხვევის მაჩვენებელს. სისტემა გაწვდით ვიზუალურ და ხმოვან გაფრთხილებას შესაძლო გვერდითი შეჯახების თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილესთან უხილავ ზონაში. მგზავრობის შემდეგ, სისტემა კვლავ აქტიური რჩება და გაფრთხილებთ, თუ რამდენად სწორ დროს აღებთ კარს.

            თერმოტრონიკის ავტომატური კლიმატ-კონტროლი თერმოტრონიკი აკონტროლებს ორივე ზონაში ტემპერატურას ცალ-ცალკე. თქვენ და თქვენს გევრდით წინა განყოფილებაში მჯდომ მგზავრს შეგიძლიათ ერთმანეთის დამოუკიდებლად მოირგოთ სასურველი კლიმატი. ასევე, არ საჭიროებს განმეორებით რეგულირებას, რადგან სენსორები აფიქსირებს, ისეთ ცვლილებასაც კი, როგორიცაა მაგალითად მზის შუქი.

            სავარძლის მორგების კომფორტ პაკეტი სავარძლის მორგების კომფორტ პაკეტი თავისი მრავალი რეგულირების ოფციით საშუალებას გაძლევთ მოირგოთ ოპტიმალური დასაჯდომი პოზიცია, იმგვარად, რომ ის ყოველთვის მორგებული იქნება თქვენს პირად მოთხოვნილებებს. სავარძლის გასაშლელი ბალიში სპეციალური დანამატია შედარებით მაღალი მძღოლებისთვის.
            უგასაღებოდ შეღწევა - KEYLESS-GO KEYLESS-GO - ავტომობილის გასაღები შეგიძლიათ დაიტოვოთ ჯიბეში, თქვენ არც კი გჭირდებათ მისი ხელში დაჭერა. ავტომობილი ცნობს მფლობელს დამახსოვრებული წვდომისა და მართვის ავტორიზაციის მეშვეობით. ავტომობილის კარი იღება უბრალოდ ხელის შეხებით, KEYLESS-GO ყოველთვის კომფორტული გამოცდილებაა.
            ავტომობილის 360°-იანი დაცვის სისტემა ავტომობილის 360°-იანი დაცვის სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სრულყოფილ მონიტორინგს - მაგალითად: გაძლიერებული ძარცვის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის და ავტომობილის ბუქსირით გადაყვანისგან დაცვის სისტემით. ავტომობილის შიგნით მოძრაობა ააქტიურებს ვიზუალურ და აუდიო გამაფრთხილებელ სიგნალს, ციფრული დამატებები შეჯახების აღმოჩენის ფუნქცია ახდენს თქვენს ინფორმირებას აპლიკაციის საშუალებით.

            გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის
            გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის იცავს მგზავრის გულ-მკერდის არეალს უკანა სავარძლებზე ძლიერი გვერდითი დაჯახების შემთხვევაში. სტანდარტული ფანჯრის მხარე უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ის გთავაზობთ ოპტიმალურ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომ ტრამვები თავიდან იქნას აცილებული, ან იყოს მაქსიმალურად შემცირებული.უსაფრთხოების ბალიშები განლაგებულია კარსა და მგზავრის განთავსების ადგილს შორის.

            დინამიკური მართვა დინამიკური მართვის სისტემის არჩევა გაძლევთ საშუალებას, რომ იმოძრაოთ ზუსტად ისე, როგორც გსურთ. ღილაკზე დაჭერით თქვენ გაქვთ სხვადასხვა მართვის რეჟიმები, რომელიც საზღვრავს ძრავის, გადაცემის, დაკიდების სისტემის და საჭის პარამეტრებს, მაგალითად: სპორტის რეჟიმის შემთხვევაში, გზაზე ხართ მკაფიო დინამიურ რეჟიმზე, ხოლო, ძირითადი „კომფორტის“ რეჟიმით მახასიათებლები ზედმიწევნით დაბალანსებულია. „ეკო“ რეჟიმი ორიენტირებულია ეფექტურობაზე, საწვავისა და თანხის დაზოგვაზე.
            MERCEDES-AMG Mercedes-AMG A 35 4MATIC სედანი ახალი Mercedes-AMG A 35 4MATIC, როგორც კლასიკური სპორტული სედანი, ემყარება Mercedes-AMG-ის წარმოშობას და ისტორიული ბრენდის მისიას. კომპაქტური განზომილებით, დინამიკური პროპორციებით და მოკლე განაკიდით, ეს მოდელი გთავაზობთ კომფორტულ ადგილს მგზავრებისა და ბარგისთვის. ექსპრესიული წინა ნაწილი ხასიათდება AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურით ვერტიკალური დგარებით და ნათლად გამოხატავს ბრენდისთვის დამახასიათებელ მამოძრავებელ დინამიკას.
            LeftRight

            ექსტერიერის დიზაინი

            ინტერიერის დიზაინი

            ექსტერიერის მიმოხილა

            Close X
            შემდეგი
            წინა
              AMG-ის წინა ნაწილი დამახასიათებელი AMG-ის წინა ნაწილი AMG-ის სპეციფიური ცხაურით და განსაკუთრებული წინა საშხეფარით, გამოხატავს აბსოლუტურ დინამიკურობას მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაშია.
              AMG-ის 5-მანიანი მსუბუქშენადნობიანი დისკი ახალი აეროდინამიკურად ოპტიმიზებული 48,3 სმ (19 ინჩიანი) AMG-ის 5-მანიანი მსუბუქი შენადნობის დისკები შეღებილი გლუვ შავ ფერში, ბზინვარე დისკის წიბოს რგოლით.
              კაპოტი AMG-ის ლოგოთი მაშინაც კი, როცა გაჩერებულია, ბრტყელი კაპოტი თავისი სპორტული ორი ამოზნექილი თაღოვანი ელემენტით ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიკურ ხასიათს. წინა მხარეს არსებული "AMG ლოგო" დამატებით უსვამს ხაზს მის ადგილს ტრადიციებით მდიდარ AMG ოჯახში
              AMG-ის უკანა საშხეფარი AMG უკანა საშხეფარი სპეციფიური დიფუზორით და ოთხი ვერტიკალური ფირფიტით, მათ შორის მრგვალი გამოსაბოლქვი მილით მარცხნივ და მარჯვნივ, ანიჭებს სპორტულ ხასიათს და ამავდროულად დინამიკურ ელეგანტურობას
              AMG Night Package თვალისმომჭრელი დიზაინის მახასიათებლები შავ და ძლიერი ბზინვარების შავ ფერში ხაზს უსვამს ავტომობილის ექსპრესიულ ხასიათს. ეს მოიცავს, წინა ჰაერის ნაკადის სპლიტერს, ფრთის სარკის კორპუსს და ღვედის ხაზებს, ისევე როგორც თბოიზოლაციის მუქად შეფერილი ფანჯრები B-სვეტიდან უკანა მიმართულებით.
              AMG Night Package II The AMG Night Package II შეიცავს დამატებით მაღალი კლასის დიზაინის დეტალებს. რადიატორი ცხაურას მუქი დგარები და შავი ქრომირებული დეტალები წინა ფრთებზე და საბარგულის კარზე ავტომობილს კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდის.
              AMG-ის აეროდინამიკული პაკეტი The AMG-ის აეროდინამიკული პაკეტი შემუშავებულია ქარის გვირაბში, ის განაცხადია უკომპრომისო შესაძლებლობების. მოხსნადი ნაწილები და ფიქსირებული AMG უკანა სპოილერი ზრდის გზათან შეჭიდულობის ძალას და აუმჯობესებს ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვის მახასიათებლებს.
              AMG-ის 5-მანიანი მსუბუქშენადნობიანი დისკი 48,3 სმ (19 ინჩიანი) AMG-ის 5-მანიანი მსუბუქი შენადნობის დისკები შეღებილი პრიალა შავ ფერში ბზინვარე დისკის წიბოს რგოლით.

              ინტერიერის მიმოხილვა

              Close X
              შემდეგი
              წინა
                საჭე AMG-ის შესრულებით უახლესი თაობის AMG Performance საჭე ბრტყელი ქვედა ფერსოებით ავტომობილთან ერთად უზრუნველყოფს სრულყოფილ ინტერფეისს. AMG საჭის ღილაკები შეიძლება გამოყენებულ იქნას AMG მართვის რეჟიმების პირდაპირ გასაკონტროლებლად და სხვა AMG ფუნქციების ინტუიციურად და ადვილად წვდომით უშუალოდ საჭიდან.
                MBUX მულტიმედიური სისტემა ინსტრუმენტთა კლასტერით და AMG-ს სპეციფიკური დისპლეის სტილით MBUX-ის სისტემა - სპორტული დიზაიანის და ინოვაციური მოქმედების კომბინაცია ასახულია მეორე თაობის MBUX-ის მულტიმედიურ სისტემაში. ინდივიდუალური AMG დიზაინის ეკრანი წარმოადგენს ავტომობილის დინამიკური ხასიათის ვიზუალურ რეპრეზენტაციას. სრული ციფრული ინსტრუმენტების კლასტერით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და აირჩიოთ სამი დინამიკური AMG-ის ეკრანის სტილიდან ერთ-ერთი.
                სავარძლები AMG-ის შესრულებით იდეალური გვერდითი კონტროლით დინამიკური მართვის მანევრებისთვის შერწყმულია ესთეტიკასთან და კომფორტთან - არჩევითი AMG-ის შესრულებით სავარძლები ARTICO-ს ხელოვნური ტყავით / MICROCUT-ის მიკრობოჭკოვანი გადასაკრავით თვალნათლივ უსვამს ხაზს ავტომობილის სარბოლო ხასიათს, აჩვენებს მის ფერებს და დამატებით აქცენტებს.
                AMG დიზაინის ალუმინის ჩანართები შავში/ვერცხლისფერში მაღალი ხარისხის AMG Design ალუმინის შავი/ვერცხლისფერი ჩანართებით ავტომობილის მიმზიდველი დიზაინის გამორჩეული მახასიათებელია და ინტერიერში ხაზს უსვამს AMG ფერს. ჩანართები ასევე ხაზს უსვამენ მოტოსპორტთან კავშირს და აერთიანებს ინტერიერის სპორტულ ელფერს.
                AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE - გარდაქმნის თქვენს ავტომობილს თქვენს საკუთარ ვირტუალური რბოლის ინჟინერად. წრე, სექტორი და აჩქარების დრო, დამატებით შერჩეული რეალური ტელემეტრიის მონაცემებით,შეგიძლიათ კონკრეტულად გაანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები სარბოლო ტრეკზე.
                AMG-ის შესრულებით მაღალტექნოლოგიური სავარძლების პაკეტი AMG-ის შესრულებით მაღალტექნოლოგიური სავარძლების პაკეტი ფლობს ყველა დისციპლინას. განათავსეთ სავარძლის გვერდითი რბილის საყრდენები სავარძლის მრავალკონტურული ფუნქციით და დაარეგულირეთ დასაჯდომი პოზიცია ელექტრონულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ინდივიდუალური ტყავის გარსაცმი ინტეგრირებული სავარძლების გათბობით.
                სავარძლების კლიმატ კონტროლის სისტემა სავარძლების კლიმატ კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს წინა სავარძლების ვენტილაციას და აგრილებს მათ, ასევე აკონტროლებს ტენიანობას. შედარებით გრილ ამინდში, სავარძლების გათბობის სისტემა სწრაფად აბრუნებს სავარძლის ბალიშებს და საზურგეებს სასიამოვნო ტემპერატურამდე.
                საჭე AMG-ის შესრულებით ნაპა ტყავში AMG-ის საჭე, რბილი ნაპა ტყავით ერწმის MICROCUT მიკრობოჭკოვან სტრუქტურას - რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ მოჭიდებას გზაზე და მართვის ზუსტ კონტროლს. AMG ბრტყელი ფორმა აღებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტუიციურ მარტივ მოხმარებას და ხელს უწყობს კონცენტრირებულ მართვას.
                AMG-ის კარის ზღურბლის პანელი "AMG"-ის წარწერით ავტომობილში როგორც ჩასხდომა, ასევე გადმოსვლაც ერთგვარი გამოცდილებაა. მაღალი ხარისხის უჟანგავი კარის პანელები ნათდება AMG წარწერით. ჩანაცვლებადი ზღრუბლის საფარის მეშვეობით შესაძლებელია შეიცვალოს კარის ზღურბლის პანელები როგორც Mercedes-AMG ან Mercedes-Benz-ის სხვა ორიგინალი დეტალებით.
                AMG-ის ტყავის სალონის პაკეტი AMG ტყავის სპორტული სავარძლების კომპლექტი ანიჭებს ინტერიერს განსაკუთრებულ იერს და ღირებულებას, რაც ამავდროულად სასიამოვნოა შეხებისას. ღვედის გასწვრივ და ხელსაწყოთა პანელის ზედა ნაკერები, ალუმინის ჩანართის ელემენტებით ანიჭებს დამატებით შთაბეჭდილებას.
                გამოსცადეთ ის გზაზე A-Class-ის სედანის სატესტო მართვა გამოგვიზავნეთ მოთხოვნა A-Class-ის სედანის სატესტო მართვაზე და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.

                Consumer Information

                ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.