Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Selenite Grey
    Polar White
    Obsidian Black Metallic
    High-Tech Silver Metallic
    Emerald Green
    Sodalite Blue Metallic
    Content
    MANUFAKTUR Hyacinth Red Metallic
    MANUFAKTUR Alpine Grey Solid
    MANUFAKTUR Diamond White Bright
    მოდელი GLE Coupé
    საწყისი ფასი 259,250₾-დან
    Available Models
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      GLE 450 4MATIC Coupé საწყისი ფასი 259,250₾-დან

      GLE 450 d 4MATIC Coupé საწყისი ფასი 283,650₾-დან

      Mercedes-AMG GLE 53 4MATIC+ Coupé საწყისი ფასი 329,400₾-დან

      Mercedes-AMG GLE 63 S 4MATIC+ Coupé საწყისი ფასი 469,700₾-დან

      Mercedes-AMG

      Close X
      შემდეგი
      წინა
        Mercedes-AMG GLE 53 4MATIC+ Coupé საწყისი ფასი 329,400₾-დან

        Mercedes-AMG GLE 63 S 4MATIC+ Coupé საწყისი ფასი 469,700₾-დან

        Mercedes-EQ

        Close X
        Strapline Content

        Mercedes-Maybach

        Close X
        Strapline Content
        * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
        ექსტერიერი GLE Coupé-ს ექსტერიერი მძლავრი, დინამიკური და უფრო სპორტული, ვიდრე ოდესმე: ახალი GLE Coupé AMG Line-თან ერთად, ტრადიციულად, აერთიანებს გასაოცარ SUV ელემენტებს ელეგანტური კუპის მახასიათებლებთან. ახალი, წინა ნაწილი და საღებავების ფერები, ასევე 22-ინჩამდე ზომის თვლები უზრუნველყოფს ავტომობილის ინდივიდუალურობას. აღმოაჩინეთ, GLE Coupé-ის ექსტერიერის ძირითადი მახასიათებლები.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          წინა ნაწილის ახალი დიზაინი ძლიერი და სპორტული: განახლებული წინა განყოფილება აღჭურვილია ალმასისებრი ცხაურით Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავებით და უზრუნველყოფს კიდევ უფრო სპორტულ გარეგნობას. სტანდარტული AMG-ის ხაზის წინა საშხეფარი ასევე მოიცავს ქრომირებულ ჩანართებს და ახალი ფორმის ჰაერგამწოვს.
          22-ინჩიანი მსუბუქი შენადნობის თვლების ექსპრესიულიდან 53.3 (21") სენსაციურ 55.8 (22") საბურავებამდე (სურვილისამებრ), ახალი GLE Coupé კომფორტულად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე ნებისმიერი საბურავით.
          პანორამული ჭერი ღია და დახურულ მდგომარეობაშიც: პანორამული ჭერით, თქვენ გამოსცდით თავისუფლების გასაოცარ შეგრძნებას და დატკბებით ინტერიერის სასიამოვნოდ ნათელი გარემოთი. გარედან დათვალიერებისას, დიდი პანორამული ჭერი ასევე ქმნის უნიკალურ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რადგან ექსტერიერს ანიჭებს სიმსუბუქეს და ექსკლუზიურობას.
          სპორტული კუპეს დიზაინი სილუეტი ხასიათით. GLE Coupé-ის სპორტული, ელეგანტური ფორმა ხასიათდება ბრტყელი საქარე მინით, დამახასიათებელი დახრილი სახურავით და სპორტული უკანა ნაწილით. GLE Coupé ყველა კუთხიდან გამოიყურება ელეგანტურად.
          პროექცია Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავებით ამ დიზაინით ვარსკვლავებიც კი თქვენს ქვემოთ გამოისახება. მერსედეს-ბენცის დამახასიათებელი პატარა ვარსკვლავები ანათებენ ჩასხდომისას და გადმოსვლისას. როდესაც მძღოლის ან მგზავრის კარი იღება, მისი გამოსახულება იშლება ძირს და ჩასხდომა/გადმოსვლის პროცესს ანიჭებს უნიკალურობას
          მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები გარდა იმისა, რომ თვალისმომჭრელია, ახლად შექმნილი MULTIBEAM LED ფარები ასევე უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას. დღის განათების ახალი შუქის სპექტრი ელვარებით და ოთხი სინათლის წერტილით დამატებით აქცენტებს მატებს. უკანა გაბარიტული მაშუქების ახალი ფორმა კი მატებს ბოლო შტრიხებს ახალ GLE Coupé-ს.
          Night Package ძირითადი მახასიათებლები:
          - ალმასისებრი ცხაურა მერსედეს-ბენცის პატარა ვარსკვლავებით, ინტეგრირებული მერსედესის ვარსკვლავი და ერთი სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა, შეღებილი პრიალა შავში, ქრომირებული ჩანართით და შავი გარსით.
          - 50,8 სმ (20'') AMG 5- მსუბუქი შენადნობის თვლები, შეღებილი შავ ფერში მაღალი ბზინვარებით, დამატებითი AMG მსუბუქი შენადნობის თვლებით სურვილისამებრ 55,9 სმ-ით (22 ინჩით)
          - AMG წინა საშხეფარი სპორტული ჰაერის შემშვებით და მაღალი ბზინვარების შავ ფერში ჩანართებით
          - ჩანართები წინა ბამპერის ჰაერის შემშვებში მაღალი ბზინვარების შავ ფერში
          - AMG უკანა საშხეფარი დიფუზორის ჩანართით შავში და ჩანართების ფირფიტები მაღალი ბზინვარების შავ ფერში.
          - ექსტერიერის გვერდითი სარკის ხუფი შეღებილი მაღალი ბზინვარების შავ ფერში.
          - მქრქალი შავი ფერის სახურავის რელსები
          - თბოიზოლაციური მუქი შეფერილობის შუშა B-სვეტიდან უკან მიმართულებით
          ინტერიერი GLE Coupé-ს ინტერიერი მაღალი ხარისხის დიზაინი ყველა დეტალში. GLE Coupé-ის ინტერიერი შთაბეჭდილებას ახდენს სავაძლის გადასაკრავის ახალი ფერებითა და ჩანართის ელემენტებით, ასევე მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული ჰაერის სავენტილაციო ჭრილებით სპორტული, ელეგანტური გარემოსთვის. უახლესი თაობის მრავალფუნქციური საჭე და MBUX სისტემა ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა, ავსებს ავტომობილის კონცეფციას.
          LeftRight

          სამოდელო რიგი და სტილი

          დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

          Close X
          შემდეგი
          წინა
            ახალი მრავალფუნქციური საჭე უახლესი თაობის მრავალფუნქციური საჭე საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი GLE Coupé თქვენს დანიშნულებამდე სპორტულად და კომფორტულად. ინტეგრირებული ტევადი სენსორული მართვის პანელები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ავტომობილის მნიშვნელოვანი ფუნქციები საჭიდან ხელების აღების გარეშე. მრავალფუნქციური საჭე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვარიანტში, მაგ. ხე-ტყავში რაც ავტომობილს ანიჭებს დამატებით ვიზიალურ მახასიათებელს.
            ცენტრალური კონსოლი ყოველთვის კონტროლის ქვეშაა: მაღალი ცენტრალური კონსოლი ორი ხელის მოსაკიდებლით წარმოადგენს გამოცდილების დადებით ელემენტს უგზობიის დროს მგზავრობისას. გარდა სრულყოფილი ერგონომიკისა, ტყავის გაშლილი ზედაპირი მდიდრულ შთაბეჭდილებას ახდენს. მულტიმედიური ფუნქციების კონტროლი შესაძლებელია ინტუიციურად, ინტეგრირებული სენსორული პანელის მეშვეობით.
            ინტერიერის ფერები ახალი GLE Coupé-ის ინტერიერი სურვილისამებრ ხელმისაწვდომია ახალ ორ ტონიანი ფერის კომბინაციებში კატალანური კრემისფერი / შავი და ბაჰია ყავისფერი / შავი. მაღალი ხარისხის სავარძლის გარსაცმის წყალობით, ყველა მგზავრი სარგებლობს ექსკლუზიური კომფორტით თითოეული მგზავრობის დროს.
            ჩანართის ელემენტები და სავენტილაციო სისტემა GLE Coupé ახლა მძღოლს კიდევ უფრო ექსკლუზიური გარემოთი ხვდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელი გახდა ახალი კუთხოვანი ჰაერის ქრომირებული სავნტილაციო ჟალუზისებრი ცხაურით და ახალი ჩანართის ელემენტებით, როგორიცაა ცაცხვის ხის ჩანართის ელემენტი მისივე ყავისფერი პრიალა ხაზის სტრუქტურით
            MBUX მულტიმედიური სისტემა MBUX მულტიმედიური სისტემა ყოველ მგზავრობასთან ერთად უფრო მეტად ერგება თქვენს ინტერესებს. უახლესი თაობა მოიცავს მომხმარებლის ინტერფეისს და GLE Coupé-ის ინტერიერს კიდევ უფრო ინტელექტუალურ და ციფრულს ხდის. მოუთმენლად ველით საინფორმაციო-გასართობ და ინტუიციურ ახალ სამყაროს რომელიც ხმით, შეხებით ან ჟესტებით იმართება.
            სტანდარტული აღჭურვილობა ძირითადი მახასიათებლები:
            - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ნაპა ტყავში
            - სალონის ჭერი კრისტალი-ნაცრისფერ ქსოვილში
            - შიდა შუქდიოდური განათება
            - 2 ზონიანი THERMATIC ავტომატური კლიმატკონტროლი
            - სავარძლების გათბობა მძღოლისა და წინა მგზავრისთვის
            - ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა, რომელიც შედგება ცენტრალური მედია ეკრანისგან სენსორული და ინსტრუმენტების ეკრანით
            - MBUX სისტემა LINGUATRONIC-ით
            - სენსორული პანელი ცენტრალურ კონსოლში
            - სმარტფონის ინტეგრაცია
            AMG-ის ხაზი ძირითადი მახასიათებლები:
            - სპორტული სავარძლები მძღოლისა და წინა მგზავრისთვის სავარძლების გადასაკრავის სპეციფიკური განლაგებით
            - გადასაკრავი შავი ARTICO ხელოვნური ტყავისგან / MICROCUT მიკრობოჭკოვანი.
            - 3-მანიანი დიზაინი, გაბრტყელებული ქვედა განყოფილებით და პერფორირებული ხელის მოსაჭიდი ადგილით
            - AMG სპორტული სატერფულის კომპლექტი უჟანგავი ფოლადისაგან და შავი რეზინის სარჭებით
            - AMG-ის სალონში დასაფენი ხალიჩები შავი, ხავერდოვანი მასალა "AMG" წარწერით
            - ჭერის სარჩული შავ ქსოვილში
            აღჭურვილობა GLE Coupé-ს აღჭურვილობის მიმოხილვა
            შემდეგი
            წინა
              ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე სპორტული მართვის სიამოვნების პერსპექტივა და შეუფერხებელი მართვის გამოცდილება: ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე თქვენს საქარე მინას აქცევს საინტერესო ციფრულ კაბინად. რაც ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ პირდაპირი ხედვა ძირითადი ინფორმაციაზე. თქვენი მთელი ყურადღება რჩება გზაზე და თქვენს წინ სატრანსპორტო სიტუაციაზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაარეგულიროთ ეკრანის სიმაღლე და განათება.
              ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია „ჰეი მერსედეს, გათიშე სინათლე სახლში!" - დაუკავშირეთ Smart Home სისტემა თქვენს GLE Coupé-ს და აკონტროლეთ ისეთი თავსებადი Smart Home პროდუქტები, როგორიცაა ტემპერატურა, განათება, ჟალუზები ან ელექტრო ტექნიკა. MBUX ხმოვანი ასისტენტით მისი განხორციელება მეტად მოსახერხებელია ხმის კონტროლის საშუალებით.

              MBUX აუგმენტური რეალობის ნავიგაცია MBUX აუგმენტური რეალობა აკავშირებს რეალურ სამყაროს ვირტუალურ სამყაროსთან და გიჩვენებთ უსაფრთხო გამოსავალს ყველაზე დამაბნეველ საგზაო სიტუაციებშიც კი. გრაფიკული ნავიგაცია და ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ ჩნდება წინა კამერის რეალურ გამოსახულებებში, რაც აადვილებს ორიენტაციას და მდებარეობის განსაზღვრას.
              უსადენო დატენვის სისტემა და სმარტფონის ინტეგრაცია სმარტფონის ინტეგრაცია აერთიანებს მობილურ ტელეფონს საინფორმაციო გასართობ სისტემასთან Apple CarPlay™ და Android Auto-ის საშუალებით. რაც გაძლევთ მარტივი წვდომის საშუალებას თქვენს სმარტფონში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან აპებზე. ასევე შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გამოიყენოთ აპები მესამე მხარის პროვაიდერებისგან, როგორიცაა Spotify. უსადენო დატენვის სისტემით წინა უჯრაში, ასევე შეგიძლიათ კომფორტულად დატენოთ თქვენი თავსებადი სმარტფონი მართვის დროს.
              USB პორტები თქვენ შეგიძლიათ სმარტფონის ან ტაბლეტის სწრაფი დამუხტვა - სულ ხუთი USB-C პორტით, თქვენ და თქვენს მგზავრებს მარტივად შეგიძლიათ მობილური მოწყობილობების დამუხტვა. სურვილისამებრ ორი დამატებითი USB პორტი უკანა მხარეს 100 ვატიანი დატენვის სიმძლავრით ხელმისაწვდომია დამატებითი ოფციის შეკვეთით.
              Burmester® მოცულობითი აუდიო სისტემა მოსმენის სიამოვნება ახალ განზომილებაში. გამოსცადეთ პირველი კლასის ჟღერადობა მაღალი ხარისხის Burmester® 3D ხმის სისტემით. 13 მაღალი ხარისხის დინამიკი და სისტემური 590 ვატიანი სიმძლავრე ქმნის შთამბეჭდავ ჟღერადობას, მათ შორის მრავალარხიანი ფორმატის მხარდაჭერა სუფთა ჟღერადობისთვის Dolby Atmos®-თან ერთად. შეგიძლიათ მოახდინოთ ოპტიმიზაცია წინა და უკანა სავარძლებისთვის, რომ გააძლიეროთ მოსმენის სიამოვნება.
              საგზაო ნიშნების დამხმარე სისტემა თვალს ადევნებს თქვენს მაგივრად: კამერისა და რუქის მონაცემების ჭკვიანი კავშირის წყალობით, Traffic Sign Assist-ს არა მხოლოდ შეუძლია აღმოაჩინოს სიჩქარის, გასწრების შეზღუდვები და ასევე, გიჩვენებთ როდის სრულდება მათი მოქმედების არეალი. ის ასევე აჩვენებს აკრძალვის შეზღუდვებს და გაფრთხილებთ გზებზე არასწორად შესვლის შესახებ მოძრაობის ნაკადის წინააღმდეგ.

              პარკირების პაკეტი 360°-იანი კამერით სისტემა დაგეხმარებათ პარკინგის ადგილის პოვნაში. Active Parking Assist-ისა და 360° კამერის დუეტი დაგეხმარებათ პარკირების, უკან დახევისა და მანევრირებისას. მას შეუძლია თავისუფალი პარკირების ადგილების აღმოჩენაც კი, როცა მანქანით მოძრაობთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია 360° კამერის წყალობით ყოველი კუთხიდან ვირტუალური ზედხედით სივრცის აღქმა.

              მართვის დამხმარე პაკეტი Plus უსაფრთხოდ გზაგზე ავტონომიური მართვის დროს: მართვის დამხმარე პაკეტი Plus გეხმარებათ სიტუაციის შესაბამისად სიჩქარის რეგულირებით, საჭით და შეჯახების რისკით. პაკეტში შედის მრავალი დამხმარე სისტემა, როგორიცაა Active Distance Assist DISTRONIC ან Active Tailback Assist. რამაც შეიძლება შეამციროს ავარიების რისკი და ეფექტურად დაიცვას მგზავრები და საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დანიშნულების ადგილს მშვიდად და უსაფრთხოდ
              მისაბმელის მანევრირების დამხმარე სისტემა დაზოგეთ დრო და ნერვები მანევრირებისას: Trailer Maneuvering Assist-ით, ნაკლებად გამოცდილ მძღოლებსაც კი, რომლებიც იშვიათად ატარებენ მისაბმელს, შეუძლიათ თავდაჯერებულად და მშვიდად მანევრირება უკანა მიმართულებითაც - თუნდაც რთულ სიტუაციებში.
              აქტიური დისტანციის დამხმარე სისტემა DISTRONIC აუცილებლად უნდა გამოსცადოთ Active Distance Assist DISTRONIC-ის კომფორტი საცობში. ის ავტომატურად ერგება წინ მიმავალი ავტომობილის სიჩქარეს. სასურველი უსაფრთხოების მანძილის დაყენება შესაძლებელია რამდენიმე ეტაპად. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მართვის დროს, თქვენ არ გჭირდებათ გამუდმებით დამუხრუჭება ან აჩქარება, თქვენს წინ არსებული მოძრაობის მიხედვით. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბევრად უფრო მშვიდი მგზავრობით.
              აქტიური დამუხრუჭების სისტემა მართვა პროგნოზირებადი და ინტელექტუალურია: Active Brake Assist დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უკანა მხრიდან მოძრავი ან უძრავი ავტომობილების შეჯახება, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევა ფეხით მოსიარულეებთან ან ველოსიპედისტებთან. გარდა მანძილისა და შეჯახების შესახებ გაფრთხილებისა, სისტემა უპირველეს ყოვლისა ასევე გთავაზობთ სიტუაციასთან დაკავშირებულ დამუხრუჭების დახმარებას - ავტონომიურ გადაუდებელ დამუხრუჭებამდე.
              ადაპტური შორი ნათების დამხმარე სისტემა Plus იმოძრავეთ მუდმივი მთავარი მაშუქებით. ის პრაქტიკულად ღამეს აქცევს დღედ და ხსნის სტრესს მართვის დროს. თქვენ აღიქვამთ შორ გზას იმგვარად, რომ ეს ხელს არ უშლის მხედველობას– ადაპტური შორი ნათების დამხმარეს სისტემა Plus მუშაობს ამ დევიზის მიხედვით. მოახლოებულ მოძრაობას ან წინ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებს ჭკვიანი სისტემა იცავს უაღრესად ზუსტი და ინდივიდუალურად კონტროლირებადი შუქდიოდების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო განათებაზე მუდმივი გადართვის საჭიროება აღარ დგას.
              ENERGIZING Package Plus ENERGIZING Package Plus გთავაზობთ კომფორტს ყველა მნიშვნელობით, ის აერთიანებს სპეციალურ აღჭურვილობას კომფორტის კომბინირებულ პროგრამებთან, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი მძღოლის ფიტნეს უსაფრთხოება და კეთილდღეობის განცდა. ათწუთიანი პროგრამები ხელმძღვანელობენ კლიმატ კონტროლს, განათებას, მუსიკას და სავარძლების ფუნქციებს, როგორიცაა მასაჟი, გათბობა ან ვენტილაცია. საჭესთან ხანგრძლივი სიფხიზლისა და განსაკუთრებულად სასიამოვნო მართვისთვის.
              ENERGIZING AIR CONTROL ღრმად ჩაისუნთქეთ და დაისვენეთ: ENERGIZING AIR CONTROL აკონტროლებს ჰაერის ხარისხს თქვენთვის, ჰაერის ხარისხისა და დახვეწილი სენსორების დახმარებით. ორსაფეხურიანი ფილტრის კონცეფცია საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაწილაკებს და სხვა ჰაერის დამაბინძურებლების დიდ ნაწილს. გაზომვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენი მერსედესი გონივრულად გადადის სუფთა ჰაერისა და ჰაერის რეცირკულაციის რეჟიმებს შორის.
              AIR-BALANCE Package AIR-BALANCE პაკეტი გთავაზობთ გასაოცარ შეგრძნებებს და ხელს უწყობს თქვენს კეთილდღეობას. თქვენ შეგიძლიათ მოუთმენლად ელოდოთ სურნელს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენი ავტომობილის ხასიათს და ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას სალონში. შეგიძლიათ ჩატვირთოთ სუნამოების გენერატორი სანივთე უჯრაში the Mercedes-Benz Customer Solutions-გან თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. სტანდარტულად, თქვენ გელოდებათ Mercedes-Benz SUV სუნამო "Forest Mood".
              სითბოს კომფორტ პაკეტი სასიამოვნო ატმოსფერო სალონში: Warmth Comfort Package აიყვანს ინტერიერის გარკვეულ ელემენტებს სწორ ტემპერატურამდე უმოკლეს დროში. სასიამოვნო სითბო გარშემორტყმულია ყველა მხრიდან - სავარძლები, ცენტრალური კონსოლის საყრდენები და წინა კარები, ასევე თბება ყველა კარების ცენტრალური პანელები.
              მრავალკონტურული სავარძლები შექმნილი თქვენი კომფორტისთვის: ეს სავარძლები აერთიანებს რეგულირების უამრავ ვარიანტს ექსკლუზიურ, სასიამოვნო დამატებით ელემენთებთან ერთად. ერგონომიული დეტალები საშუალებას გაძლევთ მოირგოთ იდეალური პოზიცია. ინოვაციური გვერდითი საყრდენები უზრუნველყოფს ძლიერ გვერდითი მხარდაჭერას. სავარძლების ეტაპობრივად რეგულირებადი კლიმატი და სასიამოვნო მასაჟის ეფექტები ყოველ მოგზაურობას უაღრესად სასიამოვნოს ხდის.
              PRE-SAFE® Impulse Side უსაფრთხოდ თქვენს გვერდით: PRE-SAFE® Impulse Side-ს შეუძლია მოგამზადოთ თქვენ და თქვენი წინა მგზავრი გვერდითი შეჯახებისთვის, უზრუნველყოფს მგზავრების ცენტრისკენ გადაწევა და ამით შეამციროს ტრავმის რისკი. სისტემას შეუძლია გადაგწიოს ავტოსაგაზგაო შემთხვევის მხრიდან მანქანის ცენტრისკენ. რამაც, შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს გვერდითი დარტყმის შემთხვევაში.
              ავტომობილის დაცვა - GUARD 360° უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სრულყოფილ მონიტორინგს. ქურდობის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის, ასევე სათადარიგო გასაღების დეაქტივაციის ფუნქციის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ სწრაფად იმოქმედოთ. Mercedes me-ის ავტოსაგზაო შემთხვევის გამოვლენის ფუნქცია ინფორმაციას გაწვდით აპლიკაციის საშუალებით.

              გვერდითი უსაფრთხოების ბალიში გვერდითი უსაფრთხოების ბალიში, იცავს უკან მჯდომი მგზავრის გულ-მკერდის არეს, უკანა სავარძლებზე ძლიერი გვერდითი შეჯახების შემთხვევაში. სტანდარტული ფანჯრის მხარე უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ის გთავაზობთ ოპტიმალურ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომ ტრამვები თავიდან იქნას აცილებული, ან იყოს მაქსიმალურად შემცირებული.უსაფრთხოების ბალიშები განლაგებულია კარსა და მგზავრის განთავსების ადგილს შორის.
              პნევმატური დაკიდების პაკეტი AIRMATIC პაკეტში ადაპტირებადი ამორტიზაციის სისტემა აკმაყოფილებს თანამედროვე პნევმატიკურ საკიდარს. შედეგი: ჭკვიანი კომფორტული საკიდარი, რომელსაც შეუძლია ავტომატურად მოერგოს მართვის პირობებს, სიჩქარეს და დატვირთვას. შედეგად, თქვენ ისარგებლებთ სტაბილური კორექტირებული მართვით და პირველი კლასის კომფორტით, როგორც კარგ, ისე ცუდ გზებზე.
              ძარის აქტიური ელქტრონული კონტროლი (E-ACTIVE BODY CONTROL) ინტელექტუალურ E-ACTIVE BODY CONTROL საკიდარს შეუძლია შეაფასოს სიჩქარე, დატვირთვა, მართვის სიტუაცია და დაარეგულიროს რხევის და დონის კონტროლი ცალ-ცალკე თითოეული თვლისთვის. მართვის შესანიშნავი კომფორტისთვის და გამორჩეული სტაბილურობისთვის - როგორც ასფალტზე, ისე უგზოობაზე, ასევე მშრალ, სველ ან მოყინულ გზებზე.
              დიმანიკური მართვა შეესაბამება თქვენი მართვის სტილს. DYNAMIC SELECT-ით შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ თქვენი GLE-ის მართვის ქცევა ღილაკზე თითის დაჭერით. თქვენ იყენებთ მართვის რეჟიმებს ძრავის, ტრანსმისიის, დაკიდების ან საჭის მახასიათებლების გასაკონტროლებლად მართვის სიტუაციიდან გამომდინარე. მართვის რეჟიმები "Eco", "Comfort", "Sport", "Off-road" და "Individual" ხელმისაწვდომია GLE Coupé-ში.
              სრული ამძრავი 4MATIC შთამბეჭდავი ეფექტის შესაქმნელად 4MATIC სრული ამძრავი იყენებს მძლავი ძრავების მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს. სისტემა რომელიც ყოველთვის აქტიურია, აუმჯობესებს წევას და მართვას განსაკუთრებულად რთულ საგზაო პირობებში. უსაფრთხოების ნამდვილი უპირატესობა სველ, თოვლიან და ყინულოვან პირობებში. ის ასევე, საიმედოა სპორტული მართვის სიამოვნებისთვის.
              MERCEDES-AMG Mercedes-AMG GLE Coupé. GLE Coupé-ის დინამიკური არსებობა განსაკუთრებით დამახასიათებელია AMG მოდელში: კუპესებრი მკვეთრი ფორმა ყველა მხრიდან , გამოკვეთილი წინა საშხეფარი AMG-ს სპეციფიკური რადიატორის ცხაურით და 55,9 სმ-მდე (22 ინჩი) თვლებით.
              LeftRight

              ექსტერიერის დიზაინი

              ინტერიერის დიზაინი

              ექსტერიერის მიმოხილა

              Close X
              შემდეგი
              წინა
                ახალი AMG-ის წინა საშხეფარი (GLE 53 4MATIC+ Coupé) მიმზიდველი კონსტუქცია: ახალი AMG წინა საშხეფარო AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურით, ჰაერის შემშვების რეინტერპრეტაციით Jetwing-ის დიზაინში და მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები ახალი ნიშნით.
                AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები (GLE 53 4MATIC+ Coupé) შთამაგონებელი: 55.9 სმ (22-ინჩი) AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები შეღებილი ჰიმალაის ნაცრისფერში ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდუალურობას. მასალების სპეციალური კომბინაცია უზრუნველყოფს ფილიგრანულ დიზაინს, დაბალ წონას და განსაკუთრებით მაღალ სიმტკიცეს, რაც კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას.
                კაპოტი AMG-ის ლოგოთი (GLE 53 4MATIC+ Coupé) AMG ლოგო, რომელიც ამშვენებს Mercedes-AMG GLE-ის კაპოტს, ხაზს უსვამს მის ლეგენდარულ წარმოშობას.
                AMG-სთვის დამახასიათებელი უკანა ნაწილი (GLE 53 4MATIC+ Coupé) დინამიკური უკანა ნაწილი: ახალი ფარები, AMG უკანა საშხეფარი და სტანდარტული AMG გამონაბოლქვი სისტემა ორი მრგვალი გამონაბოლქვის მილით ხაზს უსვამს სპორტულ გარეგნობას.
                AMG წინა საშხეფარი (GLE 63 S 4MATIC+ Coupé) სიძლიერის გამოხატულება: AMG წინა საშხეფარი AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურით, მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები ახალი ნიშნით და Night Package-ის ჰაერის შემშვები ჩანართის ელემენტები შავად შეღებილი.
                AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლების დიზაინი (GLE 63 S 4MATIC+ Coupé) მეტი ელეგანტურობისთვის: მდიდრულად შემუშავებული 55,9 სმ (22 ინჩი) AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები გლუვი შავი ზედაპირით, კიდევ უფრო ამშვენებს თქვენს ავტომობილს. მასალების სპეციალური კომბინაცია იძლევა ფილიგრანულ დიზაინს, გარდა დაბალი წონისა, ის განსაკუთრებულად მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა.
                კაპოტი AMG-ის ლოგოთი (GLE 63 S 4MATIC+ Coupé) მკაფიო განაცხადი: კაპოტზე განთავსებული AMG ემბლემა ნათლად მიუთითებს, რომ GLE Coupé Mercedes-AMG-ის ოჯახის წევრია.
                AMG-სთვის დამახასიათებელი უკანა ნაწილი (GLE 63 S 4MATIC+ Coupé) სპორტული ინტერპრეტაცია: საშხეფარი დიფუზორით, სპოილერის ტუჩით და გარედან გოფრირებული AMG-ის ტრაპეციული ორმაგი გამოსაბოლქვი მილით. ასევე AMG Performance გამოსაბოლქვი სისტემა GLE 63 S 4MATIC+ Coupé ყველაზე თვალსაჩინო დამახასიათებელი ნიშანია.
                AMG Night Package AMG Night Package-ით, შერჩეული ექსტერიერის ელემენტები შესრულებულია მაღალი სიპრიალის შავ ფერში. ეს იწვევს ძლიერ კონტრასტებს ან გლუვ გადასვლებს, რაც დამოკიდებულია არჩეული საღებავის ფერზე. ამაღელვებელი შტრიხები ან თავდაჯერებული თავშეკავება: ორივე შემთხვევაში თქვენ აჩვენებთ თქვენს დამოკიდებულებას ინდივიდუალური, დინამიკური დიზაინისადმი.
                55.9 სმ (22-ინჩი) AMG ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები შეუთავსეთ ექსკლუზიური დიზაინი მოტოსპორტის ტექნოლოგიას და გახადეთ თქვენი ავტმობილი სრულყოფილი დახვეწილი AMG-ის წარმოების ნაჭედი თვლებით. მასალის სპეციალური თვისებები იძლევა ფილიგრანულ დიზაინს და ამავდროულად უზრუნველყოფს დაბალ წონას განსაკუთრებით მაღალი სიმტკიცით, რაც კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას.
                ფონური განათება AMG ლოგოს ანიმაციური პროექციით ფუნქცია, რომელიც ერგება თქვენს ემოციებს. ფონური განათება აქცევს თქვენი Mercedes-AMG-ის ინერიერის ზონას მომხიბვლელად: როდესაც წინა და უკანა კარები ღიაა, პროექციის საშუალებით მიწაზე გამოსახავს Mercedes-Benz-ის ლოგოს

                ინტერიერის მიმოხილვა

                Close X
                შემდეგი
                წინა
                  ახალი საჭე იდეალური კავშირი მძღოლსა და ავტომობილს შორის: მდიდრული მასალები - როგორიცაა ნაპა ტყავი და საჭე ბრტყელი დაბოლოებით ახასიათებს ახალ საჭეს AMG-ის შესრულებით. AMG საჭის ღილაკებით შეგიძლიათ პირდაპირ მართოთ AMG მართვის სტანდარტული რეჟიმები და სხვა AMG ფუნქციები.
                  ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა AMG-სთვის დამახასიათებელი ეკრანის სტილით ინტელექტუალური და ინტუიციური: ინსტრუმენტთა კლასტერი ფართოეკრანიან მონაცემთა დაფაზე აჩვენებს AMG-სთვის დამახასიათებელ კონტენტს, როგორიცაა სტანდარტული TRACK PACE და AMG start-up მენიუ, ყველაფერი ერგება თქვენს ინდივიდუალურ სტილს: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადართოთ ეკრანის რამდენიმე სტილს შორის - მათ შორის AMG-სთვის დამახასიათებელ " სუპერსპორტზე".
                  Burmester® მოცულობითი ხმის სისტემა გამოსცადეთ მეტი ხარისხი და ექსკლუზიურობა ლეგენდარული Burmester მოცულობითი ხმის სისტემით. მაღალი ხარისხის დინამიკები გამოსცემს პირველი კლასის ჟღერადობას. სტანდარტული Burmester® მოცულობითი ხმის სისტემა შეიძლება მორგებული იყოს პირად პრეფერენციებზე ხმის პერსონალიზებით, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მკვეთრ ჟღერადობას.
                  პანორამული ჭერი როგორც ღია, ასევე დახურულ მდგომარეობაში, პანორამული ჭერი გაძლევთ თავისუფლების განცდას და ინტერიერს ანიჭებს ნათელ და სასიამოვნო ატმოსფეროს. გარედან დათვალიერებისას, პანორამული ჭერი ასევე ქმნის უნიკალურ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რადგან ის ექსტერიერს ანიჭებს სიმსუბუქეს და ექსკლუზიურობას.
                  კლიმატიზირებული AMG სპორტული სავარძლები მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ასე გამოიყურება სპორტული კომფორტი: კლიმატიზირებული AMG სპორტული სავარძლები მეხსიერების პაკეტით გადააქცევს ყოველ მგზავრობას დასვენების დროდ. ამას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ოპტიმიზებული გვერდითი საყრდენი, არამედ სხვადასხვა ფერებში სავარძლის გადასაკრავის ისეთი მდიდრული მასალები, როგორიცაა AMG Nappa ტყავი GLE 53 4MATIC+ Coupé-სთვის ან AMG Exclusive Nappa ტყავი GLE 63 S 4MATIC+ Coupé-სთვის. AMG-ის ლოგო სავარძლების საზურგეებში კიდევ უფრო მეტ სტილს მატებს ინტერიერს.
                  განათებული AMG კარის ზღურბლის პანელები ავტომობილში ჩასხდომა და გადმოსვლაც კი ერთგვარი გამოცდილებაა. მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის კარის ზღურბლის პანელები განათებულია "AMG" წარწერით. შემცვლელი ხუფის მეშვეობით, შეგიძლიათ შეცვალოთ კარის ზღურბლის პანელები სხვა მიმზიდველი ორიგინალი ნაწილებით Mercedes-AMG ან Mercedes-Benz-ის ვიზუალით.
                  AMG-ის კარბონის ჩანართები მაღალტექნოლოგიური მასალა მოტოსპორტის სამყაროდან ქმნის ნათელ აქცენტებს თქვენი ავტომობილის ინტერიერში. მისი ტიპიური ზედაპირის სტრუქტურა ხაზს უსვამს ავტომობილის ხასიათს და ტექნოლოგიურ სტანდარტს. თავისი მაღალი ხარისხის ფორმით და საგულდაგულოდ შესრულების ხარისხით, ჩანართები მთელ ინტერიერს ანიჭებს სპორტულ პრემიუმ ატმოსფეროს.
                  AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE გარდაქმნის თქვენს ავტომობილს ვირტუალურ რბოლის ინჟინერად. წრეების, სექტორისა და აჩქარების დროების, დამატებით შერჩეული მოძრავი ტელემეტრიის მონაცემების დახმარებით, შეგიძლიათ მიზანმიმართულად იმუშაოთ, რომ გააანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები დახურულ სარბოლო ტრეკებზე.
                  საჭე AMG-ის შესრულებით ნაპა ტყავით/MICROCUT მიკრობოჭკოთი ამ AMG-ის საჭეზე, რბილი ნაპა ტყავით ერწმის MICROCUT მიკრობოჭკოვან სტრუქტურას - რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ მოჭიდებას გზაზე და მართვის ზუსტ კონტროლს. AMG ბრტყელი ფორმა აღებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტუიციურ მარტივ მოხმარებას და ხელს უწყობს კონცენტრირებულ მართვას.
                  საჭე AMG-ის შესრულებით ნახშირბადის ბოჭკოთი / MICROCUT მიკრობოჭკოთი ამ AMG-ის საჭეზე, ნახშირბადის ბოჭკოს დიზაინი ერწყმის MICROCUT მიკრობოჭკოვან სტრუქტურას - რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ მოჭიდებას გზაზე და მართვის ზუსტ კონტროლს. AMG ბრტყელი ფორმა აღებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტუიციურ მარტივ მოხმარებას და ხელს უწყობს კონცენტრირებულ მართვას.
                  AMG-სის ექსკლუზიური სტილის გადასაკრავი ნაპა ტყავით ისიამოვნეთ ფანტასტიკური გარემოთი დახვეწილი ნაპა ტყავით. AMG ექსკლუზიური ნაპა ტყავის გადასაკრავი ფარავს ხელსაწყოთა პანელის ზედა ნაწილს, ცენტრალურ ხელის დასადებს. მაგალითად, მაღალი ხარისხის დეტალებისადმი გატაცება ასევე აისახება - AMG-სთვის დამახასიათებელ დიზაინის სავარძლებში განსაზღვრული პერფორაციებით.
                  მოგვწერეთ, შეავსეთ მოცემული ფორმა GLE Coupé თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი GLE Coupé-ს შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია.

                  Consumer Information

                  ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.