Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Polar White
    Night Black
    Spectral Blue Metallic
    Rosé Gold Metallic
    Sun Yellow
    Mountain Grey Metallic
    Iridium Silver Metallic
    Cosmos Black Metallic
    Digital White Metallic
    MANUFAKTUR Mountain Grey MAGNO
    MANUFAKTUR Patagonia Red Metallic
    მოდელი A-Class Hatchback
    საწყისი ფასი 109,330₾-დან
    მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      A 200 d 110,200 ₾-დან
      A 200 109,330 ₾-დან
      A 220 4MATIC --- ₾-დან
      A 250 4MATIC 124,700 ₾-დან
      Mercedes-AMG A 35 4MATIC 155,150 ₾-დან
      Mercedes-AMG A 45 S 4MATIC+ 184,400 ₾-დან

      Mercedes-AMG

      Close X
      შემდეგი
      წინა
        Mercedes-AMG A 35 4MATIC 155,150 ₾-დან
        Mercedes-AMG A 45 S 4MATIC+ 184,400 ₾-დან

        Mercedes-EQ

        Close X
        Strapline Content

        Mercedes-Maybach

        Close X
        Strapline Content
        * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
        ექსტერიერი ახალი კომპაქტური A-Class-ის ექსტერიერი A-კლასის განახლებული ექსტერიერის დიზაინი შთამბეჭდავია ახალი პროგრესული წინა ნაწილით, რადიატორის ცხაურზე Mercedes-Benz-ის ქრომირებული ვარსკვლავებით, სურვილისამებრ ბრტყელი LED ფარებით და უკანა დიფუზორი ქრომირებული მორთვით.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          რადიატორის ცხაურა ქრომირებული მერსედეს-ბენცის ვარსკვლავებით ვარსკვლავი წინა მხარეს: Mercedes-Benz-ის ვარსკვლავები ამშვენებს A-კლასის რადიატორის ცხაურს. სპორტული, პროგრესული შთაბეჭდილება გრძელდება წინ დახრილ კაპოტზე, ორი ამოზნექილი ელემენტით, რომელიც ხაზს უსვამს ახალი A-Class-ის სპორტულ სტილს.

          უკანა შუქდიოდური განათება და დიფუზორი A-Class სიბნელეშიც კი ანათებს. მაღალი ხარისხის უკანა შუქდიოდური მაშუქები და უკანა განათება შექმნილია ენთუზიაზმით. უკანა დიფუზორი ქორმირებული დეტალებით ხელმისაწვდომია AMG კომპლექტაციაში, რომელიც დამატებით ანიჭებს დინამიურობა.

          პროგრესული ახალი თვლების დიზაინი კიდევ უფრო მეტი მიზეზი, რომელიც მეტყველებს ახალი A-Class-ის დინამიკურ ხასიათზე: ახალი მსუბუქშენადნობიანი თვლები, რომლის ზომა არის 43.2 სმ (17 ინჩი) დან 48.3 სმ (19 ინჩამდე) A-Class-ს კიდევ უფრო სპორტულ ხასიათს ანიჭებს.
          გამორჩეული ფორმა ინდივიდუალური სილუეტი: A-Class-ის დინამიკური ხასიათი განსაკუთრებულად ვლინდება მის დაკუნთული და ემოციურ გვერდით პროფილში. მკაფიო, შემცირებული ხაზები, გრძელი თვლების ბაზა და კომპაქტური სალონის მახასიათებლები შერწყმულია იმგვარად, რომ შექმნას საერთო დაბალანსებული პროპორციები.
          სტანდარტული აღჭურვილობა სტანდარტული აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები:
          - კაპოტი თაღოვანი ელემენტებით
          - რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში, პატარა ვარსკვლავები მაღალი სიპრიალის შავ ფერში და ცალკეული სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა ვერცხლისფერში.
          - გვერდითი გარსშემომდენი შავ ფერში, სტრუქტურული შესრულებით
          - ძრავის ვარიანტიდან გამომდინარე : 40.6 სმ (16-ინჩიანი) მრავალმანიანი მსუბუქი შენადნობის თვლები ან 43.2 სმ (170ინჩანი) 10-მანიანი მსუბუქი შენადნობის თვლებით.
          - ჰალოგენური ფარები ინტეგრირებული LED დღის განათებით.
          პროგრესული პროგრესული აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები:
          - რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში, პატარა ვარსკვლავები მაღალი სიპრიალის შავ ფერში და ცენტრალური Mercedes-ის ვარკვლავით, ცალკეული სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა ქრომირებულ მქრქალ ნაცრისფერში.
          - წინა ბამპერის საშხეფარი ქრომირებული მოპირკეთებით
          - უკანა ბამპერის საშხეფარის ქვედა ნაწილი, რომელიც შესრულებულია მაღალი სიპრიალის შავი ფერით, გამონაბოლქვის მილის მაყუჩები კი ქრომით.
          - გვერდითი გარსშემომდენი შესრულებულია ძარის ფერში.
          - სარტყლის და ფანჯრის გარშემო ხაზი ქრომში 43.2 სმ (17-ინჩიანი) 10-მანიანი მსუბუქი შენადნობის თვლებით.
          AMG-ის ხაზი AMG ხაზის აღჭურვილობის ძირითადი მახასიათებლები :
          - AMG ძარის დიზაინი შედგება წინა საშხეფარისგან, წინა სპლიტერისგან ქრომში, AMG გვერდითი გარსშემომდენი ძარის ფერში and AMG გვერდითი საშხეფარი მკვეთრი გამონაბოლქვის მაყუჩებით.
          - რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის სტილში, ქრომირებული პატარა ვარსკვლავები, ცენტრალური Mercedes-ის ვარსკვლავი და ცალკეული სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა ქრომში
          - სარტყლის და ფანჯრის გარშემო ხაზი ბზინვარე ალუმინით.
          - 45.7 სანტიმეტრიანი (18 ინჩიანი) AMG -ის 5-წყვილ მანიანი მაღალი შენადნობის თვლები.
          Night Package Night პაკეტის ძირითადი მახასიათებლები:
          - ცენტრალური Mercedes-ის ვარსკვლავი და ინდივიდუალური სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა მაღალი ბზინვარების შავში ქრომის ჩანართებით.
          - გვერდითი სარკის გარსაცმი მუქი შავი არა მეტალიკი ფერით შესრულებული, თუ მითითებულია Сosmos შავი შესრულებულია ავტომობილის ძარის ფერში.
          - სარტყლის და ფანჯრის გარშემო ხაზი მაღალი სიპრიალის შავი დეტალებით
          - ძარის ვერტიკალური B დგარიდან მუქი შეფერილობის თბოსაიზოლაციო უკანა მინები.
          ინტერიერი კომპაქტური A-Class-ის ინტერიერი თანამედროვე, პროგრესული, მომხმარებელზე მორგებული სალონით, A-Class-ი გამოირჩევა ინოვაციური დაკავშირებისა და უსაფრთხოების ფართო სპექტრით. იქნება ეს მოწინავე MBUX სისტემა, თუ კომფორტული სავარძლები, A-class-ი ყოველთვის ორიენტირებულია მძღოლზე.
          LeftRight

          სამოდელო რიგი და სტილი

          დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

          Close X
          შემდეგი
          წინა
            ახალი საჭე ახალი 3 მანიანი საჭე, რომელშიც ჩაშენებულია მართვის ახალი სენსორული ელემენტები და ინტუიციური კონტროლის ლოგიკა.
            Burmester® მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა მიიღეთ მეტი შესრულება და ექსკლუზიურობა ლეგენდარული Burmester® აუდიო სისტემით. მაღალი გარჩევადობის დინამიკები უზრუნველყოფენ პირველი კლასის ჟღერადობას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადართოთ აუდიო დინამიკები წინა და უკანა მგზავრებისთვის და ამით მიიღოთ კიდევ უფრო მეტად მკვეთრი ჟღერადობა. ხარისხი რომელსაც ვღებულებთ მისი სახელწოდებაა Burmester®.

            კომფორტული სავარძლები შორ მანძილზე მოგზაურობთ თუ სულ რამდენიმე წუთით, როდესაც საქმე ეხება კომფორტულ სავარძლებს, თქვენ არ გჭირდებათ კომპრომისზე წასვლა. ამიტომაც კომფორტული სავარძლები უკვე ხელმისაწვდომია ახალი A-კლასის სტანდარტულ კომპლექტაციაში.
            ინოვაციური გადამუშავებული მასალები შთამბეჭდავად მდგრადი: სტანდარტული ARTICO-ს ხელოვნური ტყავის/ქსოვილის გადასაკრავი მასალა, A-Class-ში, ცენტრალური სავარძელი და საზურგე დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული PET ბოთლებისგან.

            მაღალი გარჩევადობის დიდი მედია ეკრანი MBUX- ის მეორე თაობის ინოვაციური სისტემა უზრუნველყოფს, რომ A-Class-ის ინტერიერი გახდეს კიდევ უფრო მეტად ციფრული. გამოსცადეთ გაუმჯობესებული სტანდარტული 26 სმ (10.25 ინჩიანი) მედია ეკრანი. როდესაც მედია ეკრანი კომბინირებულია, უფრო დიდ ინსტრუმენტალურ ეკრანთან, თქვენ ღებულობთ ფართოეკრანიან მონაცემთა დაფას.
            სტანდარტული აღჭურვილობა აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
            - კომფორტული სავარძლები შავი ARTICO-ს ხელოვნური ტყავით/ბერტრიქსის ქსოვილის გარეკანით.
            - სავარძლების კომფორტის პაკეტი, მძღოლისა და წინა მგზავრისთვის სავარძლების მექანიკური რეგულირება 8 მიმართულებით
            - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ტყავში, მათ შორის სენსორული კონტროლით, საჭეზე განთავსებული სიჩქარის გადამრთველებით და ჩანართები ვერცხლისფერში.
            - MBUX მულტიმედიური სისტემა დამატებითი MBUX ფუნქციებით
            პროგრესული აღჭურვილობა აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
            - კომფორტული სავარძლები გარეკანის არჩევანით ARTICO ხელოვნური ტყავში / Bertrix შავი ქსოვილი ან ARTICO ბუნებრივი ტყავით / ნორვიჩის კრისტალური ნაცრისფერით / შავი ქსოვილში.
            - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ტყავში, მათ შორის სენსორული კონტროლით, საჭეზე განთავსებული სიჩქარის გადამრთველებით და ჩანართები ქრომში
            - ჩანართები მუქი ნახშირბადის ბოჭკო ვიზუალით
            - ჭერის სარჩული შავ ქსოვილში
            AMG-ის ხაზი აღჭურვილობის ხაზის ძირითადი მახასიათებლები:
            - სპორტული სავარძლები თავის მისაყრდენის სიმაღლეში რეგულირებით და სავარძლების გარეკანი ARTICO ხელოვნური ტყავისგან / MICROCUT შავი მიკრობოჭკოვანი კონტრასტული ზედა ნაკერით წითელში
            - მრავალფუნქციური სპორტული საჭე ნაპა ტყავში, ბრტყელი ქვედა ნაწილით, პერფორირებული საჭის არეში ვერცხლის ქრომირებული სიჩქარის გადამრთველებით
            - MICROCUT მიკრობოჭკოვანი ჩანართი
            - AMG სპორტული პედლების კლასტერი უჟანგავი ფოლადისაგან შავი რეზინის პროტექტორების წკირით
            აღჭურვილობა კომპაქტური A-Class-ის აღჭურვილობის მიმოხილვა
            შემდეგი
            წინა
              ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე უზარმაზარი პოტენციალი სპორტული მართვის სიამოვნებისთვის და უმაღლესი მართვის გამოცდილებისთვის: ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე გარდაქმნის თქვენს საქარე მინას საინტერესო ციფრულ სივრცედ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ მკაფიო ხედვა ძირითადი ინფორმაციის შესახებ. თქვენი მთელი ყურადღება რჩება გზაზე და თქვენს წინ მოძრაობაზე.

              დამატებითი ციფრული ოფციები დანამატებითი ციფრული ოფციებით და შესაბამისი Mercedes me აპლიკაციებით, შეგიძლიათ გამოსცადოთ დამატებითი კომფორტი, უსაფრთხოება, მართვის სიამოვნება და ციფრული მხარდაჭერა, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და პრაქტიკულ ფუნქციებს თქვენი მერსედესისთვის - როგორც, ავტომობილში, ასევე თქვენს სმარტ ტელეფონში.
              MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის საშუალებას გაძლევთ იპოვოთ გზა რთულ საგზაო სიტუაციებში, ის აერთიანებს ციფრულ სამყაროს რეალურთან. ტექნოლოგია მოიცავს გრაფიკული ნავიგაციის ინსტრუქციას და საგზაო ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია რეალურ გამოსახულებებში, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე სწრაფად, უსაფრთხოდ და სტრესის გარეშე.

              სმარტფონის ინტეგრაცია უსადენო დამუხტვა: უბრალოდ მოათავსეთ თავსებადი მოწყობილობა ცენტრალურ კონსოლში და დამუხტვა დაუყონებლივ დაიწყება. სმარტფონის ინტერგაციის შედეგად ხდება მისი ფუნქციონალის გაზიარება ეკრანთან. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სხვადსხვა ფუნქციები მომხმარებლის ინტერფეისის საშუალებით.

              პერსონალიზაცია პერსონალიზაციის გზით A-Class-ი ხდება თქვენზე მორგებული: დაიმახსოვრეთ და გააქტიურეთ პირდაპირ თქვენს პროფილში კონკრეტული პესონალიზირებული პარამეტრები, როგორიცაა ინტერიერის განათების ფერი, ან სავარძლის პოზიცია.
              მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები ადაპტირებადი მრავალსხივიანი დიოდური განათების (LED) ფარები ინდივიდუალურად კონტროლირებადი დიოდური ნათებით რეაგირებს იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა გზაზე. ნაწილობრივი მთავარი სხივი ბლოკავს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს იმგვარად, რომ მათ მხედველობას არ ექმნება დისკომფორტი. მოხვევის და კუთხის შუქები, ასევე სხვა განათების ფუნქციები, მხედველობის არეალს მაქსიმალურად ფარავს არსებული საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე.

              აქტიური დამუხრუჭების სისტემა სისტემა - მძღოლს ეხმარება თავიდან აიცილოს შეჯახება მოძრავ ან უძრავ სატრანსპორტო საშუალებებთან, ისევე როგორც მოხვევის დროს შემხვედრ მოძრაობასთან, ფეხით მოსიარულეებთან და ველოსიპედისტებთან. გარდა დაშორების და შეჯახების გაფრთხილებისა, სისტემა პირველ რიგში გვთავაზობს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულ დამუხრუჭების გეგმას გადაუდებელი გაჩერების ჩათვლით.

              პარკინგის პაკეტი 360°-იანი კამერით აუღელვებელი პარკირება და მანევრირება: დამატებითი 360°-იანი კამერა უზრუნველყოფს ხილვადობას ავტომობილის ირგვლივ ზედ ხედის ჩათვლით. ამ ფუნქციის გამოყენებით, თავისუფლად არის შესაძლებებლი წარმატებით გაუმკლავდეთ ვიწრო და მოუხერხებელ ავტომობილის გასაჩერებელ ადგილებს. აქტიური პარკირების სისტემა პარკტრონიკით გეხმარებათ როგორც, გასაჩერებელი ადგილის ძებნაში, ასევე საპარკინგე სივრცეში შესვლა/გასვლაში.

              ავტომობილის ზოლში მოძრაობის კონტროლის აქტიური სისტემა ავტომობილის ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ყურადღებიანი დამკვირვებელია: თუ უნებლიედ ტოვებთ თქვენს ზოლს, ან სახიფათოდ ახლოს ხართ სხვა საგზაო მოძრაობის ობიექტთან, სისტემა გაბრუნებთ თქვენს ზოლში საჭის ჩარევის დახმარებით. თუმცა, თუ თქვენ მაინც ტოვებთ მოძრაობის ზოლს, დამატებითი გამაფრთხილებელი სიგნალი ირთვება საჭის ვიბრაციის სახით.

              უხილავი ზონის აღქმის დამხმარე სისტემა უხილავი ზონის აღქმის დამხმარე სისტემა ახლოდან აღიქვამს არეალს, განსაკუთრებით, როგორც კი ჩართავთ მოხვევის მაჩვენებელს. სისტემა გაწვდით ვიზუალურ და ხმოვან გაფრთხილებას შესაძლო გვერდითი შეჯახების თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილესთან უხილავ ზონაში. მგზავრობის შემდეგ, სისტემა კვლავ აქტიური რჩება და გაფრთხილებთ, თუ რამდენად სწორ დროს აღებთ კარს.
              თერმოტრონიკის ავტომატური კლიმატ-კონტროლი თერმოტრონიკი აკონტროლებს ორივე ზონაში ტემპერატურას ცალ-ცალკე. თქვენ და თქვენს გევრდით წინა განყოფილებაში მჯდომ მგზავრს შეგიძლიათ ერთმანეთის დამოუკიდებლად მოირგოთ სასურველი კლიმატი. ასევე, არ საჭიროებს განმეორებით რეგულირებას, რადგან სენსორები აფიქსირებს, ისეთ ცვლილებასაც კი, როგორიცაა მაგალითად მზის შუქი.

              სავარძლის მორგების კომფორტ პაკეტი სავარძლის მორგების კომფორტ პაკეტი თავისი მრავალი რეგულირების ოფციით საშუალებას გაძლევთ მოირგოთ ოპტიმალური დასაჯდომი პოზიცია, იმგვარად, რომ ის ყოველთვის მორგებული იქნება თქვენს პირად მოთხოვნილებებს. სავარძლის გასაშლელი ბალიში სპეციალური დანამატია შედარებით მაღალი მძღოლებისთვის.
              ავტომობილის უგასაღებოდ მოხმარება ავტომობილის უგასაღებოდ მოხმარება გასაღები შეგიძლიათ ჯიბეში დაიტოვოთ, მისი ხელში დაჭერაც კი არ გჭირდებათ. ავტომობილს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი მფლობელი წინასწარ დამახსოვრებული წვდომისა და მართვის ავტორიზაციის მეშვეობით. საკმარისია, ხელი მოკიდოთ სახელურს - ის გაიღება, ავტომობილის უგასაღებოდ მოხმარება კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილებაა.

              ავტომობილის 360°-იანი დაცვის სისტემა ავტომობილის 360°-იანი დაცვის სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სრულყოფილ მონიტორინგს - მაგალითად: გაძლიერებული ძარცვის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის და ავტომობილის ბუქსირით გადაყვანისგან დაცვის სისტემით. ავტომობილის შიგნით მოძრაობა ააქტიურებს ვიზუალურ და აუდიო გამაფრთხილებელ სიგნალს, ციფრული დამატებები შეჯახების აღმოჩენის ფუნქცია ახდენს თქვენს ინფორმირებას აპლიკაციის საშუალებით.

              გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის იცავს მგზავრის გულ-მკერდის არეალს უკანა სავარძლებზე ძლიერი გვერდითი დაჯახების შემთხვევაში. სტანდარტული ფანჯრის მხარე უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ის გთავაზობთ ოპტიმალურ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომ ტრამვები თავიდან იქნას აცილებული, ან იყოს მაქსიმალურად შემცირებული.უსაფრთხოების ბალიშები განლაგებულია კარსა და მგზავრის განთავსების ადგილს შორის.

              დინამიკური მართვა დინამიკური მართვის სისტემის არჩევა გაძლევთ საშუალებას, რომ იმოძრაოთ ზუსტად ისე, როგორც გსურთ. ღილაკზე დაჭერით თქვენ გაქვთ სხვადასხვა მართვის რეჟიმები, რომელიც საზღვრავს ძრავის, გადაცემის, დაკიდების სისტემის და საჭის პარამეტრებს, მაგალითად: სპორტის რეჟიმის შემთხვევაში, გზაზე ხართ მკაფიო დინამიურ რეჟიმზე, ხოლო, ძირითადი „კომფორტის“ რეჟიმით მახასიათებლები ზედმიწევნით დაბალანსებულია. „ეკო“ რეჟიმი ორიენტირებულია ეფექტურობაზე, საწვავისა და თანხის დაზოგვაზე.
              MERCEDES-AMG Mercedes-AMG A-Class ჰეტჩბეკი Mercedes-AMG A-Class-ის მოდელები იდეალურად წარმოადგენენ Mercedes-AMG-ის სამყაროს, თავისი აბსოლუტურად მაქსიმალური მწარმოებლურობის შესრულებით.
              LeftRight

              ექსტერიერის დიზაინი

              ინტერიერის დიზაინი

              ექსტერიერის მიმოხილა

              Close X
              შემდეგი
              წინა
                AMG-ის წინა ნაწილი A 35 4MATIC დამახასიათებელი AMG-ის წინა ნაწილი AMG-ის სპეციფიური ცხაურით და განსაკუთრებული წინა საშხეფარით, გამოხატავს აბსოლუტურ დინამიკურობას მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაშია.
                AMG-ის წინა ნაწილი A4 5 S 4MATIC + გამორჩეული წინა საშხეფარით, AMG სპეციფიური ცხაურით და განიერი AMG-ის ფრთებით ქმნის განუმეორებელ კომბინაციას.
                კაპოტი AMG-ის ლოგოთი მაშინაც კი, როცა გაჩერებულია, ბრტყელი კაპოტი თავისი სპორტული ორი ამოზნექილი თაღოვანი ელემენტით ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიკურ ხასიათს. წინა მხარეს არსებული "AMG ლოგო" დამატებით უსვამს ხაზს მის ადგილს ტრადიციებით მდიდარ AMG ოჯახში
                A 35 4MATIC - 48.3 სმ (19-ინჩი) AMG-ის 5-მანიანი მსუბუქშენადნობიანი დისკით ახალი აეროდინამიკურად ოპტიმიზებული 48,3 სმ (19 ინჩიანი) AMG 5 მანიანი მსუბუქი შენადნობის დისკები შეღებილი გლუვ შავ ფერში ბზინვარე დისკის წიბოს რგოლით.
                A 45 S 4MATIC+ 48.3 სმ (19-ინჩის) AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თველები 48.3 სმ (19-ინჩი) AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები შეღებილი გლუვ შავ ფერში ბზინვარე დისკის წიბოს რგოლით.
                AMG-ის უკანა საშხეფარი AMG უკანა საშხეფარი სპეციფიური დიფუზორით და ოთხი ვერტიკალური ფირფიტით, მათ შორის მრგვალი გამოსაბოლქვი მილით მარცხნივ და მარჯვნივ, ანიჭებს A 35 4MATIC -ის სპორტულ ხასიათს და ამავდროულად დინამიკურ ელეგანტურობას
                AMG-ის უკანა საშხეფარი სპეციფიური დიფუზორის ვიზუალით A 45 S 4MATIC+ AMG უკანა საშხეფარი სპეციფიური დიფუზორის ვიზუალით და ოთხი ვერტიკალური ფირფიტით Mercedes-AMG A 45 S 4MATIC+ ზე არის გარანტი იმისა, რომ ის არ დარჩება შეუმჩნეველი.
                AMG Night Package თვალისმომჭრელი დიზაინის მახასიათებლები შავ და ძლიერი ბზინვარების შავ ფერში ხაზს უსვამს ავტომობილის ექსპრესიულ ხასიათს. ეს მოიცავს, წინა ბამპერის სპლიტერს, სარკის გარსაცმს და ღვედის ხაზებს, ისევე როგორც მუქად შეფერილი თბოიზოლაციის ფანჯრები B-სვეტიდან უკანა მიმართულებით.
                AMG Night Package II The AMG Night Package II შეიცავს დამატებით მაღალი ხარისხსი დიზაინის დეტალებს. რადიატორი ცხაურას მუქი დგარები, შავი ქრომირებული დეტალები წინა ფრთებზე და საბარგულის კარზე ავტომობილს კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდის.
                AMG-ის აეროდინამიკული პაკეტი The AMG-ის აეროდინამიკული პაკეტი შემუშავებულია ქარის გვირაბში, ის განაცხადია უკომპრომისო შესაძლებლობების. მოხსნადი ნაწილები და ფიქსირებული AMG უკანა სპოილერი ზრდის გზათან შეჭიდულობის ძალას და აუმჯობესებს ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვის მახასიათებლებს.

                ინტერიერის მიმოხილვა

                Close X
                შემდეგი
                წინა
                  საჭე AMG-ის შესრულებით ახალი AMG-ის შესრულებით საჭე საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ მართვის სიამოვნება ნებისმიერ დროს. ის სასიამოვნოა, არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ მთელი გამოცდილებით. AMG-ის საჭის ღილაკების მეშვეობით ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა.
                  MBUX მულტიმედიური სისტემა ინსტრუმენტთა კლასტერით და AMG-ს სპეციფიკური დისპლეის სტილით MBUX-ის სისტემა - სპორტული დიზაიანის და ინოვაციური მოქმედების კომბინაცია ასახულია მეორე თაობის MBUX-ის მულტიმედიურ სისტემაში. ინდივიდუალური AMG დიზაინის ეკრანი წარმოადგენს ავტომობილის დინამიკური ხასიათის ვიზუალურ რეპრეზენტაციას. სრული ციფრული ინსტრუმენტების კლასტერით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და აირჩიოთ სამი დინამიკური AMG-ის ეკრანის სტილიდან ერთ-ერთი.
                  სავარძლები AMG-ის შესრულებით იდეალური გვერდითი კონტროლით დინამიკური მართვის მანევრებისთვის შერწყმულია ესთეტიკასთან და კომფორტთან - არჩევითი AMG-ის შესრტულებით სავარძლები ARTICO-ს ხელოვნური ტყავით / MICROCUT-ის მიკრობოჭკოვანი გადასაკრავით თვალნათლივ უსვამს ხაზს ავტომობილის სარბოლო ხასიათს, აჩვენებს მის ფერებს და დამატებით აქცენტებს.
                  AMG-ის დიზაინის ალუმინის ჩანართები შავში/ვერცხლისფერში AMG-ის ჩანართით გაფორმება თქვენს ინტერიერს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს. ნარინჯისფერი ხაზს უსვამს AMG-ის სპეციალური მოდელის ექსპრესიულ ხასიათს,ხოლო AMG-ის მოდელის დიზაინი მთელ ყურადღებას იპყრობს ავტომობილის ინტერიერზე. ამავდროულად, ინტერიერის ჩანართები არის საგულდაგულოდ შემუშავებული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შესამჩნევი ნიშანი.
                  AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE - გარდაქმნის თქვენს ავტომობილს თქვენს საკუთარ ვირტუალური რბოლის ინჟინერად. წრე, სექტორი და აჩქარების დრო, დამატებით შერჩეული რეალური ტელემეტრიის მონაცემებით, შეგიძლიათ კონკრეტულად გაანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები სარბოლო ტრეკზე.
                  სავარძლების კლიმატ კონტროლის სისტემა სავარძლების კლიმატ კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს წინა სავარძლების ვენტილაციას და აგრილებს მათ, ასევე აკონტროლებს ტენიანობას. შედარებით გრილ ამინდში, სავარძლების გათბობის სისტემა სწრაფად აბრუნებს სავარძლის ბალიშებს და საზურგეებს სასიამოვნო ტემპერატურამდე.
                  AMG-ის კარის მნათი ზღურბლის პანელი AMG-ის წარწერით მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის კარის ზღურბლის ჩანართი მნათი AMG-ის წარწერით. ასევე შესაძლებელია კარის ზღურბლის პანელების შეცვლა Mercedes-AMG ან Mercedes-Benz წარწერებით.
                  AMG-ის ალუმინის ჩანართის დიზაინი AMG ალუმინის შავი და ვერცხლისფერი ჩანართი მიმზიდველი დიზაინის მახასიათებელია ინტერიერის ფერების აქცენტში, რომელიც დამახასიათებელია ბრენდისთვის. ისინი ხაზს უსვამენ ავტოსპორტთან კავშირს და აერთიანებს სპორტული სტილის ინტერიერთან.
                  AMG-ის ტყავის სალონის პაკეტი AMG ტყავის სპორტული სავარძლების კომპლექტი ანიჭებს ინტერიერს განსაკუთრებულ იერს და ღირებულებას, რაც ამავდროულად სასიამოვნოა შეხებისას. ღვედის გასწვრივ და ხელსაწყოთა პანელის ზედა ნაკერები, ალუმინის ჩანართის ელემენტებით ანიჭებს დამატებით შთაბეჭდილებას.
                  გამოსცადეთ ის გზაზე კომპაქტური A-Class-ის სატესტო მართვა. გამოგვიზავნეთ მოთხოვნა კომპაქტური A-Class-ის სატესტო მართვაზე და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.

                  Consumer Information

                  ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.