Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Selenite Grey
    Polar White
    Obsidian Black Metallic
    High-Tech Silver Metallic
    Emerald Green
    Sodalite Blue Metallic
    MANUFAKTUR Hyacinth Red Metallic
    MANUFAKTUR Alpine Grey Solid
    MANUFAKTUR Diamond White Bright
    Model GLE SUV
    საწყისი ფასი 250,100₾-დან
    ხელმისაწვდომი მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      GLE 450 4MATIC საწყისი ფასი 250,100₾-დან
      Mercedes-AMG GLE 53 4MATIC+ საწყისი ფასი 305,000₾-დან

      Mercedes-AMG

      Close X
      Mercedes-AMG GLE 53 4MATIC+ საწყისი ფასი 305,000₾-დან

      Mercedes-EQ

      Close X
      Strapline Content

      Mercedes-Maybach

      Close X
      Strapline Content
      * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
      ექსტერიერი GLE-ის ექსტერიერი ახალი GLE თქვენს გაოცებას იწვევს ექსტერიერის რამდენიმე დეტალით: წინა ოპტიმიზებული დიზაინი ახალი რადიატორის ცხაურით ხაზს უსვამს მის დინამიკურ SUV ხასიათს. შეგიძლიათ აირჩიოთ 22-ინჩიანი მსუბუქი შენადნობის თვლები და პანორამული ჭერი, რაც უზრუნველყოფს ერთი შეხედვითაც კი მართვის შეუდარებელ კომფორტს. ავტომობილი თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენს ასევე დახვეწილი დეტალებით: სალონის ფონური განათებით, ანიმირენული Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავებით, რომელიც კარების გაღების დროს ძირს გამოისახება პროექციის საუალებით.
      LeftRight

      სამოდელო რიგი და სტილი

      დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

      Close X
      შემდეგი
      წინა
        წინა ნაწილის ახალი დიზაინი გრანდიოზული ვიზუალი: GLE-ის წინა ნაწილი თამამად წარმოაჩენს მის ახალ იერს. AMG ხაზის ახალი დიზაინის რადიატორის ცხაურა Mercedes-Benz-ის ქრომირებული პატარა ვარსკვლავებით ქმნის GLE-ის გასაოცარ და ტიპიურ SUV ფორმას. ახალი ფორმის ჰაერგამწოვი მის ვიზუალს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ქმნის.
        22-ინჩიანი მსუბუქი შენადნობის თვლები კომფორტულად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე: მსუბუქი შენადნობის თვლების ფართო არჩევანი ახალი დიზაინით 48,3 სმ-დან (19 ინჩიდან) - 55,8 სმ-მდე (22 ინჩამდე) ავსებს GLE-ს სპორტულ, ელეგანტურ დიზაინს.
        პანორამული ჭერი ღია ცის ქვეშ ყოფნის შეგრძნება: სურვილის შემთხვევაში, ელექტრო რეგულირებადი პანორამული ჭერი უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს, როდესაც ღიაა. გახსნის სიმაღლე შეიძლება ავტომატურად დარეგულირდეს მიმდინარე სიჩქარეზე. დახურვის დროსაც კი, ის უზრუნველყოფს სასიამოვნო ნათელ გარემოს ინტერიერში.
        გარემომცველი პროექცია Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავებით ახალ GLE-ში ჩასხდომა და გადმოსვლა ყოველ ჯერზე განსაკუთრებულია. გარე განათება იყენებს დახვეწილ LCD ტექნოლოგიას და როდესაც კარი ღიაა პროექციის საშუალებით მიწაზე გამოსახავს Mercedes-Benz-ის ლოგოს და ანიმერებულ პატარა ვარსკვლავებს.
        უკანა მაშუქები ნათელი ინსპირაცია: ახალი დიზაინის ფარების გამორჩეული ხელწერა ორი ჰორიზონტალურად განთავსებული მაშუქით, რაც ხაზს უსვამს GLE-ის გასაოცარ SUV ხასიათს.
        მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები GLE-ის ადაპტური MULTIBEAM LED ფარები ანათებს ახალი დიზაინით და უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ინდივიდუალურად კონტროლირებადი LED-ების წყალობით. გარდა თბილი თეთრი განათების ხარისხისა, რომელიც სასიამოვნოა თვალისთვის, სისტემა შთამბეჭდავია მრავალი ჭკვიანი განათების ფუნქციით.
        Night პაკეტი ძირითადი მახასიათებლები:
        - ალმასისებრი ცხაურა მერსედეს-ბენცის პატარა ვარსკვლავებით, ინტეგრირებული მერსედესის ვარსკვლავი და ერთი სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურა, შეღებილი პრიალა შავში, ქრომირებული ჩანართით და შავი გარსით.
        - 50,8 სმ (20'') AMG 5- მსუბუქი შენადნობის თვლები, შეღებილი შავ ფერში მაღალი ბზინვარებით, დამატებითი AMG მსუბუქი შენადნობის თვლებით სურვილისამებრ 55,9 სმ-ით (22 ინჩით)
        - AMG წინა საშხეფარი სპორტული ჰაერის შემშვებით და მაღალი ბზინვარების შავ ფერში ჩანართებით
        - ჩანართები წინა ბამპერის ჰაერის შემშვებში მაღალი ბზინვარების შავ ფერში
        - AMG უკანა საშხეფარი დიფუზორის ჩანართით შავში და ჩანართების ფირფიტები მაღალი ბზინვარების შავ ფერში.
        - ექსტერიერის გვერდითი სარკის ხუფი შეღებილი მაღალი ბზინვარების შავ ფერში.
        - მქრქალი შავი ფერის სახურავის რელსები
        - თბოიზოლაციური მუქი შეფერილობის შუშა B-სვეტიდან უკან მიმართულებით
        ინტერიერი ახალი GLE-ის ინტერიერი ახალი GLE-ის ინტერიერი წარმოადგენს პირველი კლასის კომფორტს და მაღალი ხარისხის მასალები ქმნის ექსკლუზიურად სასიამოვნო გარემოს. აღჭურვილია ახალი სამმანიანი მრავალფუნქციური საჭით და უახლესი თაობის MBUX-ით, GLE გთავაზობთ შესანიშნავ საოპერაციო კომფორტს თითოეული მგზავრობისას.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          ახალი მრავალფუნქციური საჭე ტყავის ახალი მრავალფუნქციური საჭით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ავტომობილის ფუნქციების ფართო სპექტრი: ნავიგაცია, ტელეფონი, ან გასართობი სისტემები საჭიდან ხელის აღების გარეშე. ახალი ოპერაციული კონცეფცია და მოცულობითი სენსორული მართვის პანელები არა მხოლოდ დამაჯერებელია ფუნქციონალური თვალსაზრისით, არამედ იძლევა ვიზუალურად ძლიერ შთაბეჭდილებას.
          ცენტრალური კონსოლი ყოველთვის კონტროლის ქვეშაა: მაღალი ცენტრალური კონსოლი ორი ხელის მოსაკიდებლით წარმოადგენს გამოცდილების დადებით ელემენტს უგზობიის დროს მგზავრობისას. გარდა სრულყოფილი ერგონომიკისა, ტყავის გაშლილი ზედაპირი მდიდრულ შთაბეჭდილებას ახდენს. მულტიმედიური ფუნქციების კონტროლი შესაძლებელია ინტუიციურად, ინტეგრირებული სენსორული პანელის მეშვეობით.
          ინტერიერის ახალი ფერები ახალი GLE-ის ინტერიერი ბრწყინავს ახალ ორფეროვან ფერთა კომბინაციებში Catalan კრემისფერი/შავი და Bahia ყავისფერი/შავი. მაღალი ხარისხის სავაძლის გარსაცმი საშუალებას აძლევს ყველა მგზავრს ისარგებლოს ექსკლუზიური კომფორტით ყოველი მგზავრობისას.
          ინტერიერის ჩანართი GLE-ს ინტერიერში მდიდრული ვიზუალი ერწყმის პროგრესულ SUV-ის ხასიათს: მაგალითად, არჩევითი ახალი MANUFAKTUR-ის ჰაერის გარშემომდენი პრიალა შავი ხაზების ჩანართებით. დიზაინის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია: ახალი კუთხოვანი ჰაერის სავენტილაციო ჭრილები ქრომირებული ჟალუზებით.
          MBUX მულტიმედიური სისტემა უახლესი თაობის საინფორმაციო-გასართობი: MBUX მულტიმედიური სისტემა აღჭურვილია ახალი მომხმარებლის ინტერფეისით რაც GLE-ის ინტერიერს კიდევ უფრო ციფრულს და ინტელექტუალურს ხდის. ისიამოვნეთ კიდევ უფრო მეტი კომფორტით და მართეთ ხმით, შეხებით ან ჟესტებით.
          აღჭურვილობა GLE-ის აღჭურვილობის მიმოხილვა
          შემდეგი
          წინა
            ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე სპორტული მართვის სიამოვნების პერსპექტივა და შეუფერხებელი მართვის გამოცდილება: ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე თქვენს საქარე მინას აქცევს საინტერესო ციფრულ კაბინად. რაც ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ პირდაპირი ხედვა ძირითადი ინფორმაციაზე. თქვენი მთელი ყურადღება რჩება გზაზე და თქვენს წინ სატრანსპორტო სიტუაციაზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაარეგულიროთ ეკრანის სიმაღლე და განათება.
            ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია „ჰეი მერსედეს, გათიშე სინათლე სახლში!" - დაუკავშირეთ Smart Home სისტემა თქვენს GLE-ს და აკონტროლეთ ისეთი თავსებადი Smart Home პროდუქტები, როგორიცაა ტემპერატურა, განათება, ჟალუზები ან ელექტრო ტექნიკა. MBUX ხმოვანი ასისტენტით მისი განხორციელება მეტად მოსახერხებელია ხმის კონტროლის საშუალებით.

            MBUX აუგმენტური რეალობის ნავიგაცია MBUX აუგმენტური რეალობა აკავშირებს რეალურ სამყაროს ვირტუალურ სამყაროსთან და გიჩვენებთ უსაფრთხო გამოსავალს ყველაზე დამაბნეველ საგზაო სიტუაციებშიც კი. გრაფიკული ნავიგაცია და ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ ჩნდება წინა კამერის რეალურ გამოსახულებებში, რაც აადვილებს ორიენტაციას და მდებარეობის განსაზღვრას.
            უსადენო დატენვის სისტემა და სმარტფონის ინტეგრაცია სმარტფონის ინტეგრაცია აერთიანებს მობილურ ტელეფონს საინფორმაციო გასართობ სისტემასთან Apple CarPlay™ და Android Auto-ის საშუალებით. რაც გაძლევთ მარტივი წვდომის საშუალებას თქვენს სმარტფონში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან აპებზე. ასევე შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გამოიყენოთ აპები მესამე მხარის პროვაიდერებისგან, როგორიცაა Spotify. უსადენო დატენვის სისტემით წინა უჯრაში, ასევე შეგიძლიათ კომფორტულად დატენოთ თქვენი თავსებადი სმარტფონი მართვის დროს.
            USB პორტები თქვენ შეგიძლიათ სმარტფონის ან ტაბლეტის სწრაფი დამუხტვა - სულ ხუთი USB-C პორტით, თქვენ და თქვენს მგზავრებს მარტივად შეგიძლიათ მობილური მოწყობილობების დამუხტვა. სურვილისამებრ ორი დამატებითი USB პორტი უკანა მხარეს 100 ვატიანი დატენვის სიმძლავრით ხელმისაწვდომია დამატებითი ოფციის შეკვეთით.
            Burmester® მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა მოსმენის სიამოვნება ახალ განზომილებაში. გამოსცადეთ პირველი კლასის ჟღერადობა მაღალი ხარისხის Burmester® 3D ხმის სისტემით. 13 მაღალი ხარისხის დინამიკი და სისტემური 590 ვატიანი სიმძლავრე ქმნის შთამბეჭდავ ჟღერადობას, მათ შორის მრავალარხიანი ფორმატის მხარდაჭერა სუფთა ჟღერადობისთვის Dolby Atmos®-თან ერთად. შეგიძლიათ მოახდინოთ ოპტიმიზაცია წინა და უკანა სავარძლებისთვის, რომ გააძლიეროთ მოსმენის სიამოვნება.
            საგზაო ნიშნების დამხმარე სისტემა თვალს ადევნებს თქვენს მაგივრად: კამერისა და რუქის მონაცემების ჭკვიანი კავშირის წყალობით, Traffic Sign Assist-ს არა მხოლოდ შეუძლია აღმოაჩინოს სიჩქარის, გასწრების შეზღუდვები და ასევე, გიჩვენებთ როდის სრულდება მათი მოქმედების არეალი. ის ასევე აჩვენებს აკრძალვის შეზღუდვებს და გაფრთხილებთ გზებზე არასწორად შესვლის შესახებ მოძრაობის ნაკადის წინააღმდეგ.
            პარკირების პაკეტი 360°-იანი კამერით სისტემა დაგეხმარებათ პარკინგის ადგილის პოვნაში. Active Parking Assist-ისა და 360° კამერის დუეტი დაგეხმარებათ პარკირების, უკან დახევისა და მანევრირებისას. მას შეუძლია თავისუფალი პარკირების ადგილების აღმოჩენაც კი, როცა მანქანით მოძრაობთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია 360° კამერის წყალობით ყოველი კუთხიდან ვირტუალური ზედხედით სივრცის აღქმა.
            მართვის დამხმარე პაკეტი Plus უსაფრთხოდ გზაგზე ავტონომიური მართვის დროს: მართვის დამხმარე პაკეტი Plus გეხმარებათ სიტუაციის შესაბამისად სიჩქარის რეგულირებით, საჭით და შეჯახების რისკით. პაკეტში შედის მრავალი დამხმარე სისტემა, როგორიცაა Active Distance Assist DISTRONIC ან Active Tailback Assist. რამაც შეიძლება შეამციროს ავარიების რისკი და ეფექტურად დაიცვას მგზავრები და საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დანიშნულების ადგილს მშვიდად და უსაფრთხოდ
            მისაბმელის მანევრირების დამხმარე სისტემა დაზოგეთ დრო და ნერვები მანევრირებისას: Trailer Maneuvering Assist-ით, ნაკლებად გამოცდილ მძღოლებსაც კი, რომლებიც იშვიათად ატარებენ მისაბმელს, შეუძლიათ თავდაჯერებულად და მშვიდად მანევრირება უკანა მიმართულებითაც - თუნდაც რთულ სიტუაციებში.
            აქტიური დისტანციის დამხმარე სისტემა DISTRONIC აუცილებლად უნდა გამოსცადოთ Active Distance Assist DISTRONIC-ის კომფორტი საცობში. ის ავტომატურად ერგება წინ მიმავალი ავტომობილის სიჩქარეს. სასურველი უსაფრთხოების მანძილის დაყენება შესაძლებელია რამდენიმე ეტაპად. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მართვის დროს, თქვენ არ გჭირდებათ გამუდმებით დამუხრუჭება ან აჩქარება, თქვენს წინ არსებული მოძრაობის მიხედვით. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბევრად უფრო მშვიდი მგზავრობით.

            აქტიური დამუხრუჭების სისტემა მართვა პროგნოზირებადი და ინტელექტუალურია: Active Brake Assist დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უკანა მხრიდან მოძრავი ან უძრავი ავტომობილების შეჯახება, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევა ფეხით მოსიარულეებთან ან ველოსიპედისტებთან. გარდა მანძილისა და შეჯახების შესახებ გაფრთხილებისა, სისტემა უპირველეს ყოვლისა ასევე გთავაზობთ სიტუაციასთან დაკავშირებულ დამუხრუჭების დახმარებას - ავტონომიურ გადაუდებელ დამუხრუჭებამდე.
            ENERGIZING Package Plus დამშვიდებული და გამხნევებული: ENERGIZING Package Plus-ით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი მოთხოვნისამებრ, შეიძლება გაიზარდოს თქვენი ფიტნეს-უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამ მიზნით, სხვადასხვა კომფორტის ფუნქციები ინტელექტუალურად არის დაკავშირებული ქსელში და ინახება სხვადასხვა კომფორტის პროგრამაში. ამ გზით კლიმატი, ხმა, ფონური განათება, ჰაერის გამწმენდი და სავარძლების კომფორტი - მათ შორის მასაჟის ფუნქცია მრავალკონტურული სავარძლებში- ერთიანდება ჭკვიანი პროგრამების კომბინაციაში.
            ENERGIZING AIR CONTROL ღრმად ჩაისუნთქეთ და დაისვენეთ: ENERGIZING AIR CONTROL აკონტროლებს ჰაერის ხარისხს თქვენთვის, ჰაერის ხარისხისა და დახვეწილი სენსორების დახმარებით. ორსაფეხურიანი ფილტრის კონცეფცია საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაწილაკებს და სხვა ჰაერის დამაბინძურებლების დიდ ნაწილს. გაზომვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენი მერსედესი გონივრულად გადადის სუფთა ჰაერისა და ჰაერის რეცირკულაციის რეჟიმებს შორის.
            AIR-BALANCE Package AIR-BALANCE პაკეტი გთავაზობთ გასაოცარ შეგრძნებებს და ხელს უწყობს თქვენს კეთილდღეობას. თქვენ შეგიძლიათ მოუთმენლად ელოდოთ სურნელს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენი ავტომობილის ხასიათს და ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას სალონში. შეგიძლიათ ჩატვირთოთ სუნამოების გენერატორი სანივთე უჯრაში the Mercedes-Benz Customer Solutions-გან თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. სტანდარტულად, თქვენ გელოდებათ Mercedes-Benz SUV სუნამო "Forest Mood".
            სითბოს კომფორტ პაკეტი სასიამოვნო ატმოსფერო სალონში: Warmth Comfort Package აიყვანს ინტერიერის გარკვეულ ელემენტებს სწორ ტემპერატურამდე უმოკლეს დროში. სასიამოვნო სითბო გარშემორტყმულია ყველა მხრიდან - სავარძლები, ცენტრალური კონსოლის საყრდენები და წინა კარები, ასევე თბება ყველა კარების ცენტრალური პანელები.
            უკანა სავარძლების კომფორტის პაკეტი პლუსი ამ პაკეტით სავარძლების მეორე რიგი ხდება პირველი კლასის. თქვენი უკანა მგზავრები სარგებლობენ განსაკუთრებით კომფორტული მგზავრობით კომფორტული დამატებითი ოფციების წყალობით, როგორიცაა დაგრძელებული ცენტრალური საყრდენი და ცენტრალური კონსოლი. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ სხვადასხვა სათავსოები, კავშირები და პორტატული MBUX უკანა სავარძლის ტაბლეტზე. მდიდრული ცენტრალური საყრდენის წყალობით მაღალი ხარისხის გადასაკრავით თქვენს უკანა მგზავრებს შეუძლიათ კომფორტულად მიეყრდნონ სავარძელს. რბილი მასალით დამზადებული თავის საყრდენები დამატებითი ბალიშებით ხელს უწყობს თავის, კისრის და მხრების კომფორტს.
            PRE-SAFE® Impulse Side უსაფრთხოდ თქვენს გვერდით: PRE-SAFE® Impulse Side-ს შეუძლია მოგამზადოთ თქვენ და თქვენი წინა მგზავრი გვერდითი შეჯახებისთვის, უზრუნველყოფს მგზავრების ცენტრისკენ გადაწევა და ამით შეამციროს ტრავმის რისკი. სისტემას შეუძლია გადაგწიოს ავტოსაგაზგაო შემთხვევის მხრიდან მანქანის ცენტრისკენ. რამაც, შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს გვერდითი დარტყმის შემთხვევაში.
            ავტომობილის დაცვა - GUARD 360° უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სრულყოფილ მონიტორინგს. ქურდობის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის, ასევე სათადარიგო გასაღების დეაქტივაციის ფუნქციის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ სწრაფად იმოქმედოთ. Mercedes me-ის ავტოსაგზაო შემთხვევის გამოვლენის ფუნქცია ინფორმაციას გაწვდით აპლიკაციის საშუალებით.
            გვერდითი უსაფრთხოების ბალიში გვერდითი უსაფრთხოების ბალიში, იცავს უკან მჯდომი მგზავრის გულ-მკერდის არეს, უკანა სავარძლებზე ძლიერი გვერდითი შეჯახების შემთხვევაში. სტანდარტული ფანჯრის მხარე უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ის გთავაზობთ ოპტიმალურ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომ ტრამვები თავიდან იქნას აცილებული, ან იყოს მაქსიმალურად შემცირებული.უსაფრთხოების ბალიშები განლაგებულია კარსა და მგზავრის განთავსების ადგილს შორის.
            გამავლობის მართვის პროგრამა Off-Road Engineering Package -ით შეგიძლიათ დაარეგულიროთ როგორც ყველა თვლის ამძრავის მახასიათებლები, ისე დაკიდების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე. ტიპიური გამავლობის კომპონენტების წყალობით, როგორიცაა ცვლადი დაკიდების დონე, თქვენ იღებთ აქტიურ მხარდაჭერას გამავლობის რთულ სიტუაციებში. ეს გაძლევთ საშუალებას ადაპტირდეთ მაგ. ციცაბო დაღმართზე, ასევე უსწორმასწორო, ან მოლიპულ ზედაპირებზე.
            ძარის აქტიური ელქტრონული კონტროლი (E-ACTIVE BODY CONTROL) ინტელექტუალურ E-ACTIVE BODY CONTROL საკიდარს შეუძლია შეაფასოს სიჩქარე, დატვირთვა, მართვის სიტუაცია და დაარეგულიროს რხევის და დონის კონტროლი ცალ-ცალკე თითოეული თვლისთვის. მართვის შესანიშნავი კომფორტისთვის და გამორჩეული სტაბილურობისთვის - როგორც გზაზე, ისე გზის გარეთ, ასევე მშრალ, სველ ან მოლიპულ გზებზე.
            დიმანიკური მართვა შეესაბამება თქვენი მართვის სტილს. DYNAMIC SELECT-ით შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ თქვენი GLE-ის მართვის ქცევა ღილაკზე თითის დაჭერით. თქვენ იყენებთ მართვის რეჟიმებს ძრავის, ტრანსმისიის, დაკიდების ან საჭის მახასიათებლების გასაკონტროლებლად მართვის სიტუაციიდან გამომდინარე. მართვის რეჟიმები "Eco", "Comfort", "Sport", "Offroad" და "Individual" ხელმისაწვდომია GLE SUV-ში.
            სრული ამძრავი 4MATIC შთამბეჭდავი ეფექტის შესაქმნელად 4MATIC სრულიამძრავი იყენებს მძლავი ძრავების მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს. სისტემა რომელიც ყოველთვის აქტიურია, აუმჯობესებს წევას და მართვას განსაკუთრებულად რთულ საგზაო პირობებში. უსაფრთხოების ნამდვილი უპირატესობა სველ, თოვლიან და ყინულოვან პირობებში. ის ასევე, საიმედო საფუძველი სპორტული მართვის სიამოვნებისთვის.
            MERCEDES-AMG Mercedes-AMG GLE. ახალი დიზაინი პირველივე შეხედვისას აღძრავს გადაადგილების შეუზღუდავ სურვილს. სპორტულ ფორმას ქმნის არა მხოლოდ გამორჩეული წინა საშხეფარი AMG-ს სპეციფიკური რადიატორის ცხაურით და 55,9 სმ-მდე (22 ინჩი) ზომის თვლებით. AMG-სთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ფუნქციაა ლოგოს პროექცია, რომელიც მიწაზე გამოსახავს AMG ლოგოს წინა კარების გაღებისას. ახალი წინა მაშუქები უზრუნველყოფს, რომ მძღოლმა შეძლოს სიბნელეში დანახვა, ხოლო უკანა განათება უზრუნველყოფს Mercedes-AMG GLE-ს აღქმას.
            LeftRight

            ექსტერიერის დიზაინი

            ინტერიერის დიზაინი

            ექსტერიერის მიმოხილა

            Close X
            შემდეგი
            წინა
              ახალი AMG-ის წინა საშხეფარი (GLE 53 4MATIC+) თანმიმდევრული: ახალი AMG წინა საშხეფარი, AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურით, MULTIBEAM LED ფარები ახალი განათების უნიკალურობით, ასევე ახლად შექმნილი ჰაერის შემშვებები რეაქტიული ვერტმფრენის ფრთის დიზაინში, რომლებიც მოიცავს შავ ჩანართებს Night Package-ში.
              AMG-ის 5-მანიანი მსუბუქშენადნობიანი თვლებით (GLE 53 4MATIC+) ექსპრესიული: 53,3 სმ (21 ინჩიანი) AMG მსუბუქი შენადნობის თვლები, შეღებილი მქრქალ შავში, ხაზს უსვამს ინდივიდუალურ ფორმას.
              კაპოტი AMG-ის ლოგოთი (GLE 53 4MATIC+) AMG ლოგო, რომელიც ამშვენებს Mercedes-AMG GLE-ის კაპოტს, ხაზს უსვამს მის ლეგენდარულ წარმოშობას.
              AMG-სთვის დამახასიათებელი უკანა ნაწილი (GLE 53 4MATIC+) მძლავრი: ახალი უკანა განათება, AMG უკანა საშხეფარი და ცვლადი AMG Performance-ის გამონაბოლქვის სისტემა, როგორც წესი, ორი მრგვალი ორმაგი გამონაბოლქვის მილით, ხაზს უსვამს ავტომობილის სპორტულ ფორმას.
              ახალი AMG-ის წინა საშხეფარი (GLE 63 S 4MATIC+) ავლენს სიძლიერეს: AMG-ის წინა საშხეფარი AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურით, შავი ჰაერის შემშვებებით და MULTIBEAM LED ფარები ახალი განათების უნიკალურობით ხაზს უსვამს GLE 63 S 4MATIC+-ის სპორტულ ფორმას.
              AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები (GLE 63 S 4MATIC+) თანამედროვე ფორმისთვის: დახვეწეთ თქვენი ავტომობილი დეტალურად დამუშავებული 55,9 სმ (22 ინჩიანი) AMG-ის ჯვარედინი მანებით ნაჭედი თველები ნაცრისფერში. მასალების სპეციალური კომბინაცია უზრუნველყოფს ფილიგრანულ დიზაინს, დაბალ წონას და განსაკუთრებით მაღალ სიმტკიცეს.
              კაპოტი AMG-ის ლოგოთი (GLE 63 S 4MATIC+) ისტორიაში ჩაფლული: კაპოტზე განთავსებული AMG ემბლემა ნათლად მიუთითებს AMG-ის ოჯახის წევრობაზე.
              AMG-ის სპეციფიური უკანა ნაწილი (GLE 63 S 4MATIC+) გამოკვეთილი სიგანე: AMG უკანა საშხეფარი დიფუზორით, სპოილერის ტუჩით და გარედან გოფრირებული AMG-ის ტრაპეციული ორმაგი გამოსაბოლქვი მილით, AMG-ის შესრულებით რეგულირებადი გამოსაბოლქვი სისტემა, GLE 63 S 4MATIC+-სთვის ყველაზე თვალსაჩინო დამახასიათებელი ნიშანია.
              AMG Night Package AMG Night Package-ით, შერჩეული ექსტერიერის ელემენტები შესრულებულია მაღალი სიპრიალის შავ ფერში. ეს იწვევს ძლიერ კონტრასტებს ან გლუვ გადასვლებს, რაც დამოკიდებულია არჩეული საღებავის ფერზე. ამაღელვებელი შტრიხები ან თავდაჯერებული თავშეკავება: ორივე შემთხვევაში თქვენ აჩვენებთ თქვენს დამოკიდებულებას ინდივიდუალური, დინამიკური დიზაინისადმი.
              55.9 სმ (22-ინჩი) AMG ჯვარედინი მანებით ნაჭედი თვლები შეუთავსეთ ექსკლუზიური დიზაინი მოტოსპორტის ტექნოლოგიას და გახადეთ თქვენი ავტმობილი სრულყოფილი დახვეწილი AMG-ის წარმოების ნაჭედი თვლებით. მასალის სპეციალური თვისებები იძლევა ფილიგრანულ დიზაინს და ამავდროულად უზრუნველყოფს დაბალ წონას განსაკუთრებით მაღალი სიმტკიცით, რაც კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას.
              ფონური განათება AMG ლოგოს ანიმაციური პროექციით ფუნქცია, რომელიც ერგება თქვენს ემოციებს. ფონური განათება აქცევს თქვენი Mercedes-AMG-ის ინერიერის ზონას მომხიბვლელად: როდესაც წინა და უკანა კარები ღიაა, პროექციის საშუალებით მიწაზე გამოსახავს Mercedes-Benz-ის ლოგოს

              ინტერიერის მიმოხილვა

              Close X
              შემდეგი
              წინა
                ახალი საჭე იდეალური კავშირი მძღოლსა და ავტომობილს შორის: მდიდრული მასალები - როგორიცაა ნაპა ტყავი და საჭე ბრტყელი დაბოლოებით ახასიათებს ახალ საჭეს AMG-ის შესრულებით. AMG საჭის ღილაკებით შეგიძლიათ პირდაპირ მართოთ AMG მართვის სტანდარტული რეჟიმები და სხვა AMG ფუნქციები.
                ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა AMG-სთვის დამახასიათებელი ეკრანის სტილით ინტუიციურად სპორტული: ინსტრუმენტთა კლასტერი ფართოეკრანიან მონაცემთა დაფაზე აჩვენებს AMG-სთვის დამახასიათებელ კონტენტს, როგორიცაა სტანდარტული TRACK PACE და AMG start-up მენიუ, ყველაფერი ერგება თქვენს ინდივიდუალურ სტილს: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადართოთ ეკრანის რამდენიმე სტილს შორის - მათ შორის AMG-სთვის დამახასიათებელ " სუპერსპორტზე".

                Burmester® მოცულობითი ხმის სისტემა გამოსცადეთ მეტი ხარისხი და ექსკლუზიურობა ლეგენდარული Burmester მოცულობითი ხმის სისტემით. მაღალი ხარისხის დინამიკები გამოსცემს პირველი კლასის ჟღერადობას. სტანდარტული Burmester® Surround ხმის სისტემა შეიძლება მორგებული იყოს პირად პრეფერენციებზე ხმის პერსონალიზებით, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მკვეთრ ჟღერადობას.
                პანორამული ჭერი როგორც ღია, ასევე დახურულ მდგომარეობაში, პანორამული ჭერი გაძლევთ თავისუფლების განცდას და ინტერიერს ანიჭებს ნათელ და სასიამოვნო ატმოსფეროს. გარედან დათვალიერებისას, პანორამული ჭერი ასევე ქმნის უნიკალურ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რადგან ის ექსტერიერს ანიჭებს სიმსუბუქეს და ექსკლუზიურობას.
                კლიმატიზირებული AMG სპორტული სავარძლები მძღოლისა და წინა მგზავრისთვის ასე გამოიყურება სპორტული კომფორტი: კლიმატიზირებული AMG სპორტული სავარძლები მეხსიერების პაკეტით გადააქცევს ყოველ მგზავრობას დასვენების დროდ. ამას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ოპტიმიზებული გვერდითი საყრდენი, არამედ სავარძლის გადასაკრავის ისეთი მდიდრული მასალებით, როგორიცაა AMG nappa ტყავი ან AMG Exclusive nappa ტყავი. AMG-ს სპეციფიკური სავარძლების განლაგება და AMG ლოგო სავარძლების საზურგეებში კიდევ უფრო მეტ სტილს მატებს ინტერიერს.
                განათებული AMG კარის ზღურბლის პანელები ავტომობილში ჩასხდომა და გადმოსვლაც კი ერთგვარი გამოცდილებაა. მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის კარის ზღურბლის პანელები განათებულია "AMG" წარწერით. შემცვლელი ხუფის მეშვეობით, შეგიძლიათ შეცვალოთ კარის ზღურბლის პანელები სხვა მიმზიდველი ორიგინალი ნაწილებით Mercedes-AMG ან Mercedes-Benz-ის ვიზუალით.
                AMG-ის ნახშირბადის ბოჭკოვანი ჩანართები მაღალტექნოლოგიური მასალა მოტოსპორტის სამყაროდან ქმნის ნათელ აქცენტებს თქვენი ავტომობილის ინტერიერში. მისი ტიპიური ზედაპირის სტრუქტურა ხაზს უსვამს ავტომობილის ხასიათს და ტექნოლოგიურ სტანდარტს. თავისი მაღალი ხარისხის ფორმით და საგულდაგულოდ შესრულების ხარისხით, ჩანართები მთელ ინტერიერს ანიჭებს სპორტულ პრემიუმ ატმოსფეროს.
                AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE გარდაქმნის თქვენს ავტომობილს ვირტუალურ რბოლის ინჟინერად. წრეების, სექტორისა და აჩქარების დროების, დამატებით შერჩეული მოძრავი ტელემეტრიის მონაცემების დახმარებით, შეგიძლიათ მიზანმიმართულად იმუშაოთ, რომ გააანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები დახურულ სარბოლო ტრეკებზე.

                საჭე AMG-ის შესრულებით ნაპა ტყავით/MICROCUT მიკრობოჭკოთი ამ AMG-ის საჭეზე, რბილი ნაპა ტყავით ერწმის MICROCUT მიკრობოჭკოვან სტრუქტურას - რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ მოჭიდებას გზაზე და მართვის ზუსტ კონტროლს. AMG ბრტყელი ფორმა აღებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტუიციურ მარტივ მოხმარებას და ხელს უწყობს კონცენტრირებულ მართვას.
                საჭე AMG-ის შესრულებით ნახშირბადის ბოჭკოთი / MICROCUT მიკრობოჭკოთი ამ AMG-ის საჭეზე, ნახშირბადის ბოჭკოს დიზაინი ერწყმის MICROCUT მიკრობოჭკოვან სტრუქტურას - რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ მოჭიდებას გზაზე და მართვის ზუსტ კონტროლს. AMG ბრტყელი ფორმა აღებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტუიციურ მარტივ მოხმარებას და ხელს უწყობს კონცენტრირებულ მართვას.
                AMG-სის ექსკლუზიური სტილის გადასაკრავი ნაპა ტყავით ისიამოვნეთ ფანტასტიკური გარემოთი დახვეწილი ნაპა ტყავით. AMG ექსკლუზიური ნაპა ტყავის გადასაკრავი ფარავს ხელსაწყოთა პანელის ზედა ნაწილს, ცენტრალურ ხელის დასადებს. მაგალითად, მაღალი ხარისხის დეტალებისადმი გატაცება ასევე აისახება - AMG-სთვის დამახასიათებელ დიზაინის სავარძლებში განსაზღვრული პერფორაციებით.
                მოგვწერეთ, შეავსეთ მოცემული ფორმა GLE SUV თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი GLE SUV-ის შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

                Consumer Information

                ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.