Intro
Models
Exterior
Interior
Technology
Equipment Lines
Contact Us
მოდელი SL Roadster
საწყისი ფასი 515,450₾-დან
მოდელები
LeftRight

Mercedes-Benz

Close X
Mercedes-AMG SL 63 4MATIC+ საწყისი ფასი 515,450₾-დან

Mercedes-AMG

Close X
Mercedes-AMG SL 63 4MATIC+ საწყისი ფასი 515,450₾-დან

Mercedes-EQ

Close X
Strapline Content

Mercedes-Maybach

Close X
Strapline Content
* მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
ექსტერიერი Mercedes-AMG SL Roadster-ის ექსტერიერის აღჭურვილობა ავტომობილის დიზაინი, ემოციებისა და დინამიკის გამოცდილების საუკეთესო შესაძლებლობაა. როდსტერის სიმბოლო ბრუნდება - უფრო სპორტული, ვიდრე ოდესმე.
LeftRight

სამოდელო რიგი და სტილი

დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

Close X
შემდეგი
წინა
    AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურა AMG-ს თვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურა ხაზს უსვამს წინა ნაწილის სიგანის ეფექტს და თავისი 14 ვერტიკალური დანაყოფებით, რომელიც განასახიერებს ყველა SL მოდელის წინამორბედს - 1952 წლის ლეგენდარულ 300 SL სარბოლო სპორტულ ავტომობილს. ასევე სხვა გამორჩეული დიზაინის ელემენტებია თხელი, მკვეთრად გამოკვეთილი ციფრული შუქდიოდური მაშუქები.
    ნაჭრის რბილი სახურავი 3-ფენიანი ქსოვილის ზედა ნაწილი თქვენს ავტომობილში მზის შუქს რამდენიმე წამში უშვებს - ან გიცავთ ქარში და ამინდის სხვადსახვა პირობებში. სახურავი ელეგანტურად ერწყმის ავტომობილის სილუეტს და შთაბეჭდილებას ახდენს სითბოს და ხმაურის კომფორტის ძალიან მაღალი დონით. 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობის დროსაც კი რბილი სახურავი შეგიძლიათ ელექტრონულად გააღოთ და დახუროთ.
    ციფრული განათება პროექციის ფუნქციით ციფრული მაშუქებით თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ შესანიშნავი განათების პირობები, რომელიც მუდმივად ადაპტირდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებზე და მათ ორგვლივ. გარდა ამისა, DIGITAL LIGHT შთაბეჭდილებას ახდენს პროექციის ფუნქციებით.
    AMG წარწერის განათება ლოგოს ინოვაციური პროექტორის წყალობით, თქვენი ავტომობილი ნებისმიერ ზედაპირს ანიჭებს ნამდვილ სარბოლო სტილს. პროექტორი, რომელიც დამონტაჟებულია გვერდით გარსშემომდენებში, ასფალტზე გამოსახავს "AMG"-ის წარწერას იმისთვის, რომ ჩასხდომამდე შეუქმნას თქვენ და თქვენს მგზავრებს კარგი განწყობა. აბსოლუტური თვალისმომჭრელი ფუნქცია განსაკუთრებით მიმზიდველია ღამით და სიბნელეში.
    AMG Night Package AMG Night Package-ით, ექსტერიერის შერჩეული ელემენტები შესრულებულია მაღალი ბზინვარების შავ ფერში, როგორიცაა წინა ბამპერის ქვედა სპლიტერი, გვერდითი ქვედა ზღურბლის სადების ჩანართი, სარკის გარსაცმი და ჩანართის ელემენტი უკანა დიფუზორზე. ასევე მუქი ფერის გამოსაბოლქვი მილის მაყუჩების ჩანართები. არჩეული საღებავის ფერიდან გამომდინარე, ის იწვევს მკვეთრ კონტრასტებს ან გარდამავალ გადასვლებს.
    ინტერიერი Mercedes-AMG SL Roadster-ის ინტერიერის აღჭურვილობა სპორტული თუ მდიდრული? ნებისმიერ შემთხვევაში, ინტენსიური - თქვენ მაქსიმალურად ჩაეფლობით Mercedes-AMG SL Roadster-ის სამყაროში.
    LeftRight

    სამოდელო რიგი და სტილი

    დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

    Close X
    შემდეგი
    წინა
      მთავარი დისპლეი ეკრანის დაიგონალით 11.9-დუიმი ცენტრალურ კონსოლზე ცალკე განთავსებული ცენტრალური ეკრანი წარმოადგენს კონტროლის მთავარ დომინანტს ნავიგაციისთვის, MBUX ფუნქციების ან ავტომატური კლიმატის კონტროლისთვის. იმისათვის, რომ სახურავის ღია მდგომარეობაში ყოფნის დროს, თავიდან იქნას აცილებული სინათლის არეკვლა გამოწვეული მზის სხივებით, სენსორული ეკრანის დახრილობა შეიძლება ელექტრონულად დარეგულირდეს 12°-დან 32°-მდე.
      საჭე AMG-ის შესრულებით ნახშირბადის ბოჭკოვანი დიზაინით / DINAMICA მიკროფიბერი AMG-ის საჭეზე მაღალი ხარისხის ნახშირბადის ბოჭკო შერწყმულია DINAMICA მიკრობოჭკოსთან, რომელიც უზრუნველყოფს საჭის კარგ ჩაჭიდებას - ვიზუალურ და ჰაპტიკურ მახასიათებელს. დამახასიათებელი AMG ბრტყელი ფორმა ადაპტირებულია მოტოსპორტიდან და ხაზს უსვამს კაბინის სპორტულობას. ერგონომიულად განლაგებული სენსორული მართვის პანელები უზრუნველყოფენ ინტუიციურ მოხმარებას და უზრუნველყოფენ კონცენტრირებულ მართვას.
      AMG საჭის ღილაკები AMG საჭის ღილაკები იძლევა სწრაფ და გარანტირებულ კონტროლს კონკრეტული დინამიკური მართვის ფუნქციებზე. ორიენტირებული და კონცენტრირებული მართვის შეგრძნების გამოსაცდელად - და კაბინაში სარბოლო ავტომობილისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროსთვის. ფუნქციურად თავისუფლად მინიჭებული AMG ფუნქცია - მაგალითად: AMG DYNAMIC SELECT მართვის პროგრამების არჩევისთვის და არჩეული მიმდინარე პროგრამის საჩვენებლად.
      სავარძლები AMG შესრულებით სავარძლები განსაკუთრებულად სპორტული განლაგებით კარგი საფუძველია მანევრირების მაქსიმალური უპირატესობისთვის. გამოკვეთილად კონტურული ფორმა ინტეგრირებული თავის მისადებით აერთიანებს იდეალურ გვერდით საყრდენს და ამავდროულად დინამიკურ დიზაინს.
      MANUFAKTUR-ის ჩანართის ელემენტები ქრომირებულ შავ ფერშიrome ჩანართები თქვენს ინტერიერს ინდივიდუალურ იერს აძლევს. ის ჰარმონიულად ერწყმის და ასევე ქმნის საინტერესო კონტრასტებს. გამოკვეთს და ხაზს უსვამს ინტერიერის დიზაინს. ამავდროულად, ჩანართი არის ზედმიწევნით შემუშავებული პრემიუმ პროდუქტის მუდმივი ატრიბუტი.
      აღჭურვილობა Mercedes-AMG SL Roadster-ის აღჭურვილობის მიმოხილვა
      შემდეგი
      წინა
        MBUX-ის აუგმენტური რეალობის ნავიგაცია იმისთვის, რომ შეძლოთ გზის პოვნა რთულ საგზაო სიტუაციებში, MBUX-ის აუგმენტური რეალობის ნავიგაცია აკავშირებს ვირტუალურ სამყაროს რეალურთან. ტექნოლოგია აერთიანებს გრაფიკული ნავიგაციის ინსტრუქციას და საგზაო ინფრომაციას რეალურ გამოსახულებებში. შეგიძლიათ სწრაფად, სტრესის გარეშე და უსაფრთხოდ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.
        MBUX-ის ხმის ასისტენტი აღმოაჩინეთ ჭკვიანი MBUX-ის ხმოვანი ასისტენტის უპირატესობები - ფიქსირებული ბრძანებების საჭიროება არ არის. საკვანძო სიტყვით "Hey Mercedes" თქვენ ააქტიურებთ ხმოვან ბრძანებას და შეგიძლიათ დაამატოთ კონკრეტული მოთხოვნა, მაგალითად ნავიგაციისთვის, ავტომატური კლიმატ კონტროლისთვის ან რადიოსადგურის გადართვის თაობაზე.
        AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE - გარდაქმნის თქვენს ავტომობილს თქვენს საკუთარ ვირტუალური რბოლის ინჟინერად. წრე, სექტორი და აჩქარების დრო, დამატებით შერჩეული რეალური ტელემეტრიის მონაცემებით, შეგიძლიათ კონკრეტულად გაანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები სარბოლო ტრეკზე.
        ჰაერის ნაკადის კონტროლი ისუნთქეთ თავისუფლად: ENERGIZING AIR CONTROL აკონტროლებს ჰაერის ხარისხს, დაბინძურების და წვრილი მტვრის აღმომჩენი სენსორების დახმარებით. ორსაფეხურიანი ფილტრის კონცეფცია საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაწილაკებს და სხვა ჰაერის დამაბინძურებლების დიდ ნაწილს. გაზომვის ხარისხიდან გამომდინარე, თქვენი მერსედესი მოქნილად გადადის სუფთა ჰაერისა და ჰაერის რეცირკულაციის რეჟიმს შორის.
        უკანა ღერძის მოხვევა უკანა ღერძის მოხვევა 2,5°-მდე კუთხით ზრდის მანევრულობას და მართვის სიამოვნებას, განსაკუთრებით მოსახვევში სწრაფი მოხვევის დროს. 100 კმ/სთ-მდე უკანა ღერძი უხვევს საპირისპირო მიმართულებით და პრაქტიკულად ამცირებს თვლების ბაზას. 100 კმ/სთ სიჩქარიდან ის უხვევს იგივე მიმართულებით და ამით პრაქტიკულად აგრძელებს თვლების ბაზას, რაც უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს.
        Mercedes-AMG-ის 4.0-ლიტრი მოცულობის V8 ტიპის ბიტურბო ძრავა კიდევ უფრო განვითარებული 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა Mercedes-AMG-ისგან შთამბეჭდავია გამომავალი სიმძლავრით ორივე დონეზე, მისი ფეთქებადი სიმძლავრის მიწოდებით, რეგულირებად სიმძლავრესთან ერთად. გამოყენებულია მრავალი მაღალტექნოლოგიური კომპონენტი და მასალები საავტომობილო რბოლიდან.
        ENERGIZING პაკეტი ENERGIZING პაკეტი უზრუნველყოფს თქვენს მხარდაჭერას კომფორტის პროგრამების საშუალებით. ათ წუთიანი პროგრამები აკონტროლებენ ჰაერის კონდიცირებას, გარემო განათებას, მუსიკას და სავარძლების ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა მასაჟი ან გათბობა/ვენტილაცია. თუ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს თქვენი კონცენტრაციის გავლენა ხანგრძლივი მგზავრობის დროს ნამდვილად გამოიწვევს თქვენს გაოცებას.
        დიზაინის აღჭურვილობის ხაზები შექმენით თქვენი პერსონალური Mercedes-AMG SL Roadster. კიდევ უფრო გაუმჯობესებული: ელეგანტურობის ან დინამიკისკენ. ახალი Mercedes-AMG SL Roadster-ისთვის საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის მინიჭების ვარიანტები პრაქტიკულად შეუზღუდავია.
        LeftRight

        ექსტერიერის დიზაინი

        Close X
        Left Right

        ინტერიერის დიზაინი

        ექსტერიერის მიმოხილა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          AMG Night Package AMG Night პაკეტით, ექსტერიერის შერჩეული ელემენტები შესრულებულია მაღალი ბზინვარების შავ ფერში, როგორიცაა წინა სპლიტერი, ჩანართის ზოლი გვერდითა რაფის პანელებში, სარკის საფარები და ჩანართი ელემენტი უკანა დიფუზორში. გარდა ამისა, გამოსაბოლქვი მილის მუქი ჩანართები. არჩეული საღებავის ფერიდან გამომდინარე, იწვევს მკვეთრ კონტრასტებს ან გარდამავალ გადასვლებს.
          AMG Night Package II AMG Night Package II ასევე მოიცავს დამატებით ელემენტებს შავ ქრომში, მათ შორის რადიატორის ცხაურს, SL-ის წარწერას და მერსედესის ვარსკვლავს უკანა მხარეს.
          AMG-ის ექსტერიერის ქრომირებული პაკეტი AMG Chrome პაკეტით, თქვენი ავტომობილი გამოიყურება განსაკუთრებით ელეგანტურად. მაღალი ბზინვარების ქრომის დამატებითი ელემენტები ხაზს უსვამს ელეგანტურობას და ქმნის კონტრასტულ ან დამატებით მახასიათებლებს ავტომობილის ფერიდან გამომდინარე.
          AMG-ის ექსტერიერის ნახშირბადის ბოჭკოვანი პაკეტი აქცენტი კეთდება თქვენი ავტომობილის დინამიზმზე რასაც განაპირობებს მოტოსპორტის სფეროდან აღებული მაღალტექნოლოგიური მასალები: ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული ნაწილები თქვენი ავტომობილის ექტერიერს ნებისმიერი კუთხიდან დანახვისას შესძენს ახალ იერს და ხაზს გაუსვამს Mercedes-AMG-ის შესრულების მისწრაფებებს.
          AMG-ის აეროდინამიკის პაკეტი მიიღეთ მაქსიმუმი თქვენი ავტომობილისგან: AMG აეროდინამიკის პაკეტით, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ ავტომობილის დიზაინს და ისარგებლოთ გაუმჯობესებული მართვის მახასიათებლებით. უფრო დიდი დიფუზორი და დეფლექტორები ზრდის მიმჭერ ძალას წინ და უკან მაღალ სიჩქარეზე. გარდა ამისა, აღნიშნული კომპონენტები ხაზს უსვამენ სპორტულ გარეგნობას.

          ინტერიერის მიმოხილვა

          Close X
          Strapline Content
          მოგვწერეთ, შეავსეთ მოცემული ფორმა Mercedes-AMG SL Roadster თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი Mercedes-AMG SL Roadster-ის შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

          Consumer Information

          ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.