Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Polar White
    Black
    Spectral Blue Metallic
    High Tech Silver Metallic
    Graphite Grey Metallic
    Obsidian Black Metallic
    MANUFAKTUR Graphite Gray Magno
    MANUFAKTUR Alpine Gray
    MANUFAKTUR Patagonia Red Metallic
    MANUFAKTUR Opalite White Bright
    მოდელი CLE Coupé
    საწყისი ფასი 164,700₾-დან
    მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      CLE 200 Coupé საწყისი ფასი 164,700₾-დან

      CLE 300 4MATIC Coupé საწყისი ფასი 176,900₾-და

      Mercedes-AMG

      Close X
      Strapline Content

      Mercedes-EQ

      Close X
      Strapline Content

      Mercedes-Maybach

      Close X
      Strapline Content
      * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
      ექსტერიერი CLE Coupé-ს ექსტერიერი პროგრესული სპორტულობა გამოიხატება ხაზის სასით, რომელიც მიედინება თვალისმომჭრელი კაპოტის წინა ნაწილიდან მძლავრი უკანა ნაწილისკენ. ელეგანტურ გარეგნობას ავსებს ისეთი კაშკაშა მაშუქები როგორიცაა ჭკვიანი ციფრული განათება, ორად გაყოფილი მაშუქები და ქრომირებული ჩანართის ელემენტები.
      LeftRight

      სამოდელო რიგი და სტილი

      დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

      Close X
      შემდეგი
      წინა
        წინა ნაწილის პროგრესული დიზაინი შესანიშნავი ბალანსი ძლიერ სპორტულ სტილსა და კლასიკურ ელეგანტურობას შორის თავიდანვე იპყრობს ყურადღებას. სპორტული „ზვიგენის ცხვირი“ თანდატან იხრები წინ, რომელსაც თან ახლავს დაბალი დაყენებული რადიატორის ცხაურა A-ფორმის ჩარჩოებით და სამგანზომილებიანი Mercedes-Benz-ის ქრომირებული ნიმუშით.
        ციფრული მაშუქები განათება ადაპტირებულია მართვის სიტუაციაზე მშვიდ და უსაფრთხო მართვისთვის:DIGITAL LIGHT მუდმივად ადაპტირებს თქვენთვის გზის განათებას განათების პირობებთან, მოძრაობის მდგომარეობასთან, გზის მიმართულებასა და ამინდთან. HD სისტემა მუშაობს როგორც პროექტორი და ზუსტად ითვლის განათებას ბოლო პიქსელამდე.
        იდეალურად შესრულებული უკანა ნაწილი მძლავრი ფორმები თანხვედრაშია ბრწყინვალე დეტალებთან - დაკუნთული, ახალი უკანა დიზაინი იდეალურად ანათებს და ფორმირდება თანამედროვე უკანა მაშუქებით, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს შავი პრიალა ჩანართი.

        ექსპრესიული: კაპოტი ორი ამოზნექილი დეტალით. ექსპრესიული წინა ნაწილი შთაბეჭდილებას ახდენს კაპოტზე ამოზნექილი მძლავრი დეტალებით, რაც ქმნის სპორტულ და გამორჩეულ საერთო სურათს.
        მიმზიდველი: კარები ჩარჩოს გარეშე. ძარის მაღალი სარტყლის ხაზის, ჩარჩოს გარეშე კარებისა და დაბალი გვერდითი ფანჯრების კომბინაცია მაცდურად ხაზს უსვამს კუპეს სპორტულ ხასიათს. ესთეტიკური დეტალები, როგორიცაა მაღალი ხარისხის ქრომის ზოლები და კარის სვეტზე დამაგრებული გარე სარკეები სრულყოფილად ავსებს საერთო იერსახეს.
        მძლავრი შესრულება ტოვებს დინამიკურ შთაბეჭდილებას: ფრთების კუნთოვანი დიზაინი ხაზს უსვამს კუპესთვის ტიპურ სპორტულ გარეგნობას გვერდიდან, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო ინდივიდუალური იყოს სტანდარტული 45.7 სმ (18") 50.8 სმ (20") მსუბუქი შენადნობის თვლების ექსკლუზიური შერჩევით.
        ინტერიერი CLE Coupé-ს ინტერიერი ინტერიერში სპორტულობა ერწყმის კომფორტს. განიტვირთეთ 7 ზონიანი მასაჟის ფუნქციით მრავალკონტურულ სავარძლებში ან ისიამოვნეთ პრემიუმ კლაისის Burmester® 3D მოცულობითი აუდიო სისტემის ჟღერადობით. განიცადეთ რევოლუცია სალონში უახლესი თაობის MBUX-ით. ინსტრუმენტთა პანელის ახალი დიზაინი, სტანდარტული AVANTGARDE ან AMG ხაზი და ფონური განათება ავსებს საერთო სურათს.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          მაჩვენებელთა დაფის ახალი დიზაინი პროგრესული, სპორტული და ინტუიციური. 31.2 სმ (12.3") მძღოლის ციფრული დისპლეით და სხვადასხვა დისპლეისი სტილით, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი. შესანიშნავი სენსორული მართვის კონტროლით, მაღალი გარჩევადობის 30.2 სმ (11.9 ინჩი) ცენტრალური დისპლეი დახრილი მძღოლისკენ 6°-ით ახდენს ძლიერ შთამბეჭდილებას.
          AMG-ის ჩანართები კარბონის ელემენტებით ინტერიერის ჩანართის ელემენტები თქვენს ინტერიერს ინდივიდუალურ იერს აძლევს. ისინი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნიან დრამატულ კონტრასტებს. ეს აძლიერებს და ხაზს უსვამს ინტერიერის დიზაინს.

          უახლესი თაობის MBUX სისტემა ახალი თაობის გასართობ-საინფორმაციო MBUX სისტემა გთავაზობთ ბევრ ახალ ფუნქციას და სერვისს, ასევე თქვენსა და თქვენს CLE Coupé-ს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობებს. ყველა დისპლეი ქმნის ინტეგრირებულ ესთეტიკურ გამოცდილებას და შეიძლება პერსონალიზირებული იყოს ჩვენების სტილის, რეჟიმებისა და ფერის მიხედვით.
          Burmester®-ის 3D სივრცითი აუდიო სისტემა გამოსცადე მეტი ექსკლუზიურობა და მუშაობის მაღალი ხარისხი ლეგენდარულ Burmester®-ის ჟღერადობის სისტემით. მაღალი ხარისხის დინამიკები გამოსცემენ პირველი კლასის სივრცით ჟღერადობას. ამ პარამეტრის ოპტიმიზაცია შეგიძლიათ სპეციალურად წინა და უკანა სავარძლებისთვის, რათა გააუმჯობესოთ მოსმენის გამოცდილება.
          მრავალკონტურული სავარძლები 7 ზონიანი მასაჟის ფუნქციით მრავალკონტურული სავარძლები აერთიანებს რეგულირების მრავალ ვარიანტს დამატებით ექსკლუზიურ ფუნქციებთან ერთად კომფორტული მგზავრობისთვის. ერგონომიული დეტალები უზრუნველყოფს სავარძელში მოთავსების სრულყოფილ პოზიციას: გასაბერი გვერდითი ბალიშები უზრუნველყოფს ძლიერ გვერდითი მხარდაჭერას, ხოლო სასიამოვნო მასაჟის ფუნქციები ექვსი განსხვავებული პროგრამით გარდაქმნის ავტომობილის თითოეულ მართვას სიამოვნებად.
          აღჭურვილობა CLE Coupé-ის აღჭურვილობის მიმოხილვა
          შემდეგი
          წინა
            ხელსაწყოთა მაჩვენებელი საქარე მინაზე სპორტული მართვის სიამოვნების უდიდესი პოტენციალი და მართვის შეგრძნება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე: ხელსაწყოთა მაჩვენებელი საქარე მინაზე თქვენს საქარე მინას გარდაქმნის ციფრულ კაბინად. ვირტუალური, სრული ფერადი გამოსახულებით, თქვენ ყოველთვის გაქვთ პირდაპირი ხედვა ძირითად ინფორმაციაზე. თქვენი მთელი ყურადღება კი რჩება გზაზე და თქვენს წინ არსებულ საგზაო მოძრაობაზე.

            MBUX-ის აუგმენტური რეალობის ნავიგაცია იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი გზის პოვნა რთულ სატრანსპორტო სიტუაციებში, MBUX აკავშირებს ნავიგაციის აუგმენტურ რეალობას რეალურ სამყაროსთან. ტექნოლოგია აერთიანებს გრაფიკული ნავიგაციის ინსტრუქციებს და საგზაო მოძრაობის ინფორმაციას მოძრავ გამოსახულებებში. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად, უსაფრთხოდ და სტრესის გარეშე მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.
            სმარტფონის ინტეგრაცია სმარტფონის ინტეგრაცია აკავშირებს მობილურ ტელეფონს მულტიმედიურ სისტემასთან უსადენოდ Apple CarPlay™ ან Android Auto™-ის მეშვეობით. რაც გიქმნით კომფორტულ წვდომას თქვენს სმარტფონში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან აპებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გამოიყენოთ აპები მესამე მხარის პროვაიდერებისგან, მაგ: Spotify.
            კამერა ხელსაწყოთა პანელზე კამერა აფიქსირებს იმას, რაც ხდება გზაზე თქვენი მანქანის წინ და ინახავს მას - ამასთანავე, იწერს დროსა და სიჩქარეს. ეს დაგეხმარებათ, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოვლენების თანმიმდევრობის დოკუმენტირებაში, რომელსაც შემდგომ გამოიყენებთ დამადასტურებელ მტკიცებულებებად. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეინახოთ პეიზაჟები და მარშრუტები, რომლებიც ღირს სანახავად და შექმნათ თქვენი საავტომობილო მოგზაურობის დღიური.


            პარკირების პაკეტი 360°-იანი კამერით პარკირების ექსკლუზიური სერვისი ყოველმხრივი ხილვადობით: აქტიური პარკირების დამხმარე სისტემა PARKTRONIC-ით და 360° კამერით აღმოაჩენს ხელმისაწვდომ და დანიშნულ პარკირების ადგილებს მათთან მიახლოებისას. პარკინგის ადგილის არჩევის შემდეგ, შეგიძლიათ თავდაჯერებულად პარკირება დინამიური ვიზუალიზაციისა და აკუსტიკური სიგნალის წყალობით - ან მისცეთ ავტომობილს სივრცეში მანევრირების საშუალება დამხმარე პარკირების გამოყენებით.
            ავტომობილის ზოლში მოძრაობის აქტიური დამხმარე სისტემა ავტომობილის ზოლში მოძრაობის აქტიური დამხმარე სისტემა - ყურადღებიანი დამკვირვებელია. თუ უნებლიედ ტოვებთ თქვენს ზოლს, ან სახიფათოდ ახლოს ხართ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილესთან, სისტემა გაბრუნებთ თქვენს ზოლში საჭის ჩარევის დახმარებით. თუმცა, თუ თქვენ მაინც ტოვებთ მოძრაობის ზოლს, დამატებითი გამაფრთხილებელი სიგნალი ირთვება საჭის ვიბრაციის სახით.
            აქტიური დისტანციის დამხმარე სისტემა DISTRONIC აქტიური დისტანციის დამხმარე სისტემა DISTRONIC შეგიქმნით სრულ კომფორტს გზაზე უწყვეტი მოძრაობის და ასევე საცობში ყოფნის დროს. ის მოგიხსნით დაძაბულობას, თქვენს წინ ნელა მიმავალ ავტომობილთან სიჩქარის ავტომატური ადაპტაციით. უსაფრთხო მანძილის განსაზღვრა შესაძლებელია სასურველი სიჩქარის ეტაპობრივი მითითებით.
            მართვის დამხმარე პაკეტი Plus მას შეუძლია მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე ნაკლები სტრესით: თანამედროვე ინტელექტუალური სენსორული სისტემების წყალობით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნაწილობრივ ავტომატიზირებული მართვის მრავალი უპირატესობით. უამრავი დამხმარე სისტემა გეხმარებათ სიტუაციის შესაბამისად, გაფრთხილებთ შეჯახების საშიშროების არსებობის შემთხვევაში და საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს კიდეც - ყველა საგზაო მოძრაობის მოსარგებლის სასარგებლოდ.
            ინდივიდუალური პარამეტრები თქვენზე მორგებული ინდივიდუალური კომფორტი: პირველად, მძღოლის ინსტრუქციის შესაბამისად, CLE Coupé ინახავს თქვენს ინდივიდუალურ ქცევის ნიმუშს გართობისა და კომფორტის პრეფერენციებზე დაყრდნობით. ტემპერატურიდან დაწყებული სავარძლის მასაჟის ფუნქციით დამთავრებული, ყველაფერი შეიძლება იყოს ოპტიმიზირებული და ავტომატურად მორგებული პირადად თქვენზე
            უგასაღებოდ შეღწევა - KEYLESS-GO KEYLESS-GO მოაგვარებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ავტომობილის გასაღების ძებნა. როდესაც გასაღები თან გაქვთ, ავტომობილში ან მასთან ახლოს მისი ამოცნობა ხდება ავტომატურად: კარის სახელურზე შეხებით ყველა კარი შეიძლება გაიღოს და დაიკეტოს სახელურზე ხელის შეხებით
            THERMATIC - ავტომატური კლიმატ კონტროლი ინდივიდუალური კლიმატის კომფორტს წინა სავარძლებზე უზრუნველყოფს THERMATIC ავტომატური კლიმატის კონტროლის სისტემა 2 კლიმატის ზონით: მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ ცალ-ცალკე დააყენონ ტემპერატურა თავიანთი მხარისთვის. ის შენარჩუნებულია მუდმივ დონეზე ავტომატური კლიმატის კონტროლისა და ძალიან მგრძნობიარე სენსორული სისტემის წყალობით - ხელით რეგულირების საჭიროების გარეშე.

            სავარძელი მეხსიერების ფუნქციით მეხსიერების ფუნქციით შეგიძლიათ შეინახოთ და მოხერხებულად აირჩიოთ სავარძლის 3-მდე განსხვავებული პოზიცია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დააყენოთ სავარძელი ელექტრონულად თქვენთვის მორგებულ პოზიციაზე. თუ თქვენ შექმნილი გაქვთ მომხმარებლის პროფილი, იმისთვის რომ გაააქტიუროთ ის ცენტრალურ მედია ეკრანიდან, უნდა შეხვიდეთ თქვენს პირად პარამეტრებში.

            ENERGIZING Package Plus კომფორტი ყველა მნიშვნელობით: ეს პაკეტი აერთიანებს მრავალფეროვან პრემიუმ აღჭურვილობას ინოვაციურ ინტელექტთან. თქვენს მერსედესს შეუძლია და გაგამხნეოთ და ამავდროულად გაგანებივროთ კონკრეტული გზებით - საჭესთან ხანგრძლივი სიფხიზლისა და ძალიან სასიამოვნო მოგზაურობისთვის. შვიდი მრავალფეროვანი კომფორტის პროგრამით და მიმზიდველი დამატებითი ელემენტით, როგორიცაა მრავალკონტურული სავარძლები.


            ავტომობილის დაცვა GUARD 360° URBAN GUARD ავტომობილის დაცვა გთავაზობთ ავტომობილის ირგვლივ სრულ მონიტორინგს. ძარცვის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის, ასევე სათადარიგო გასაღების დეაქტივაციის მეშვეობით, შეძლებთ სწრაფად იმოქმედოთ. გზაზე, შეჯახების გამოვლენის ფუნქცია ინფორმაციას გაწვდით აპლიკაციის საშუალებით. ავტომობილის მოპარვის შემთხვევაში, მოპარული ავტომობილის დახმარების სერვისი ზრდის თქვენი დაკარგული ქონების აღდგენის შანსს.
            ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში ინტეგრირებულია მძღოლის სავარძლის შიგნით. გვერდითი შეჯახების შემთხვევაში, მას შეუძლია დამცავად გაიშალოს მძღოლსა და წინა მგზავრს შორის და ამით შეამციროს ტრავმის რისკი.
            PRE-SAFE® Impulse Side PRE-SAFE® Impulse Side-ს შეუძლია მოგამზადოთ თქვენ და თქვენი წინა მგზავრი გვერდითი შეჯახებისთვის, უზრუნველყოფს მგზავრების ცენტრისკენ გადაწევა და ამით შეამციროს ტრავმის რისკი. სისტემას შეუძლია გადაგწიოს ავტოსაგაზგაო შემთხვევის მხრიდან მანქანის ცენტრისკენ. რამაც, შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს გვერდითი დარტყმის შემთხვევაში.
            MERCEDES-AMG Mercedes-AMG C-Class. The Mercedes-AMG C-Class models represent an ideal point of entry to the world of Mercedes-AMG as well as absolute peak performance.
            LeftRight

            ექსტერიერის დიზაინი

            ინტერიერის დიზაინი

            ექსტერიერის მიმოხილა

            Close X
            Strapline Content

            ინტერიერის მიმოხილვა

            Close X
            Strapline Content
            მოგვწერეთ, შეავსეთ მოცემული ფორმა CLE Coupé თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი CLE Coupé-ს შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

            Consumer Information

            ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.