ორიგინალი და არაორიგინალი ნაწილები
ერთი შეხედვით ორიგინალი: ფრთხილად იყავით ყალბ ნაწილებთან.
თქვენი Mercedes-Benz-ის გენერალური წარმომადგენლის სერვის ცენტრი გიცავთ ყალბი, არაორიგინალი ნაწილებისგან. სამწუხაროდ, მხოლოდ Mercedes-Benz წარწერა გარედან, არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ორიგინალია. გაყალბება განსაკუთრებულად ხშირია სათადარიგო ნაწილებში. ყველაზე ხშირად ხდება სამუხრუჭე დისკების, სამუხრუჭე ხუნდების, საქარე მინის საწმენდების, საქარე მინების, შასის ან ფილტრების კოპირება. ყალბი ნაწილები ხშირად გამოიყურება, როგორც ორიგინალი და ექსპერტებსაც კი უჭირთ ერთი შეხედვით მათი გარჩევა. ამიტომ მიმართეთ მხოლოდ მერსედეს-ბენცის გენერალური წარმომადგენელს.