Intro
Models
Exterior
Interior
Technology
AMG
Contact Us
    Polar White
    Night Black
    Spectral Blue Metallic
    Rosé Gold Metallic
    Mountain Grey Metallic
    Iridium Silver Metallic
    Cosmos Black Metallic
    Digital White Metallic
    MANUFAKTUR Patagonia Red Metallic
    მოდელი GLB
    საწყისი ფასი 139,000₾-დან
    მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    შემდეგი
    წინა
      GLB 200 საწყისი ფასი 139,000₾-დან

      GLB 200 d საწყისი ფასი ---,---₾-დან

      GLB 200 d 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      GLB 220 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      GLB 220 d 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      GLB 250 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-AMG GLB 35 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-AMG

      Close X
      Mercedes-AMG GLB 35 4MATIC საწყისი ფასი ---,---₾-დან

      Mercedes-EQ

      Close X
      Strapline Content

      Mercedes-Maybach

      Close X
      Strapline Content
      * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
      ექსტერიერი ახალი GLB-ის ექსტერიერი GLB-ისთვის დამახასიათებელი გასაოცარი დიზაინი. ის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზირებულია წინა და უკანა გაბარიტული მაშუქებით, ასევე ახალი 50,8 სმ (20 ინჩიანი) თვლების წყალობით. თავისი უაღრესად შთამბეჭდავი პანორამული ჭერით, სპორტული SUV საშუალებას აძლევს თავის მგზავრებს დატკბნენ სრული ხედით.
      LeftRight

      სამოდელო რიგი და სტილი

      დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

      Close X
      შემდეგი
      წინა
        ახალი წინა დიზაინი ახალი წინა ნაწილი თავისი გამავლობის სტილის რადიატორის ცხაურით და ახალი დიაზაინის მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქებით, ხაზს უსვამს ახალი GLB-ის პროგრესულ ფორმას.
        გამორჩეული SUV დიზაინი ექსპრესიული დიზაინის ელემენტები კუთხეებითა და კიდეებით: მომრგვალებული გარსაცმით, ძარის ვიზუალური დამცავებით და სახურავის რელინგებით, მძლავრ პროპორციებთან ერთად ახალ GLB-ს ანიჭებს ძლიერ და დინამიკურ იერს.
        პანორამული ჭერი როგორც ღია ასევე დახურულ მდგომარეობაში, პანორამული ჭერი გაძლევთ თავისუფლების შესანიშნავ განცდას, ქმნის ავტომობილის ინტერიერში ნათელ და სასიამოვნო ატმოსფეროს ნებისმიერ დროს რა რელიეფზეც არ უნდა მოძრაობდეთ
        უკანა მაშუქების დიზაინი ახალი უკანა მაშუქები და ზუსტად შემუშავებული ინტერიერის დიზაინი შთამბეჭდილებას ახდენს მაღალი ხარისხით, ხოლო სრული შუქდიოდური მაშუქები ახლა უკვე სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის.
        თვლების ახალი დიზაინი ახალი 50,8 სმ (20 ინჩიანი) მსუბუქი შენადნობის თვლები ანიჭებს GLB-ის მყარ მოჭიდებას ყველა პოზიციაზე და ხაზს უსვამს მის სპორტულ-მტკიცე ხასიათს.
        ინტერიერი ახალი GLB-ის ინტერიერი უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები იგრძნობა როგორც გარედან ასევე შიგნიდან? ახალი Mercedes-Benz GLB-ის პროგრესული ინტერიერის დიზაინი აერთიანებს სპორტულ ელეგანტურობას, საიმედოობას და მაღალ ხარისხს. იქნება ეს ცალკე განთავსებული ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა, ბარგის მოცულობა თუ სავარძლების მესამე რიგი - ტევად SUV-ს ყოველთვის ექნება მეტი სივრცე, როცა ეს დაგჭირდებათ. შეხედეთ და თავად დარწმუნდებით.
        LeftRight

        სამოდელო რიგი და სტილი

        დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

        Close X
        შემდეგი
        წინა
          საჭე შესრულებული ნაპა ტყავში საჭე კარგად ერგება თქვენს ხელებს: ახალი სპორტული სამ-მანებიანი საჭე შესრულებული ნაპა ტყავში აადვილებს მართვას ინტეგრირებული გადაცემათა გადამრთველი ბერკეტებით და ჰაპტიკური სენსორული დამხმარე საშუალებებით. თუ სრულად ციფრული მაჩვენებლის მიუხედავად, კვლავ გსურთ ანალოგზე გადასვლა, თქვენ შეგიძლიათ ხელით გადართოთ 8G-TRONIC დამატებითი გადაცემათა გადამრთველი ბერკეტის მეშევეობით.
          ხელსაწყოთა მაჩვენებლი წინა საქარე მინაზე სპორტული მართვის სიამოვნების უდიდესი პოტენციალი და შეუფერხებელი მართვის შეგრძნება: ხელსაწყოთა მაჩვენებელი წინა საქარე მინაზე გარდაქმნის თქვენს საქარე მინას საინტერესო ციფრულ კაბინად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ ძირითადი ინფორმაცია თქვენი მხედველობის არეალში. თქვენი მთელი ყურადღება კი რჩება გზაზე და თქვენს წინ არსებულ საგზაო მოძრაობაზე.
          ცალკე განთავსებული ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა არა მხოლოდ ადვილი შესამჩნევია მძღოლისთვის: ცალკე განთავსებული ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა ყურადღებას იპყრობს უახლესი ფართო ეკრანის თანამედროვე ტექნოლოგიისა და კლასიკური ჩანართი ზოლების ურთიერთქმედების წყალობით.
          ახალი დიზაინის ჩანართის ელემენტები დეტალები მნიშვნელოვანია: განათებული მერსედეს-ბენცის პატარა ვარსკვლავის ჩანართები ხაზს უსვამს SUV-ის ელეგანტურ ხასიათს და ავსებს GLB-ის მაღალი ხარისხის ინტერიერს.
          ფონური განათება შექმენით ინტერიერი თქვენი პირადი პრეფერენციების ან არსებული განწყობის შესაბამისად. 64 ფერის ფონური განათების მეშვეობით, შეგიძლიათ შექმნათ გასაოცარი ფერთა გამა. მაგ: ჰაერის სავენტილაციო ჭრილების, კარების ან ხელსაწყოთა პანელის განათებით.
          სავარძლის გადასაკრავის ახალი ფერები მოკლე და ხანგრძლივი მგზავრობისას, ახალი GLB-ის მაღალი ხარისხის კომფორტული სავარძლები ყოველთვის გაძლევთ საშუალებას იმგზავროთ კომფორტულად და უპირველს ყოვლისა ელეგანტურად. მაგალითად, ARTICO-ს ტყავის/MICROCUT მიკრობოჭკოვანი გადასაკრავით Bahia ყავისფერში.
          აღჭურვილობა ახალი GLB-ის აღჭურვილობის მიმოხილვა.
          შემდეგი
          წინა
            MBUX-ის ინტერიერის დამხმარე სისტემა ისიამოვნეთ უკონტაქტო ფუნქციონირებით ამ ინოვაციურ სისტემასთან ერთად, რომელიც ამოიცნობს და მოახდენს თქვენი ხელის და მკლავის მოძრაობების ინტერპრეტაციას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ არჩეული ფუნქციები რამდენიმე წამში. სისტემას შეუძლია განასხვავოს მძღოლი და წინა მგზავრი - ისე, რომ მიწვდეთ ზუსტად იმ მენიუს, რომელსაც ეძებთ.
            MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის MBUX- ის აუგმენტური რეალობა ნავიგაციისთვის საშუალებას გაძლევთ იპოვოთ გზა რთულ საგზაო სიტუაციებში, ის აერთიანებს ვირტუალურ სამყაროს რეალურთან. ტექნოლოგია მოიცავს გრაფიკული ნავიგაციის ინსტრუქციას და საგზაო ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია რეალურ გამოსახულებებში. თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე სწრაფად, უსაფრთხოდ და სტრესის გარეშე.
            MBUX-ის ხმის კონტროლი MBUX ხმის მართვის სისტემის მეშვეობით, ახალი GLB ხდება არა მხოლოდ პარტნიორი, რომელსაც ესმის თქვენი გზაზე, არამედ პარტნიორი, რომელიც ასევე გისმენთ. საკმარისია მიმართოთ მას და მთელი მისი ყურადღება იქნება თქვენზე. აკონტროლეთ სალონის ფონური განათება ან ტემპერატურა ავტომობილში.
            უახლესი თაობის MBUX სისტემა ინდივიდუალური საინფორმაციო-გასართობი პროგრამა: ინტუიციურად კონტროლირებადი მეტყველების, შეხების ან ჟესტების მეშვეობით, ჭკვიანი MBUX მულტიმედიური სისტემა შესაძლებელია იყოს ინტეგრირებული თქვენს ციფრულ ცხოვრებაში.
            ციფრული ოფციები ციფრული ოფციებით და შესაბამისი Mercedes me აპლიკაციებით, შეგიძლიათ გამოსცადოთ დამატებითი კომფორტი, უსაფრთხოება, მართვის სიამოვნება და ციფრული მხარდაჭერა, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და პრაქტიკულ ფუნქციებს თქვენი მერსედესისთვის - როგორც ავტომობილში, ასევე თქვენს სმარტ ტელეფონში.
            Burmester® სივრცითი ხმის სისტემა გამოსცადეთ კიდევ უფრო მეტი შესრულება და ექსკლუზიურობა ლეგენდარული Burmester® ჟღერადობით. მაღალი ხარისხის დინამიკები გამოსცემენ პირველი კლასის სივრცით ხმას. მათი ოპტიმიზაცია შესაძლებელია კონკრეტულად წინა და უკანა სივრცისთვის და ამ გზით თქვენი მოსმენა გახდება უფრო ინტენსიური. თქვენ ასევე შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა Dolby® Atmos-ის ხარისხში.
            მართვის დამხმარე სისტემა Mercedes-Benz-ის მართვის დამხმარე პაკეტები სიტუაციის შესაბამისად დაგეხმარებათ, სიჩქარის ადაპტაციაში და საჭის მართვაში Active Distance Assist DISTRONIC და Active Brake Assist-ის დახმარებით, როცა არსებობს შეჯახების რისკი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ და სტრესის გარეშე მისვლას.
            მისაბმელის მანევრირების დამხმარე სისტემა მისაბმელის მანევრირების ასისტენტით, უკუ მანევრები სირთულედ აღარ ითვლება. სისტემა ეხმარება მძღოლს და ავტომატურად აკონტროლებს ზემოქმედების პოზიციას სწორი კუთხით 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას.
            პარკირების სისტემები პარკირების სისტემების უახლესი თაობა ხელს უწყობს პარკირებას რევერსული მოძრაობით შესვლისას და გამოსვლილას. დაწყებული მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა აღმოჩენილი საპარგინგე სივრცის მიმოხილვით, 360°-იანი კამერის ხედიდან და დასრულებუი პარკირების სხვადასხვა ვარიანტების არჩევამდე. პარკირების ადგილიდან უკან გასვლისას სისტემას ასევე შეუძლია გაგაფრთხილოთ იმ შემხვედრ მოძრაობასთან მიახლოებაზე, რომელიც გზის გადაჭრას აპირებს.
            აქტიური დამუხრუჭების სისტემა სისტემას შეუძლია თავიდან აიცილოს შეჯახება მოძრავ ან უძრავ სატრანსპორტო საშუალებებთან. შემხვედრი მოძრაობისას, როდესაც ასრულებს მოხვევას, ფეხით მოსიარულეებთან და ველოსიპედისტებთან. მანძილისა და შეჯახების გაფრთხილების გარდა, სისტემა უპირველეს ყოვლისა სთავაზობს სიტუაციაზე გათვლილ დამუხრუჭების დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი გაჩერების ჩათვლით.
            მისაბმელის გადასაბმელი ESP® -ის სტაბილიზაციით მისაბმელის გადასაბმელი მოწყობილობით შეგიძლიათ გააფართოვოთ ტრანსპორტირების ვარიანტები. ამისთვის, ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ მარტივად და მოხერხებულად განბლოკოთ და ჩაკეტოთ გადასაბმელი ბურთულა. უაღრესად უნივერსალური: ფურგუნის ან მისაბმელის ბუქსირების გარდა, შეგიძლიათ მასზე თქვენი ველოსიპედის გადამზიდი დააყენოთ.
            ხელების გარეშე წვდომა მარტივი და სტრესის გარეშე ნივთების ჩაწყობა და ამოლაგება HANDS-FREE ACCESS-ით: საბარგულის სახურავი იხსნება და იხურება ფიზიკური კონტაქტის გარეშე. სენსორი უკანა ბამპერის ქვეშ ამოიცნობს ფეხის მოძრაობას. რაც განსაკუთრებულად სასარგებლოა, როდესაც ორივე ხელი დაკავებული გაქვთ საყიდლების ჩანთებით ან არ გაქვთ თავისუფალი ხელი საბარგულის სახურავის დასახურად.
            თერმოტრონიკის ავტომატური კლიმატ-კონტროლი თერმოტრონიკის ავტომატური კლიმატ-კონტროლი - აკონტროლებს ორივე ზონაში ტემპერატურას ცალ-ცალკე. თქვენ და თქვენს გვერდით წინა განყოფილებაში მჯდომ მგზავრს შეგიძლიათ ერთმანეთის დამოუკიდებლად მოირგოთ სასურველი კლიმატი. ასევე, არ საჭიროებს განმეორებით რეგულირებას, რადგან სენსორები აფიქსირებს, ისეთ ცვლილებასაც კი, როგორიცაა მაგალითად მზის სინათლე.
            უგასაღებოდ შეღწევა - KEYLESS-GO KEYLESS-GO - გასაღები შეგიძლიათ ჯიბეში დაიტოვოთ, მისი ხელში დაჭერაც კი არ გჭირდებათ. ავტომობილს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი მფლობელი წინასწარ დამახსოვრებული წვდომისა და მართვის ავტორიზაციის მეშვეობით. საკმარისია, ხელი მოკიდოთ სახელურს - ის გაიღება, მანქანის უგასაღებოდ მოხმარება კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილებაა.
            საქარე მინის გათბობის სისტემა საქარე მინის საწმენდი სისტემა თბება, მკაფიო ხილვადობის და უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად ცივ ტემპერატურაზეც კი. შედეგად, მას შეუძლია თავიდან აირიდოს ყინულით დაფარვა, რომელიც ჩვეულებრივ ზამთარში ხდება. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქარე მინის საუკეთესო შესაძლო გაწმენდით.
            სავარძლების გათბობა მძღოლისა და წინა მგზავრისთვის მყუდრო სითბო თქვენი მგზავრობის ოპტიმალური კომფორტისთვის. გრილ ამინდში ან თქვენი პირადი სურვილებიდან გამომდინარე, სავარძლების გათბობა სწრაფად გადაიყვანს სავარძელსა და საზურგეებს სასიამოვნო ტემპერატურამდე. არჩევანი გააკეთეთ ინტენსივობის სამ დონეს შორის. ჭკვიანი და კომფორტული: სავარძლების გათბობა ავტომატურად იკლებს.

            ავტომობილის დაცვა GUARD 360° ავტომობილის დაცვა GUARD 360° - უზრუნველყოფს ავტომობილის ირგვლივ სრულყოფილ მონიტორინგს, მაგალითად: ძარცვის საწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის და ბუქსირებისგან დაცვას. ავტომობილის სალონში მოძრაობა იწვევს ვიზუალურ და აუდიო გაფრთხილებას. Mercedes me-ის შეჯახების გამოვლენის ფუნქცია ინფორმაციას გაწვდით აპლიკაციის საშუალებით.

            გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის გვერდითი უსაფრთხოების ბალიში უკან მჯდომი მგზავრისთვის იცავს მგზავრის გულ-მკერდის არეალს უკანა სავარძლებზე ძლიერი გვერდითი დაჯახების შემთხვევაში. სტანდარტული ფანჯრის მხარე უსაფრთხოების ბალიშებთან ერთად, ის გთავაზობთ ოპტიმალურ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომ ტრამვები თავიდან იქნას აცილებული, ან იყოს მაქსიმალურად შემცირებული. უსაფრთხოების ბალიშები განლაგებულია კარსა და მგზავრის განთავსების ადგილს შორის.
            გამავლობის მართვის პაკეტი გახადეთ თქვენი ავტომობილი მკაცრ რელიეფზე მორგებული: დამატებითი გამავლობის მართვის რეჟიმი ახდენს წევის ოპტიმიზირებას, მაგალითად, თოვლზე, ტალახზე ან გრუნტზე. ამ მიზნით, ის არეგულირებს ძრავის სიმძლავრის მიწოდებას და ABS კონტროლს ოდნავ უფრო უხეში არასაფარიანი ზედაპირებისთვის.
            კომფორტული საკიდარი კომფორტის მაღალი დონე გრძელ გზატკეცილზე, სპორტული პოტენციალი მოსახვევებში მართვისას: კომფორტული საკიდარი აერთიანებს საკიდრის მიმზიდველ რეზერვებს და ძალიან კარგ მართვის სტაბილურობას. რაც მთავარია, აღნიშნული დაბალანსებული კომბინაცია თქვენს მგზავრობას უფრო უსაფრთხოს ხდის. ამავდროულად, ის დიდ სიამოვნებას განიჭებთ მართვის დროს.
            დინამიკური მართვა დინამიკური მართვის სისტემა გაძლევთ საშუალებას, რომ იმოძრაოთ ზუსტად ისე, როგორც გსურთ. ღილაკზე დაჭერით თქვენ გაქვთ სხვადასხვა მართვის რეჟიმები, რომელიც საზღვრავს ძრავის, გადაცემათა კოლოფის, დაკიდების სისტემის და საჭის მართვის პარამეტრებს, მაგალითად: „Sport“ რეჟიმის შემთხვევაში ავტომობილი მკაფიოდ დინამიკურია, მაშინ როცა „Comfort“ რეჟიმის მახასიათებლები ზედმიწევნით დაბალანსებულია. „ECO“ რეჟიმი კი ორიენტირებულია ეფექტურობაზე, საწვავისა და თანხის დაზოგვაზე.
            MERCEDES-AMG ახალი Mercedes-AMG GLB. მძლავრი პროპორციები მოკლე განაკიდით ხაზს უსვამს ახალი Mercedes-AMG GLB-ის გამავლობაზე ორიენტირებულ დიზაინს. ზედაპირები, რომელიც ხაზს უსვამს დიზაინს და შემცირებული ხაზები გადმოსცემს სპორტულობას და თანამედროვეობას. AMG-ს სპეციფიკური მახასიათებლების კომბინაცია, როგორიცაა რადიატორის ცხაურა, წინა და უკანა საშხეფარი და ასევე AMG-ის მსუბუქი შენადნობის თვლები არის უმაღლეს სტილის შედეგი გამოხატული სუფთა ფორმებით. აქაც ახალი Mercedes-AMG GLB დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ის ეკუთვნის AMG ოჯახს.
            LeftRight

            ექსტერიერის დიზაინი

            ინტერიერის დიზაინი

            ექსტერიერის მიმოხილა

            Close X
            შემდეგი
            წინა
              ახალი წინა საშხეფარი ახალი AMG-ის წინა საშხეფარი, AMG-სთვის დამახასიათებელი რადიატორის ცხაურა და ახალი შუქდიოდური მაშუქების კომბინაცია ასხივებს თავდაჯერებულობას.
              AMG-ის მრავალმანებიანი დიზაინი, მსუბუქი შენადნობის თვლები 53.3 სმ (21 ინჩიანი) AMG-ის მრავალმანებიანი დიზაინი, მსუბუქი შენადნობის თვლები ხაზს უსვამს Mercedes-AMG GLB -ის ძლიერ პროპორციებს.
              უკანა მაშუქების დიზაინი ახალი სრული შუქდიოდური უკანა მაშუქები Mercedes-AMG GLB-ის კიდევ უფრო მეტ დინამიკურ გარეგნობას ანიჭებს და ამავე დროს ხაზს უსვამს მის ქარიზმას და აღიარების ღირებულებას.
              AMG-ისთვის დამახასიათებელი უკანა ნაწილი უკანა ნაწილს ვიზუალი ხასიათდება AMG-ის უკანა საშხეფარით, ორი მრგვალი შავი გამოსაბოლქვი მილის ჩანართით და AMG სპოილერის ტუჩით პრიალა შავ ფერში
              AMG Night Package AMG Night Package-ით, ექსტერიერის შერჩეული ელემენტები შესრულებულია მაღალი სიპრიალის შავ ფერში, რაც ქმნის ძლიერ კონტრასტებს ან ნაკლებად მკვეთრ გადასვლებს, რაც დამოკიდებულია არჩეული საღებავის ფერზე. აჩვენეთ ინდივიდუალური, დინამიკური დიზაინის მიმართ თქვენი დამოკიდებულება საინტერესო აქცენტებით ან თავდაჯერებული თავისუფლებით.
              AMG Night Package II AMG Night Package II იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს მაღალი კლასის დიზაინის დეტალებს. სხვა ელემენტები, როგორიცაა რადიატორის ცხაურის დგარები და მოდელის სახელწოდება, შესრულებულია შავ ქრომში და თქვენს Mercedes-AMG მოდელს აქცევს კიდევ უფრო მიმზიდველს.
              მუხრუჭის წითელი სუპორტი წითელი სამუხრუჭე სუპორტი შავი "AMG" წარწერით არის მიმზიდველი თვალისმომჭრელი მახასიათებელი და ხაზს უსვამს თქვენი სამუხრუჭე სისტემის მუშაობის შესაძლებლობებს.

              ინტერიერის მიმოხილვა

              Close X
              შემდეგი
              წინა
                საჭე AMG-ის შესრულებით AMG შესრულებით ახლად შემუშავებული საჭე ნაპა ტყავში და AMG საჭის ღილაკები ტიპიური ბრტყელი ფორმით ხაზს უსვამს მის კავშირს მოტოსპორტთან და გაძლევთ მართვის სიამოვნების გასაოცარ გრძნობას. ის გამორჩეულია საჭეზე ხელის მოჭიდებით და ვიზუალურად შთამბეჭდავია სხვადასხვა ექსკლუზიური მასალების არჩევანით.
                ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა MBUX მულტიმედიური სისტემით და AMG-სთვის დამახასიათებელი ეკრანის დიზაინით ფართოეკრანიანი მონაცემთა დაფა მინის საფარის მიღმა MBUX მულტიმედიური სისტემით აერთიანებს ინსტრუმენტთა კლასტერს და მედია ეკრანს. შესანიშნავია სპორტული სტილი მძღოლებისთვის, რადგან ინსტრუმენტთა კლასტერის ინფორმაცია ნაჩვენებია AMG-ისთვის დამახასიათებელი ეკრანის სხვადასხვა დიზაინში მაღალი გარჩევადობით და ფერებით, რომელსაც ავსებს საინტერესო ანიმაციები.
                AMG-ის სპორტული სავარძლები სტანდარტული სპორტული სავარძლები მისის ზუსტი პოზიციით და ოპტიმიზებული გვერდითი მართვით, უზრუნველყოფს იდეალური პირობებით სარგებლობას დინამიკური მართვის მანევრებისთვის. სავარძლები ასევე გამორჩეულია შეუზღუდავი ყოველდღიური კომფორტით და ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურად შეირჩეს შავი ტყავის გადასაკრავი სხვა ფუნქციებთან ერთად.
                ფუნქციონალური სატვირტო განყოფილება ახალი Mercedes-AMG GLB 35 4MATIC ასევე ლიდერობს პრაქტიკულობისა და ცვალებადობის თვალსაზრისით. ადგილების მეორე რიგი შეიძლება დაიყოს 40:60 თანაფარდობით
                მე-3 რიგის სავარძლები Mercedes-AMG GLB-ის სატვირთო განყოფილება შეიძლება გადაკეთდეს სავარძლების მე-3 რიგში ორი დამატებითი ინდივიდუალური სავარძლით და მეორე რიგის გრძივი გადაადგილებით. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობას და დინამიურ მართვის საუკეთესო გამოცდილებას.
                პანორამული გასაწევი ჭერი ისიამოვნეთ ღია პანორამული ჭერით მართვის დროს, თითქმის როგორც კაბრიოლეტში ან როდსტერში. ამისათვის უბრალოდ გახსენით პანორამული ჭერი. მაშინაც კი, როდესაც პანორამული ჭერი დახურულია, მის გამჭვირვალობას უფრო მეტი სინათლე და სიკაშკაშე მოაქვს ავტომობილის ინტერიერში.
                წითელი და შავი ტყავის გადასაკრავი აჩვენეთ თქვენი ინტერესი ექსტრავაგანტული დიზაინისა და მაღალი ხარისხის მასალებისადმი ექსპრესიული ორფერიანი წითელი და შავი ტყავის გადასაკრავით.
                AMG-ის სარბოლო ტრეკის სისწრაფე AMG TRACK PACE გარდაქმნის თქვენს ავტომობილს ვირტუალურ რბოლის ინჟინერად. წრეების, სექტორისა და აჩქარების დროების, დამატებით შერჩეული მოძრავი ტელემეტრიის მონაცემების დახმარებით, შეგიძლიათ მიზანმიმართულად იმუშაოთ, რომ გააანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი მართვის უნარები დახურულ სარბოლო ტრეკებზე.

                [1] Optionally selectable equipment depending on configuration.
                გამოსცადეთ ის გზაზე GLB-ის სატესტო მართვა გამოგვიზავნეთ მოთხოვნა GLB-ის სატესტო მართვაზე და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.

                Consumer Information

                ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.