Intro
Models
Exterior
Interior
Technology
Night Series
Contact Us
    Emerald Green / Mojave Silver
    Obsidian Black / MANUFAKTUR Kalahari Gold
    Obsidian Black / Rubellite Red
    Polar White
    Black
    Selenite Grey
    Emerald Green
    High Tech Silver
    Sodalite Blue
    Obsidian Black
    MANUFAKTUR Alpine Grey Solid
    MANUFAKTUR Hyacinth Red Metallic
    MANUFAKTUR Diamond White Bright
    მოდელი Mercedes-Maybach GLS
    საწყისი ფასი 506,300₾-დან
    მოდელები
    LeftRight

    Mercedes-Benz

    Close X
    Mercedes-Maybach GLS 600 საწყისი ფასი 506,300₾-დან

    Mercedes-AMG

    Close X
    Strapline Content

    Mercedes-EQ

    Close X
    Strapline Content

    Mercedes-Maybach

    Close X
    Mercedes-Maybach GLS 600 საწყისი ფასი 506,300₾-დან

    * მოცემულია საბაზისო მოდელების ფასები და ის შესაძლოა შეიცვალოს ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
    ექსტერიერი Mercedes-Maybach GLS-ის ექსტერიერი Mercedes-Maybach GLS-ის დიზაინი ფუფუნების უმაღლესი მწვრევალია. Maybach-ის ელეგანტურობა ერწყმის SUV-ისთვის დამახასიათებელ დომინანტურობის თვისებას. ექსტერიერის მოცულობითი ფორმა ავტომობილის ვიზუალის განუყოფელი ნაწილია. აღმოაჩინეთ განახლებული რადიატორის ცხაურა გრავირებული Maybach-ის წარწერით და ჰაერის შემშვებებით, საღებავით ორ ტონალობაში ან ასფალტზე Maybach-ის ლოგოს ანიმირებული პროექციის გამოსახვით.
    LeftRight

    სამოდელო რიგი და სტილი

    დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

    Close X
    შემდეგი
    წინა
      წინა ნაწილის ახალი დიზაინი შთამბეჭდავია წინა ნაწილის ახალი დიზაინი განახლებული რადიატორის ცხაურით და გრავირებული Maybach-ის წარწერით, ასევე წინა ბამპერით. Mercedes-Maybach-ის ექსკლუზიური ლოგოები ჰაერის შემშვებებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
      ახალი 58,4 სმ (23-ინჩი) ნაჭედი თვლები ფუფუნება უმცირეს დეტალებშიც კი ნათელია: ახალი 58,4 სმ (23 ინჩიანი) ნაჭედი თვლები შთაგონებულია წინა მოდელების ნაცნობი ფერსოებით და იდეალურად ერწყმის ავტომობილის ელეგანტურ დიზაინს.



      გვერდი საფეხურები Mercedes-Maybach GLS-ის ავტომატურად მოძრავი გვერდითი საფეხურები უზრუნველყოფს უსაფრთხო ჩასხდომას და გადმოსვლას, ხაზს უსვამს მის უნაკლო ვიზუალს.
      უკანა მაშუქები და გამოსაბოლქვი მილის ჩანართები გამოსაბოლქვი მილის ჩანართის ელემენტები მცირე განივი წიბოებით ხაზს უსვამს მოდელის ინდივიდუალურობას. იგივე ეხება ბრენდის ემბლემას, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა წერტილში, მაგალითად, D-ს სვეტზე.
      ორ-ტონალობაში შესრულებული Mercedes Maybach GLS-ისთვის ხელმისაწვდომი საღებავების ასორტიმენტი ასევე მოიცავს ორ-ტონალობაში საღებავით შესრულებას დახვეწილი გამყოფი ხაზით - ცნობილი როგორც წვრილი ზოლი - რაც მკაფიოდ გამოხატავს მის ხელნაკეთ ხასიათს.
      Maybach-ის ლოგოს ანიმირებული პროექცია მოძრავი ანიმირებული პროექცის საშუალებით ავტომობილში ჩასხდომისას და გადმოსვლისას ძირს გამოისახება Mercedes-Maybach-ის ლოგოს ნიმუში, დახვეწილი LCD ტექნოლოგიის გამოყენებით ის საგრძნობლად შთამბეჭდავია.



      ინტერიერი Mercedes-Maybach GLS-ის ინტერიერი ინტელექტუალური ტექნოლოგიები და სწორად გააზრებული დეტალები კომფორტის საუკეთესო ფორმაა: თავისი მოცულობითი შიდა განყოფილებით, ახალი Mercedes-Maybach GLS უზრუნველყოფს პირველი კლასის ოაზისს, სადაც შეგიძლიათ განმარტოვდეთ. მაღალი ხარისხის სავარძლის საზურგე ბალიშები ტიპიური Mercedes-Maybach-ის რომბის ფორმის დიზაინის ნაკერებით ქმნის ინდივიდუალურ აქცენტებს. თანამედროვე საჭე არა მხოლოდ მართავს ავტომობილს, ის ასევე უზრუნველყოფს კომფორტულ ფუნქციონირებას ნავიგაციიდან საინფორმაციო-გასართობი სისტემებამდე. მაღალი ხარისხის ჩანართები აძლიერებს საერთო ესთეტიკურ შთაბეჭდილებას.
      LeftRight

      დიზაინის და აღჭურვილობის მიმოხილვა

      Close X
      შემდეგი
      წინა
        უახლესი თაობის საჭე უახლესი თაობის საჭით, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეიგრძნოთ თუ რა არის ფუფუნება: როგორც ნამდვილი მრავალფუნქციური ნიჭი, ის ასევე გთავაზობთ ინოვაციურ მართვის კომფორტს. ერგონომიულად მოწყობილი სენსორული კონტროლის ღილაკები დამხმარე სისტემების, ნავიგაციის, ტელეფონის, კრუიზ კონტროლის, ან გართობის ინტუიციურიკონტროლის საშუალებას იძლევა.

        ფონური განათება შექმენით ინტერიერი თქვენი პირადი პრეფერენციების ან არსებული განწყობის შესაბამისად. 64 ფერის მეშვეობით, ფონური განათება გვთავაზობს თითქმის შეუზღუდავ მასშტაბებს განათების სქემებისთვის და აქვს შესაბამისი ფერი ყველა სიტუაციისთვის. ფონური განათება უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას, განსაკუთრებით უკანა სამგზავრო განყოფილებაში.
        სავარძლის ელეგანტური გადასაკრავის ფერები და Mercedes-Maybach GLS-ის სავარძლის გადასაკრავის ელეგანტური ფერები და მაღალი ხარისხის სავარძლის საზურგე ბალიშები ხაზს უსვამს ავტომობილის ინტერიერის ექსკლუზიურობას.აირჩიეთ თქვენი ფერი და შექმენით თქვენი პირადი ფუფუნების ატმოსფერო. Mercedes-Maybach-ისთვის დამახასიათებელია რომბის ფორმის დიზაინის ნაკერები, რომელიც ავტომობილის ინტერიერის ასევე ანიჭებს ექსკლუზიურობას.

        შამპანურის ჭიქა Mercedes-Maybach GLS გთავაზობთ უამრავ მიზეზს რათა შეავსოთ შამპანურის ჭიქები. 4-ადგილიან ვარიანტს გააჩნია გასაგრილებელი განყოფილება, რომელიც სწორედ ამ მიზნითნ მდებარეობს უკანა ორ სავარძელს შორის, აღჭურვილობას შეგიძლიათ დაამატოთ ავთენტური ვერცხლით მოპირკეთებული შამპანურის ჭიქები.

        ჩანართის ელემენტები ძვირადღირებული ესთეტიკა ერწყმის შთამბეჭდავ SUV-ის ხასიათს: Mercedes-Maybach GLS-ის დახვეწილი ინტერიერის დიზაინი ოსტატურად სრულდება დეკორატიული ელემენტებით, რომლის ჩანართის ზოლები მაღალი ბზინვარების შავი ფერის საღებავით არის შესრულებული. ექსტრავაგანტული ფორმის ჩანართის ნაწილები და მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა საღებავი ან ქრომი, ოსტატურად ერწყმის მაღალი ხარისხის ინტერიერის კონცეფციას.

        ოთხადგილიანი პირველი კლასის უკანა სამგზავრო განყოფილებით ოთხადგილიანი პირველი კლასის უკანა სამგზავრო განყოფილებით, თქვენი მობილური ველნესს სპა ყოველთვის თქვენთანაა: ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ შეგიძლიათ გადახვიდეთ კომფორტულ მწოლიარე მდგომარეობაში, ასევე გთავაზობთ ფეხის განსათავსებელ ფართო საყრდენს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხელი ქვის სავარძლის მასაჟით და სავარძლის კლიმატ კონტროლით.
        მაცივარი უკანა სავარძლებს შორის გაგრილებული სასმელები და საკვები ყოველთვის თქვენს ხელთაა. გამაგრილებელი განყოფილება ჰარმონიულად არის დამონტჟებული უკანა ხელის დასადებში და აქვს 9,6 ლიტრი მოცულობის ტევადობა. შესაბამისად, შეგიძლიათ მიირთვათ გაგრილებული, ცივი სასმელები მაშინაც კი, როცა გარეთ ტემპერატურა მაღალია.

        ჰაერის ნაკადის კონტროლი ისუნთქეთ თავისუფლად: ENERGIZING AIR CONTROL აკონტროლებს ჰაერის ხარისხს, დაბინძურების და წვრილი მტვრის აღმომჩენი სენსორების დახმარებით. ორსაფეხურიანი ფილტრის კონცეფცია საგრძნობლად ამცირებს წვრილ ნაწილაკებს და სხვა ჰაერის დამაბინძურებლების დიდ ნაწილს. გაზომვის ხარისხიდან გამომდინარე, თქვენი მერსედესი ჭკვიანურად გადადის სუფთა ჰაერისა და ჰაერის რეცირკულაციის რეჟიმს შორის.
        სავარძლისწინა სივრცე მგზავრებს სთავაზობს დიდ სივრცეს ფეხების განსათავსებლად და სავარძლის საზურგეს დახრილობას 43,5 გრადუსამდე. თქვენთვის ყოველი მგზავრობისას ეს ნიშნავს: მოთავსდეთ კომფორტულად, ისიამოვნეთ და უბრალოდ დაისვენეთ.
        MBUX-საინფორმაციო გასართობი სისტემა სრულყოფილად შეიგრძენით მდიდრული კომფორტი: Mercedes-Benz-ი საშუალებას გაძლევთ ხელახლა აღმოაჩინოთ კომფორტის რეჟიმების მართვა - თითოეული გამოხედვით, სიტყვით და შეხებით. ინოვაციური ფართოეკრანიანი კაბინა რეაგირებს ხმაზე, ჟესტიკულაციაზე ან შეხებაზე და უზრუნველყოფს საინტერსო ოპერირების და ჩვენების გამოცდილებას.
        ტყავის პაკეტი MANUFAKTUR MANUFAKTUR ტყავის პაკეტი აძლიერებს Maybach-ის მომხიბლავი ინტერიერის ესთეტიკას დახვეწილი მასალებით. თქვენ გარშემორტყმული ხართ საუკეთესო ნაპა ტყავით ჭერამდე დამატებითი ნაკერით. Executive სავარძლების ექსკლუზიური ბალიშები და ფეხის საყრდენები აუმჯობესებს უკანა სავარძლების კომფორტს უმაღლეს დონემდე.
        ჩანართის ექსკლუზიური პაკეტი ჩანართის პაკეტი თქვენს ინტერიერს ანიჭებს ინდივიდუალურ იერს. დამატებითი ელემენტები წინა სავარძლის საზურგეზე ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს და ქმნის საინტერესო კონტრასტებს. განსაკუთრებით, უკან მჯდომ მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ გაძლიერებული შეგრძნება უმაღლესი კლასის მიმზიდველობით.

        ქრომის პაკეტი ქრომის პაკეტით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ელეგანტურობა თქვენთვის მნიშვნელოვანია. შერჩეული დიზაინის ელემენტები ამშვენებს სტანდარტულ ინტერიერს დამატებითი აქცენტებით.
        ინტერიერის მრავალი დეტალი დასრულებულია მოდური ვერცხლისფერი ქრომით, რომელიც ანიჭებს უმაღლესი ხარისხის ატმოსფეროს თქვენს სალონს.

        აღჭურვილობა Mercedes-Maybach GLS-ის აღჭურვილობის მიმოხილვა
        შემდეგი
        წინა
          "Maybach" -ის ეკრანის სტილი ახალი Mercedes-Maybach GLS-ის სრულად ციფრული კაბინა წარმოგიდგენთ სპეციალურად შემუშავებულ "Maybach" სტილს. ინფორმაცია ნაჩვენებია ექსკლუზიურ ვარდისფერ ოქროსა და მუქ ცისფერ ფერებში, რომელსაც ამშვენებს მეტალის ელემენტები ციფრებისთვის, მაჩვენებების და ხელსაწყოს არშიებისთის.
          MBUX + ტელემატიკა NTG7 NTG7 ფუფუნების ახალი კონცეფცია: უახლესი MBUX ტელემატიკით NTG7, შეგიძლიათ მარტივად დააკავშიროთ მულტიმედიური დისპლეი სენსორული ეკრანით, ნავიგაცია აუგმენტური რეალობით და ინტელექტუალური ხმის კონტროლით ხმოვანი ღილაკის საშუალებით.
          Burmester® მაღალი ხარისხის 3D სივრცითი აუდიო სისტემა Burmester®-ის მაღალტექნოლოგიური 3D სივრცითი ხმის სისტემა თავისი დინამიკებით, უნიკალური პრემიუმ ხარისხის ხმის გამოცდილების გარანტიაა. სავარძელში დამატებით ოფციების სახით ინტეგრირებულია ხმის კონვერტორები, რომელიც საშუალებას გაძლევთ სრულყოფილად შეიგრძნოთ მუსიკა.
          პანორამული ჭერი ღია თუ დახურული, პანორამული ჭერი გაძლევთ თავისუფლების შესანიშნავ განცდას და ქმნის ნათელ და სასიამოვნო ატმოსფეროს ავტომობილის ინტერიერში. გარედან დათვალიერებისას დიდი ზომის პანორამული ჭერი ქმნის უნიკალურ ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რადგან სიმსუბუქესა და ექსკლუზიურობას ანიჭებს ექსტერიერს.
          აკუსტიკური კომფორტის პაკეტი ისიამოვნეთ ხმაურის ყველაზე დაბალი დონით ავტომობილით მოძრაობისას: Acoustic Comfort პაკეტის ხმის იზოლაციის სისტემა არსებითად ამცირებს გარედან შემოჭრილ ხმაურს. რაც მგზავრებს მშვიდი საუბრის საშუალებას აძლევს, თუნდაც მაღალი სიჩქარით მართვის დროს. მშვიდი ატმოსფერო ასევე ხელს უწყობს კონცენტრაციას, რაც დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მისვლის გარანტიაა.
          MBUX უკანა სავარძლების გასართობი სისტემა გაერთეთ პირველი კლასის სტილში ორი სრულად ინტეგრირებული მაღალი გარჩევადობის 11.6 ინჩიანი ეკრანით. უკანა სამგზავრო განყოფილებაშიც კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ სრული MBUX პარამეტრებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის ფუნქციებზე პირდაპირ წვდომას.

          ელექტორნული მზსი დამცავი ხედავთ, მაგრამ თქვენ არ ჩანხართ: ელექტრული ამოსაწევი მზის ჟალუზები დამონატაჟებული უკანა კარზე იცავს მგზავრებს ცნობისმოყვარე თვალებისგან და ზაფხულში მზის კაშკაშა შუქისგან. თუმცა, თქვენ მაინც ხედავთ რა ხდება გარეთ.

          კომფორტული ერთადგილია უკანა სავარძლები ინდივიდუალური კომფორტული სავარძლებით, უკანა მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ კიდევ უფრო მეტი სივრცით - ისეთივე მდიდრული, როგორც კერძო ლუქსი. თითოეულ მგზავრს ასევე შეუძლია შეცვალოს სავარძლის პოზიცია მათი პირადი პრეფერენციების შესაბამისად.მეორე რიგში ჯდომის კომფორტი ისეთივე კარგია, როგორც წინა სავარძლებზე.
          ENERGIZING Package Plus დამშვიდებული და გამხნევებული: ENERGIZING Package Plus-ით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი მოთხოვნისამებრ, შეიძლება გაიზარდოს თქვენი ფიტნეს-უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამ მიზნით, სხვადასხვა კომფორტის ფუნქციები ინტელექტუალურად არის დაკავშირებული ქსელში და ინახება სხვადასხვა კომფორტის პროგრამაში. ამ გზით კლიმატი, ხმა, ფონური განათება, ჰაერის გამწმენდი და სავარძლების კომფორტი - მათ შორის მასაჟის ფუნქცია მრავალკონტურული სავარძლებში- ერთიანდება ჭკვიანი პროგრამების კომბინაციაში.
          მრავალსხივიანი შუქდიოდური მაშუქები ავტომაგისტრალზე, ქალაქში თუ ურბანულ მოძრაობაში: ინტელექტუალური განათების ფუნქციების წყალობით, ადაპტური MULTIBEAM LED ფარები ანათებენ სავალი ნაწილის კონკრეტულ მოცემულ მონაკვეთს, რაც უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას. ეს იმის გამო ხდება, რომ ფარებში ინდივიდუალურად კონტროლირებადი LED-ები რეაგირებენ მიმდინარე მოძრაობის სიტუაციაზე.

          ადაპტური შორი ნათების დამხმარე სისტემა Plus იმოძრავეთ მუდმივი მთავარი მაშუქებით. ის პრაქტიკულად ღამეს აქცევს დღედ და ხსნის სტრესს მართვის დროს. თქვენ აღიქვამთ შორ გზას იმგვარად, რომ ეს ხელს არ უშლის მხედველობას– ადაპტური შორი ნათების დამხმარეს სისტემა Plus მუშაობს ამ დევიზის მიხედვით. მოახლოებულ მოძრაობას ან წინ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებს ჭკვიანი სისტემა იცავს უაღრესად ზუსტი და ინდივიდუალურად კონტროლირებადი შუქდიოდების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო განათებაზე მუდმივი გადართვის საჭიროება აღარ დგას.
          მართვის დამხმარე პაკეტი Plus უსაფრთხოდ გზაგზე ავტონომიური მართვის დროს: მართვის დამხმარე პაკეტი Plus გეხმარებათ სიტუაციის შესაბამისად სიჩქარის რეგულირებით, საჭით და შეჯახების რისკით. პაკეტში შედის მრავალი დამხმარე სისტემა, როგორიცაა Active Distance Assist DISTRONIC ან Active Tailback Assist. რამაც შეიძლება შეამციროს ავარიების რისკი და ეფექტურად დაიცვას მგზავრები და საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დანიშნულების ადგილს მშვიდად და უსაფრთხოდ
          PRE-SAFE® Impulse Side PRE-SAFE® Impulse Side აფართოებს პასიური დაცვის კონცეფციას. საგზაო მოძრაობის სხვა მოსარგებლეების მიერ გამოწვეული გარდაუვალი გვერდითი შეჯახების აღმოჩენა შესაძლებელია გაძლიერებული სენსორული სისტემით, რასაც მოჰყვება დარტყმის მხარეს მყოფი წინა მგზავრების სალონის ცენტრისკენ გადაწევა, სავარძლის საზურგეზე გააქტიურებული უსაფრთხოების ბალიშების მეშვეობით.
          პარკირების პაკეტი 360°-იანი კამერით სისტემა დაგეხმარებათ პარკინგის ადგილის პოვნაში. Active Parking Assist-ისა და 360° კამერის დუეტი დაგეხმარებათ პარკირების, უკან დახევისა და მანევრირებისას. მას შეუძლია თავისუფალი პარკირების ადგილების აღმოჩენაც კი, როცა მანქანით მოძრაობთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია 360° კამერის წყალობით ყოველი კუთხიდან ვირტუალური ზედხედით სივრცის აღქმა.
          ძარის აქტიური ელქტრონული კონტროლი (E-ACTIVE BODY CONTROL) მართვის უმაღლესი კომფორტი ნებისმიერ სიტუაციაში: E-ACTIVE BODY CONTROL არის კომფორტის, სიზუსტისა და დინამიურობის სინთეზი – შერწყმული გამავლობის უნიკალურ თვისებებთან. განიცადეთ თანამედროვე, სრულად აქტიური საკიდარის პირველი კლასის ეფექტები, რომელიც შექმნილია ძარის განივი დახრის, დახრილობის კუთხის და დარტმითი დატვირთვის დასაკომპენსირებლად. ნებისმიერ გზაზე და მის გარეთ, მართვის კარგ და ცუდ პირობებში.
          MBUX აუგმენტური რეალობის ნავიგაცია MBUX აუგმენტური რეალობა აკავშირებს რეალურ სამყაროს ვირტუალურ სამყაროსთან და გიჩვენებთ უსაფრთხო გამოსავალს ყველაზე დამაბნეველ საგზაო სიტუაციებშიც კი. გრაფიკული ნავიგაცია და ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ ჩნდება წინა კამერის რეალურ გამოსახულებებში, რაც აადვილებს ორიენტაციას და მდებარეობის განსაზღვრას.
          "MAYBACH” -ის მართვის რეჟიმი სპეციალურად შემუშავებული Maybach მართვის რეჟიმი მთლიანად ორიენტირებულია უკანა მგზავრების კომფორტზე, ხოლო COMFORT მართვის რეჟიმი უზრუნველყოფს დაბალანსებულ კომფორტს წინა და უკანა მგზავრებისთვის. „Maybach“-ის რეჟიმი ზრუნავს იმაზე, რომ სხეულის მკვეთრი მოძრაობები ყველაზე ნაკლებად გამოხატული იყოს უკანა სავარძლებზე. სხვა პარამეტრები მოიცავს ულტრა გლუვი აჩქარების რეაქციას მძღოლის რეჟიმში, ასევე გადაცემათა კოლოფის პარამეტრები ნაკლები გადართვებით და ადგილიდან დაძვრას მეორე სიჩქარით.
          უკანა სავარძლების კლიმატკონტროლი და კონდიცირებული მასაჟის სავარძლები სიგრილე ცხელ დღეებში - სითბო ცივ დღეებში. ასე შეიძლება შეჯამდეს უკანა სავარძლების კლიმატკონტროლის უპირატესობები. მეორე რიგის სავარძლებზე მოთავსებული მგზავრები ისეთივე სასიამოვნო კლიმატით სარგებლობენ, როგორც მძღოლი და წინა მგზავრი, ამას ემატება უკანა სავარძლების მასაჟის ფუნქცია, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის უკან ჯდომას და მგზავრობას.


          Night Series Mercedes-Maybach GLS Night Series. In combination with the Night Series equipment package, the Mercedes-Maybach GLS SUV captivates[5]with its uniquely sublime, exclusive presence. Experience the strikingly elegant dark aesthetic with selected details in black or black chrome, complemented by special upholstery colours, striking contrasts and exclusive trim elements. The confident appearance is rounded off by the prominent design of the Maybach wheels.
          [5]Optionally selectable equipment depending on configuration.
          LeftRight

          ექსტერიერის დიზაინი

          ინტერიერის დიზაინი

          ექსტერიერის მიმოხილა

          Close X
          Strapline Content

          ინტერიერის მიმოხილვა

          Close X
          Strapline Content
          მოგვწერეთ, შეავსეთ მოცემული ფორმა Mercedes-Maybach GLS თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი Mercedes-Maybach GLS-ის შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია.

          Consumer Information

          ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.