ექსტერიერი ახალი GLC Coupé-ს ექსტერიერის მიმოხილვა დახვეწილი, სტანდარტული აღჭურვილობიდან AMG-ის სამოდელო ხაზამდე: ახალი Mercedes-Benz GLC Coupé შთაბეჭდილებას ახდენს თავისი განსაკუთრებული ხასიათით და სპორტული ელეგანტურობით, რომელიც დეტალებშია გამოხატული.
შემდეგი
წინა
    ახალი წინა მხარე აღჭურვილია სპორტული რადიატორის ცხაურით Mercedes-Benz-ის პატარა ვარსკვლავებით. მაშუქები ხაზს უსვამს ქრომირებული რადიატორის ცხაურის სიგანეს და აერთიანებს მძლავრ SUV პროპორციებს კუპესთვის დამახასიათებელ დეტალებთან.
    გაზრდილი მახასიათებლების შუქდიოდური მაშუქები სრული შუქდიოდური ტექნოლოგიის წყალობით, სტანდარტული გაზრდილი მახასიათებლების მქონე შუქდიოდური მაშუქები, გთავაზობთ უფრო მკაფიო ხედვას და უკეთეს ხილვადობას.
    დიდი გასაწევი პანორამული ჭერი დიდი გასაწევი პანორამული ჭერი ნათელი ინტერიერისთვის ასევე პირველად ხელმისაწვდომია GLC Coupé-ში.
    ინტერიერი ახლი GLC Coupé-ს ინტერიერი

    მრავალფუნქციური სპორტული საჭე, ნაპა ტყავით.

    Close

    მრავალფუნქციური სპორტული საჭე, ნაპა ტყავით.

    დინამიკური AMG ხაზის მრავალფუნქციური სპორტული საჭის დიამეტრი 370 მმ-ია. ეს მას კიდევ უფრო სპორტულს ხდის. პრაქტიკული გადამრთველი პანელები საჭის ჰორიზონტალურ მანებზე არის გადაწყობილი და ინტეგრირებულიამის ზედაპირზე. ჰაპტიკური სენსორული საშუალებები აადვილებს სხვადასხვა ოპერაციას.

    30.2 სმ (11.9") ცენტრალური ეკრანი სენსორული კონტროლით

    Close

    MBUX მულტიმედიური სისტემა 30.2 სმ (11.9") ცენტრალური ეკრანით

    ცენტრალური ეკრანი LCD ტექნოლოგიით შეუფერხებლად მუშაობს სენსორებზე. ასევე, სურვილისამებრ შეგიძლიათ მართოთ მუსიკა და ჭკვიანი სახლის სერვისი. ქვემოთ განთავსებული გადამრთველი ბერკეტი მოიცავს ისეთ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა ხმის კონტროლი, საფრთხის გამაფრთხილებელი განათების სისტემა და თითის ანაბეჭდისამომცნობი რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა დამახსოვრებული პროფილებისთვის.

    Burmester® 3D სივრცითი ხმის სისტემა

    Close

    ექსკლუზიური Burmester® 3D ხმის სისტემა

    ისიამოვნეთ მაღალი ხარისხის Burmester®-ის ჟღერადობით თქვენს GLC Coupé-ში: თხუთმეტი პრემიუმ დინამიკი იძლევა შთამბეჭდავ, ბრწყინვალე სტერეოფონურ ხმას და მათი რეგულირება შესაძლებელია წინა და უკანა სავარძლებისთვის. ხმის სისტემა თავისი ტექნიკური მახასიათებლებით ვიზუალურადაც შთამბეჭდავია.


    Artico-სავარძლებზე გადაკრული ხელნაკეთი ტყავი მუქ ნაცრისფერ / შავში

    Close

    Artico-სავარძლებზე გადაკრული ხელნაკეთი ტყავი მუქ ნაცრისფერ / შავში

    ახალი GLC Coupé-ის სავარძლების ავანგარდული დიზაინისთვის, მაღალი ხარისხის მასალები სრული სიზუსტით არის დამუშავებული და სხვადასხვა ფენა დახვეწილია ქარხნული ტიპის ნაკერის ნიმუშით. ადვილად მოსავლელი და გამძლე ARTICO ხელნაკეთი ტყავის გადასაკრავს მდიდრულად აფორმებს სპორტული მუქი ნაცრისფერი და შავი ფერები.

    .

    აღჭურვილობა ახალი GLC Coupé-ს აღჭურვილობის მიმოხილვა ახალი GLC Coupé-ის აღჭურვილობა თქვენს სურვილებს ბოლომდე აკმაყოფილებს. ცენტრალური ეკრანი დახრილია მძღოლის მხარეს, ხელსაწყოთა მაჩვენებლით წინა საქარე მინაზე და მართვის სხვადასხვა პროგრამებით, ყველაფერი გაქვთ კონტროლის ქვეშ ნებისმიერ დროს.
    შემდეგი
    წინა
      MBUX მულტიმედიური სისტემა ცენტრალური ეკრანით. MBUX მულტიმედიური სისტემა ცენტრალური ეკრანით. ახალი MBUX უზრუნველყოფს თქვენი მართვის გამოცდილების მეტ გაციფრულებას. მძღოლის მხარეს დახრილი სენსორული ეკრანი საშუალებას გაძლევთ ინტუიციით და მოხერხებულად აკონტროლოთ მანქანის მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. თავისი ინდივიდუალური მომხმარებლის პროფილებით, MBUX ხელმისაწვდომს ხდის თქვენს საყვარელ რადიოსადგურებს, ფლეილისტებს ან სანავიგაციო მარშრუტებს.
      ხელსაწყოთა მაჩვენებელი საქარე მინაზე გარდაქმნის საქარე მინას ციფრულ კაბინად, ვირტუალური სურათის არეკვლით, რომელიც ჩნდება და მოძრაობს კაპოტის ზემოთ. რაც საშუალებას გაძლევთ, ყურადღების გაფანტვის გარეშე, თვალი ადევნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სიჩქარე, სიჩქარის შეზღუდვები, გამაფრთხილებელი შეტყობინებები და ნავიგაციის ინსტრუქციები.
      ENERGIZING Plus Package ეს პაკეტი აერთიანებს პრემიუმ აღჭურვილობის ფართო არჩევანს თქვენი კომფორტისთვის, უფრო მოხერხებული საჭის მართვასთან ერთად. სხვა მახასიათებლებთან ერთად, ინდივიდუალურად მორგებული სავარძლები მასაჟის და გათბობის ფუნქციით, ფონური განათებითა და კონდიცირებით უზრუნველყოფს, რომ იყოთ სათანადოდ მშვიდად მართვის დროს.
      PRE-SAFE® system PRE-SAFE® სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს გარდაუვალი საფრთხეები და შეჯახება, მას შეუძლია დაიწყოს დამცავი ზომების მიღება ავტომობილის მგზავრებისთვის. გარდაუვალი გვერდითი შეჯახების შემთხვევაში, PRE-SAFE® Impulse Side სისტემა უზრუნველყოფს მგზავრების ცენტრისკენ გადაწევას, რაც ამცირებს შეჯახებით მიღებულ სტრესს და ზიანს
      პნევმატური დაკიდების სისტემა უკანა ღერძის მოხვევით მუდმივად რეგულირებადი ამორტიზაციის კონტროლი უზრუნველყოფს განსაკუთრებულად კომფორტული მუშაობის მახასიათებლებს, რითაც საკიდარი ავტომატურად ადაპტირდება დატვირთვის სხვადასხვა პირობებთან. დინამიკური უკანა ღერძის დაკიდების სისტემა 4,5°-მდე მოხვევის კუთხით, უზრუნველყოფს ავტომობილის მეტ სისწრაფესა და მანევრირებას, მაგალითად, პარკირებისას.
      გამავლობის პროგრამა - DYNAMIC SELECT ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ DYNAMIC SELECT გამავლობის პროგრამის ასარჩევად. წევა, სამუხრუჭე კონტროლი და მართვის რეაქცია იცვლება და უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ უგზოობის რეჟიმში
      დაგვიკავშირდით თქვენი შეკითხვები ახალი GLC Coupé-ს შესახებ. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ახალი GLC Coupé-ს შეძენით და გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

      Consumer Information

      ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენთან კავშირზე, რათა მუდმივად იყოთ ინფორმირებული ჩვენი სიახლეების, უახლესი პროდუქტის, მარკეტინგული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. თუ გსურთ, არ მიიღოთ მომავალში ინფორმაცია ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდით, გთხოვთ, მიუთითოთ ოფციის გაუქმებით. მოწოდებული ყველა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი კონფიდენციალურობისა და cookie პოლიტიკის შესაბამისად და არ გადაეცემა მესამე მხარის კომპანიას.